ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის, ნინო ნეკერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №183
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016561
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2020
matsne.gov.ge 156 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 23.09.2025 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქიმიკოსის, აკადემიკოსის ნიკოლოზ ლანდიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ყაზახი განმანათლებლის, პოეტის აბაის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ისტორიკოსის, ფილოლოგის სერგი გორგაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 13.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის, ნინო ნეკერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 183 2020 წლის 24 ივლისი  ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის, ნინო ნეკერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს პოეტის, ნინო ნეკერიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             გიორგი ტყემალაძე