ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მიხეილ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 24.07.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №189
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016567
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მიხეილ ქორიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნიკოლოზ ლანდიას ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარ მოქმედებებში დაღუპული მებრძოლების ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, გიორგი და ზვიად უგრეხელიძეების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლებაში, V ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გელა მინდიკაურის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მიხეილ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №189
2020 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მიხეილ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, წყნეთში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მიხეილ ოძელაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე