ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქიმიკოსის, აკადემიკოსის ნიკოლოზ ლანდიას სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №194
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016572
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2020
matsne.gov.ge 160 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სახელმწიფო მოღვაწის კრავაი ჯაყელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 19.05.2023 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 21.03.2025 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ორხევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 10.06.2022 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 22.11.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქიმიკოსის, აკადემიკოსის ნიკოლოზ ლანდიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება  № 194 2020 წლის 24 ივლისი ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქიმიკოსის, აკადემიკოსის ნიკოლოზ ლანდიას სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. სამგორის რაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ქიმიკოსის, აკადემიკოს ნიკოლოზ ლანდიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.  2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             გიორგი ტყემალაძე