თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
მიღების თარიღი 16.09.2020
ძალაში შესვლა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №7103-Iს
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.020189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2020
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 443898,3 |
| 2 | 443965,6 |
| 3 | 444031,6 |
| 4 | 444094 |
| 5 | 444169,1 |
| 6 | 444248,2 |
| 7 | 444330,7 |
| 8 | 444421,4 |
| 9 | 444519,7 |
| 10 | 444619,6 |
| 11 | 444696,6 |
| 12 | 444751,4 |
| 13 | 444820,2 |
| 14 | 444917,4 |
| 15 | 445011,6 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მდინარე არაგვის ხეობაში განთავსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
საქართველოს კანონი
თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
მუხლი 1🔗. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი);
გ) შექმნას თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა;
დ) მოაწესრიგოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები.
2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა;
გ) უზრუნველყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება;
დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
ე) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას.
მუხლი 3🔗. თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები
1. თრუსოს დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.
2. თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
3. თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია:
ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა;
ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება;
გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა;
დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება;
ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით.
4. ამ კანონით გათვალისწინებული თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით.
მუხლი 4🔗. თრუსოს დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი
1. თრუსოს დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს თრუსოს ხეობას.
2. თრუსოს დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 7 007 ჰექტარი. თრუსოს დაცული ლანდშაფტი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
№
X
Y
№
X
Y
№
X
Y
№
X
Y
1
443898,3
4724525,9
175
453343,9
4720091,9
349
455438,8
4714535,7
523
446609,4
4718626,3
2
443965,6
4724451,9
176
453401,3
4720120,9
350
455339,7
4714546,6
524
446494,7
4718685,9
3
444031,6
4724376,8
177
453461
4720040,7
351
455245,4
4714579,8
525
446400,9
4718693,8
4
444094
4724298,7
178
453526,1
4719966,6
352
455150,4
4714610,4
526
446341,3
4718633,9
5
444169,1
4724233,4
179
453613,1
4719917,2
353
455051,8
4714627,2
527
446260,5
4718711,8
6
444248,2
4724172,2
180
453700
4719867,7
354
454961,4
4714634,4
528
446169,5
4718751,8
7
444330,7
4724115,7
181
453793,8
4719834,1
355
454882,4
4714730,3
529
446089,5
4718789,5
8
444421,4
4724074,9
182
453889,1
4719803,9
356
454848,4
4714969,6
530
446002,6
4718830,3
9
444519,7
4724067,8
183
453983,4
4719771,1
357
454887,3
4714953,2
531
445915,4
4718879,3
10
444619,6
4724070,6
184
454072,2
4719725
358
454980,9
4714919,2
532
445828,2
4718928,2
11
444696,6
4724120,7
185
454159,4
4719676,8
359
455068
4714880,5
533
445741
4718977,2
12
444751,4
4724204,1
186
454230,1
4719606,1
360
455148,6
4714822,5
534
445653,8
4719026,2
13
444820,2
4724263,8
187
454300,8
4719535,4
361
455236,4
4714778,6
535
445566,6
4719075,1
14
444917,4
4724246,4
188
454371,5
4719464,7
362
455332,4
4714772,3
536
445479,4
4719124,1
15
445011,6
4724213,4
189
454428,9
4719382,8
363
455430,4
4714791,9
537
445391,6
4719171,9
16
445098
4724163
190
454486,2
4719300,9
364
455492,4
4714860,7
538
445303,5
4719219,3
17
445187,6
4724119,4
191
454546,7
4719221,4
365
455445,7
4714946,6
539
445215,5
4719266,7
18
445281,1
4724084
192
454610,5
4719144,3
366
455394,9
4715032,6
540
445125,5
4719310,3
19
445376,1
4724052,7
193
454674,3
4719067,3
367
455361,4
4715126,8
541
445035,1
4719353,1
20
445471,8
4724023,7
194
454731,7
4718985,5
368
455308,8
4715211,3
542
444944,7
4719395,9
21
445558,3
4723976
195
454788,6
4718903,2
369
455236,9
4715280,4
543
444854,4
4719438,7
22
445634,5
4723913,5
196
454860,8
4718835
370
455144,2
4715310,6
544
444764
4719481,5
23
445677,7
4723823,3
197
454937,6
4718771
371
455044,9
4715300,9
545
444674,7
4719526,5
24
445684,2
4723724,8
198
455013,2
4718705,7
372
454945,4
4715303,1
546
444587,3
4719575
25
445687,2
4723624,8
199
455077,4
4718629,1
373
454911,6
4715390
547
444496,6
4719615,4
26
445731,1
4723543,2
200
455141,7
4718552,5
374
454861,9
4715469,2
548
444400
4719641,2
27
445804,7
4723475,5
201
455205,3
4718475,3
375
454772
4715513
549
444303,1
4719666,2
28
445879,4
4723409,1
202
455267,8
4718397,2
376
454678,7
4715541,6
550
444206
4719689,8
29
445961,4
4723352
203
455333,4
4718322,5
377
454590,4
4715495,4
551
444109,2
4719714,8
30
446044,3
4723296
204
455416,2
4718266,4
378
454498,8
4715458,4
552
444015,3
4719749,2
31
446121,5
4723232,8
205
455499
4718210,3
379
454400,2
4715456,2
553
443921,1
4719782
32
446198,6
4723170
206
455592
4718188,2
380
454302,2
4715447,1
554
443821,2
4719785,8
33
446290,5
4723130,7
207
455690,5
4718200,3
381
454207,3
4715478,4
555
443724,2
4719802,6
34
446382,9
4723093,5
208
455788,2
4718220,9
382
454116
4715518,1
556
443632,4
4719842,4
35
446482,9
4723093,5
209
455834,9
4718280,2
383
454026,8
4715562,9
557
443539,1
4719877
36
446582,8
4723097,9
210
455841,3
4718379,6
384
453932,4
4715595,5
558
443440,7
4719894,9
37
446674,5
4723136,2
211
455867,3
4718475,8
385
453839,2
4715624,9
559
443342,4
4719913
38
446771
4723119,4
212
455887
4718573,8
386
453747
4715627,7
560
443244,6
4719933,9
39
446866,7
4723090,2
213
455901,8
4718672,7
387
453684
4715551,7
561
443146,8
4719954,9
40
446962,3
4723061,1
214
455868,3
4718765,7
388
453601,6
4715497,2
562
443049,1
4719976,2
41
447052,7
4723021,6
215
455830,1
4718858,1
389
453517,7
4715447,6
563
442951,7
4719998,7
42
447124,1
4722951,8
216
455813,5
4718954,2
390
453438,6
4715388,5
564
442853,6
4720018
43
447186
4722873,3
217
455816,5
4719053,9
391
453348,2
4715346,4
565
442761,2
4720051,8
44
447248
4722794,8
218
455803
4719153
392
453301,9
4715258,8
566
442661,4
4720054,9
45
447278,1
4722699,9
219
455807,1
4719252,7
393
453254,9
4715170,9
567
442561,5
4720055,6
46
447323
4722611
220
455797,5
4719351,5
394
453259,8
4715078,6
568
442461,6
4720061,1
47
447367,3
4722521,5
221
455791,4
4719451,2
395
453315,8
4715027,5
569
442362
4720069,5
48
447422,8
4722438,3
222
455800,5
4719549,4
396
453418
4714966,7
570
442262,3
4720078,1
49
447401,3
4722356
223
455809,1
4719647,8
397
453399,3
4714903,5
571
442162,7
4720086,7
50
447316,3
4722303,4
224
455784,9
4719742,8
398
453425
4714808,7
572
442063
4720094,3
51
447236,5
4722243,2
225
455747,5
4719835,4
399
453492,8
4714736,2
573
441963,1
4720096,8
52
447181,5
4722161,8
226
455731,8
4719933,6
400
453617,8
4714683,1
574
441863,1
4720099,3
53
447202,5
4722074,5
227
455696,3
4720026,1
401
453358,1
4715034,6
575
441765
4720115,1
54
447295,7
4722039
228
455671,6
4720120,3
402
453623,6
4714520,3
576
441668,5
4720141,1
55
447394,6
4722024,1
229
455656,9
4720218,8
403
453633,9
4714422,6
577
441570,8
4720162,5
56
447492,9
4722005,5
230
455625,8
4720313,5
404
453696,3
4714354,8
578
441474,8
4720188,2
57
447588,9
4721978,5
231
455577,6
4720400,5
405
453694,4
4714221,6
579
441425,9
4720266,1
58
447683
4721944,9
232
455561,6
4720497,6
406
453681,2
4714190,6
580
441407,9
4720364
59
447776,9
4721910,3
233
455560,9
4720597,1
407
453567,7
4714124,5
581
441411,7
4720463,9
60
447869,9
4721874
234
455563
4720696,5
408
453583,9
4714013,2
582
441424,1
4720562,7
61
447952
4721816,9
235
455561,6
4720796,5
409
453501,3
4714012,6
583
441445,8
4720660,4
62
448029,8
4721754,9
236
455574
4720895,6
410
453333,3
4714010,8
584
441457,6
4720759,4
63
448095,3
4721679,6
237
455585
4720994,8
411
453307,5
4714029,2
585
441464,7
4720859,2
64
448164,7
4721610,1
238
455604,8
4721091,1
412
453212,9
4714051,3
586
441483,6
4720957,2
65
448247,4
4721553,9
239
455637,3
4721185
413
453133,5
4713991,7
587
441504,6
4721055
66
448325,7
4721492
240
455649,7
4721283,7
414
453110,3
4713969,9
588
441525,5
4721152,8
67
448401,3
4721426,5
241
455646,6
4721383,7
415
452918,5
4714155,9
589
441545,1
4721250,9
68
448476,6
4721360,7
242
455643,3
4721483,6
416
452641,4
4714270,9
590
441564,7
4721348,9
69
448550,2
4721293,1
243
455641,3
4721583,5
417
452453,8
4714340
591
441609,9
4721436,6
70
448633,4
4721237,6
244
455651,4
4721682,7
418
452260
4714389,2
592
441664,1
4721520,6
71
448718,4
4721184,9
245
455731,4
4721734,6
419
452142,9
4714401,7
593
441701,1
4721610,1
72
448769,1
4721099,7
246
455826,8
4721722,5
420
452070,2
4714571,8
594
441704,8
4721710
73
448803,9
4721006,9
247
455868
4721638,2
421
451988,8
4714753,2
595
441706,4
4721751,7
74
448826,6
4720909,5
248
455881,8
4721539,1
422
451950,3
4714845,3
596
441817,1
4721985
75
448869,1
4720820,9
249
455895,9
4721440,1
423
451882,1
4714915,8
597
441865
4722072,8
76
448925,5
4720738,2
250
455910,2
4721341,2
424
451790,8
4714956,6
598
441916,7
4722158,3
77
448983
4720656,4
251
455924,6
4721242,2
425
451698,2
4714994,2
599
441972,2
4722241,5
78
449046,1
4720579,1
252
455938,9
4721143,2
426
451608,1
4715033,7
600
442051,1
4722301,6
79
449113
4720504,8
253
455954,2
4721044,4
427
451557,3
4715119
601
442143,3
4722334,1
80
449201,6
4720459,9
254
455970,3
4720945,7
428
451472,9
4715171,9
602
442241,8
4722351
81
449288
4720410,9
255
455989,3
4720847,6
429
451377,4
4715199,8
603
442340,4
4722367,8
82
449366,4
4720348,9
256
456010,1
4720749,7
430
451278,6
4715208,6
604
442438,6
4722386,9
83
449446,3
4720303,6
257
456027,7
4720651,3
431
451195,8
4715190,2
605
442536,7
4722406,2
84
449527,1
4720362,6
258
456044,8
4720552,8
432
451181,5
4715176,5
606
442634,8
4722425,5
85
449607,9
4720421,5
259
456061,9
4720454,3
433
451153,8
4715258,5
607
442732,9
4722444,9
86
449685,7
4720484,2
260
456083,2
4720356,9
434
451080
4715325,9
608
442823,8
4722482,3
87
449763,2
4720547,5
261
456120
4720263,9
435
451001,1
4715387,4
609
442913,7
4722525,1
88
449840,3
4720611,1
262
456156,8
4720170,9
436
450915,8
4715436,1
610
443006,4
4722562,9
89
449917,2
4720675,1
263
456198,8
4720080,4
437
450817,2
4715452,9
611
443088,3
4722619,1
90
449991
4720742,2
264
456245,8
4719992,1
438
450717,7
4715462
612
443165,8
4722682,1
91
450058,8
4720815,8
265
456290,2
4719902,5
439
450617,9
4715467
613
443240,3
4722748,9
92
450126,6
4720889,3
266
456331,3
4719811,4
440
450526,1
4715473,7
614
443301,7
4722817,1
93
450194,3
4720962,9
267
456366,4
4719717,8
441
450475,5
4715559,9
615
443377,4
4722861,2
94
450259,6
4721038,7
268
456388,5
4719621,3
442
450424,9
4715646,2
616
443307,7
4722923,7
95
450324,9
4721114,4
269
456398,7
4719522,1
443
450374,3
4715732,5
617
443228,5
4722983,4
96
450390,2
4721190,1
270
456430,4
4719427,2
444
450335,1
4715823
618
443166,1
4723039,8
97
450450
4721269,8
271
456462
4719332,4
445
450272,9
4715896,9
619
443069,8
4723066,8
98
450501,5
4721355,6
272
456485,5
4719236,2
446
450181,5
4715936,6
620
442970,8
4723080,8
99
450552,9
4721441,3
273
456485,5
4719136,2
447
450084
4715957,4
621
442907
4723154,2
100
450604,9
4721526,7
274
456499,9
4719038
448
450020,5
4715953,1
622
442811,3
4723182,9
101
450663,6
4721607,6
275
456523,5
4718940,9
449
449925,2
4715849,7
623
442714,1
4723206,6
102
450722,4
4721688,6
276
456547,8
4718843,9
450
449797,4
4715945,8
624
442620,9
4723241,9
103
450781,1
4721769,5
277
456567,4
4718745,9
451
449676,2
4715888,3
625
442509,8
4723276,6
104
450839,9
4721850,4
278
456586,3
4718647,9
452
449580,4
4715860,7
626
442439,5
4723313,7
105
450908
4721923,3
279
456631,7
4718559,2
453
449481,3
4715847,9
627
442346,3
4723280,1
106
450978,7
4721994,1
280
456679,1
4718471,1
454
449381,9
4715836,6
628
442309,4
4723257,1
107
451055,6
4722056,5
281
456727,1
4718383,4
455
449299,4
4715815,5
629
442185
4723341,3
108
451143,3
4722104,5
282
456777,5
4718297
456
449146,9
4715973,2
630
442145,8
4723363
109
451230,9
4722143,9
283
456848,4
4718226,9
457
448884,4
4716318,6
631
442132,5
4723488,2
110
451317,9
4722094,5
284
456921,2
4718158,4
458
448966,1
4716148,7
632
442607,5
4723479,6
111
451404,8
4722045,1
285
456988,2
4718084,3
459
448961,1
4716196,5
633
442589,3
4723521
112
451388,4
4721976,9
286
457053,7
4718008,8
460
448934,4
4716290,3
634
442572,3
4723618,4
113
451325,6
4721899
287
457128
4717941,9
461
448808,9
4716318,3
635
442583,1
4723716,6
114
451263,8
4721820,4
288
457226,6
4717881,8
462
448764,3
4716367,5
636
442588,1
4723816,5
115
451190,2
4721753
289
457309,9
4717870
463
448680,5
4716420,8
637
442595,3
4723916,2
116
451140,9
4721667,1
290
457456,4
4717848
464
448583,6
4716444,6
638
442605,9
4724015,6
117
451115,9
4721570,3
291
457430,9
4717804,8
465
448484,3
4716438
639
442615,4
4724115
118
451083,1
4721475,9
292
457347,4
4717750,1
466
448391,7
4716401,7
640
442641,9
4724210,9
119
451060
4721378,6
293
457312,1
4717663
467
448358,3
4716377,6
641
442659,5
4724296,9
120
451036,8
4721281,4
294
457336,5
4717566,8
468
448157,4
4716540,5
642
442614,3
4724350,2
121
451010,2
4721185
295
457364,7
4717471,7
469
447905,3
4716744,9
643
442665,7
4724433,2
122
450970,2
4721093,6
296
457359,9
4717371,8
470
447861,7
4716806,1
644
442754,9
4724415,9
123
450926,4
4721003,7
297
457372,5
4717273,2
471
447776,1
4716855,7
645
442850,2
4724403,6
124
450881,7
4720914,3
298
457403
4717178
472
447677,7
4716870,3
646
442950,2
4724403,6
125
450836
4720825,6
299
457415,9
4717079
473
447563,3
4716825,7
647
443049,9
4724405,9
126
450759,2
4720761,6
300
457415,9
4716979,1
474
447490,1
4716849
648
443145,7
4724434,7
127
450699,8
4720681,4
301
457405,1
4716879,7
475
447394,8
4716879,1
649
443240
4724467,2
128
450644,4
4720598,3
302
457383,4
4716782,1
476
447299,4
4716909,3
650
443330,1
4724510,6
129
450590,9
4720513,8
303
457351,7
4716687,3
477
447186
4716945,1
651
443424,5
4724540,2
130
450508,4
4720457,3
304
457310,1
4716596,5
478
447178,3
4716978,7
652
443519,4
4724568,6
131
450442,1
4720382,8
305
457258,4
4716510,9
479
447033,6
4716980,9
653
443609,6
4724611,7
132
450377,4
4720306,5
306
457200,5
4716429,4
480
446933,6
4716980,9
654
443707,2
4724633,1
133
450440
4720259,8
307
457133,1
4716355,7
481
446833,9
4716973,2
655
443792,8
4724590,4
134
450530,3
4720216,9
308
457049,2
4716302,4
482
446735,1
4716959,1
656
443878,2
4724538,2
135
450617,5
4720167,9
309
456951,7
4716280,8
483
446641,6
4716924,6
657
450391,1
4715895
136
450682
4720095,8
310
456857,9
4716247,5
484
446558,4
4716870,2
658
450475,3
4715902,9
137
450736,5
4720013,2
311
456769,6
4716200,7
485
446487,3
4716799,9
659
450487,3
4716020,8
138
450818,4
4719955,8
312
456672,5
4716179,6
486
446427,9
4716719,6
660
450446
4716043,1
139
450895,7
4719893,4
313
456572,9
4716172,4
487
446390,7
4716629,7
661
452580,1
4715259,2
140
450960,1
4719816,9
314
456482,6
4716130,9
488
446312,9
4716715,9
662
452839,2
4714779,3
141
451025,2
4719740,9
315
456404,5
4716068,6
489
446324,7
4716798,9
663
452888,8
4714749,3
142
451091,3
4719666
316
456354,2
4715987,6
490
446326,8
4716898,8
664
452942,1
4714729,3
143
451164,5
4719598,2
317
456370,3
4715889,3
491
446324,6
4716998,7
665
452943
4714690,1
144
451250,2
4719550,9
318
456409,2
4715797,2
492
446317,7
4717098,4
666
452991
4714675,8
145
451345,7
4719521,4
319
456442,8
4715703,3
493
446308,1
4717197,5
667
453011,9
4714585,4
146
451437,7
4719482,1
320
456460,6
4715604,9
494
446313,5
4717297,4
668
452945,9
4714520,6
147
451527,1
4719437,4
321
456469,9
4715505,4
495
446321,7
4717397
669
452969,1
4714433,1
148
451622,2
4719410,5
322
456469,9
4715405,4
496
446318,6
4717496,1
670
452947,3
4714337,6
149
451721,2
4719396,5
323
456461,3
4715305,8
497
446316,8
4717595,9
671
452997,3
4714294,5
150
451817,9
4719373,4
324
456486,7
4715212,4
498
446341,9
4717689,8
672
452990,5
4714390,9
151
451910,7
4719336,4
325
456512,7
4715117,3
499
446417,5
4717755,2
673
453013
4714478,7
152
451998,8
4719289,2
326
456529,9
4715019,2
500
446502,9
4717806,8
674
453038,2
4714441,2
153
452086,9
4719241,9
327
456579,8
4714932,9
501
446526,3
4718643,7
675
453073,3
4714526,1
154
452166,7
4719182,3
328
456640,3
4714853,9
502
446684,7
4717889,7
676
453053,1
4714618,3
155
452229,6
4719106,3
329
456722,3
4714796,9
503
446773,5
4717935,7
677
453071,3
4714705,7
156
452284,6
4719023,3
330
456779,5
4714735,8
504
446906,1
4717987,5
678
453141,4
4714707,2
157
452352,5
4718949,8
331
456748
4714641,6
505
446986,9
4718054,3
679
453175,1
4714701,1
158
452420,1
4718876,1
332
456776,2
4714551,8
506
447039,3
4718057,8
680
453213,4
4714745,2
159
452493,7
4718808,8
333
456845,4
4714481,3
507
447138,3
4718070,3
681
453131,6
4714753,7
160
452584,4
4718841,5
334
456843,4
4714390,4
508
447186,6
4718136,3
682
453047
4714741,6
161
452665,8
4718893,6
335
456768,8
4714326,4
509
447106,8
4718192,1
683
452951
4714763,7
162
452719,6
4718977,9
336
456726,3
4714287,6
510
447039,5
4718193,6
684
452864,9
4714813,1
163
452773,4
4719062,1
337
456602
4714357
511
447033,2
4718237,6
685
452810,7
4714803,5
164
452819,8
4719150
338
456505,1
4714378,7
512
447200,7
4718321
686
452591,2
4715246
165
452852,6
4719244,5
339
456410,9
4714356,2
513
447339,6
4718310,9
687
452575,9
4715237,3
166
452906
4719327,6
340
456312
4714369
514
447379,2
4718369,7
688
452567,7
4715245,8
167
452968,5
4719405,7
341
456219,1
4714405,1
515
447296,6
4718402,8
689
452568,5
4715258,4
168
453003,9
4719498,9
342
456120,5
4714419,2
516
447207,7
4718447,5
690
450412,4
4715976,2
169
453042,7
4719589,9
343
456020,5
4714419,3
517
447128,9
4718509,1
691
450390,8
4715943,4
170
453113,4
4719660,6
344
455921,3
4714431,4
518
447045,3
4718563,7
692
450453,9
4715879,9
171
453184,1
4719731,3
345
455823,5
4714451,9
519
446956,2
4718608,9
693
450478,4
4715935,4
172
453220,2
4719822,6
346
455729,9
4714486,8
520
446863,5
4718645,6
694
450472,5
4715977,8
173
453248,4
4719918,5
347
455637,5
4714524,9
521
446765
4718659,5
695
450418,6
4715880,5
174
453287,7
4720009,2
348
455538,7
4714537,6
522
446666,2
4718645,9
მუხლი 5🔗. თრუსოს დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
1. თრუსოს დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის, შესაბამისად.
2. თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქლის ქვით) სარგებლობა, ტურიზმისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება.
3. თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ობიექტის აშენებისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემამდე საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრები და ასაშენებელი ობიექტის რენდერები უნდა შეუთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
მუხლი 6🔗. თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები
1. თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. თრუსოს დაცულ ლანდშაფტს მართავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.
3. თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.
6. სახელმწიფოს მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია:
ა) თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება;
გ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
დ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება;
ე) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება;
ვ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობის და სხვა) ორგანიზება;
ზ) თრუსოს დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა;
თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა;
კ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა;
ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 44 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
მუხლი 7🔗. თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები
ეს კანონი არ ვრცელდება თრუსოს დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთების ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობებზე);
ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე;
დ) და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მუხლი 8🔗. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
16 სექტემბერი 2020 წ.
N7103-Iს