„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №338 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №477 |
|
2020 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი |
1. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. სოციალური დაცვის ღონისძიებები, შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები
1. მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო. მოსამსახურის ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო – აგრეთვე წოდებისათვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსაგან. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ეძლევა ფულად სარგოზე დანამატი წოდებით ნამსახურები წლებისათვის.
2. საბჭოს აპარატში მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებისას წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სახელმწიფო სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.
3. საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვას ახორციელებს შესაბამისი ცნობის (ამონაწერის) მიღების მომენტიდან ან/და წარდგენილი ცნობით გათვალისწინებული თარიღიდან.
4. საბჭოს აპარატში ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის სახელფასო დანამატი გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის (არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, საბჭოს აპარატის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
5. მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ფულადი სარგო, წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.
6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
7. საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, განესაზღვროთ ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) დაქორწინებისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ) შვილის შეძენისას/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალებისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
8. საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, საბჭოს აპარატის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება, გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება.
9. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო დროის ლიმიტებით უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი საბჭოს აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა და ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა.
11. ამ დადგენილებით განსაზღვრული სოციალური დაცვის გარანტიების გარდა, საბჭოს აპარატის უფროსს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უფლება აქვს, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს დაუწესოს სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, განუსაზღვროს ერთჯერადი დახმარების ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.“.
2. 31-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი და უმაღლესი ზღვრული სპეციალური წოდება, მოსამსახურეს, რომელსაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდება, საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სახელმწიფო სპეციალური წოდება.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მოსამსახურეებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საბჭოს აპარატის უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებას – საბჭოს მდივანი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.“.
3. 35-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამსახურეებს საშუალო სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საბჭოს აპარატის უფროსი საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, ხოლო უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საბჭოს მდივანი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება მიენიჭება, თუ სპეციალური წოდებით ნამსახურები აქვს ამ სპეციალური წოდებისთვის განსაზღვრული ვადის ნახევარი პერიოდი მაინც. ამასთან, წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით, დასაშვებია წოდების ვადამდე მესამედ მინიჭება.“.
|