არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

მიღების თარიღი 16.09.2020
ძალაში შესვლა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №7102-Iს
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.020188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,861 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.2020 მიღება
01.01.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 504650.20
2 504643.29
3 504584.02
4 511092.81
5 510749.25
6 510646.72
7 510857.82
8 511017.14
9 510806.69
10 511029.34
11 490849.29
12 504664.14
13 480449.25
14 479172.63
15 478376.39
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1🔗. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი); გ) შექმნას არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა; დ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში: ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის − მდინარეთა ხეობების ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა; გ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება; დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. მუხლი 3🔗. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები 1. არაგვის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის − მდინარეთა ხეობების ტერიტორიების ბიოლოგიური, ლანდშაფტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და დიდი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ტერიტორიებს ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება არაგვის დაცული ლანდშაფტი. 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი  ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა; ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება; გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა; დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება; ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით. 5. ამ კანონით გათვალისწინებული არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით. მუხლი 4🔗. არაგვის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი 1. არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. იგი მოიცავს ვაშლობის ხეობასა და მდინარეების − გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის − ხეობებს. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 103 440 ჰექტარი. არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: № X Y № X Y № X Y 1 504650.20 4707767.02 74 509311.88 4703539.82 147 488297.67 4672269.98 2 504643.29 4707776.48 75 508164.76 4704878.89 148 487385.09 4672625.01 3 504584.02 4707857.62 76 507677.23 4704988.82 149 486651.57 4673824.07 4 511092.81 4694409.72 77 504517.14 4706462.74 150 486185.56 4674001.66 5 510749.25 4694339.82 78 504642.30 4706951.66 151 485738.20 4673649.16 6 510646.72 4694527.67 79 504620.85 4707175.52 152 485081.46 4672089.77 7 510857.82 4694389.39 80 504713.76 4707547.45 153 481433.31 4675216.61 8 511017.14 4694437.39 81 501603.94 4714842.70 154 482020.81 4676399.27 9 510806.69 4694611.54 82 500453.58 4716272.39 155 482327.47 4678236.54 10 511029.34 4694490.08 83 500924.33 4716350.66 156 481564.71 4679800.18 11 490849.29 4715309.40 84 501940.81 4713917.80 157 480611.99 4680285.53 12 504664.14 4707747.94 85 502462.75 4713618.68 158 481856.21 4688408.42 13 480449.25 4679891.18 86 502611.20 4712065.60 159 481462.36 4688458.22 14 479172.63 4678254.07 87 502361.83 4710986.43 160 480639.95 4689563.86 15 478376.39 4677706.48 88 503581.16 4710404.97 161 477937.08 4690433.46 16 476608.44 4679260.46 89 504268.02 4709007.68 162 477273.62 4690882.40 17 475426.52 4679874.30 90 504712.22 4707541.21 163 477083.15 4692257.30 18 475050.20 4680303.30 91 504429.13 4706392.29 164 476466.07 4693830.68 19 475084.59 4680747.80 92 504878.74 4705623.27 165 476766.99 4694401.33 20 475782.86 4682459.07 93 505831.50 4705242.28 166 475871.08 4696223.86 21 476697.47 4683287.00 94 506591.35 4705609.82 167 474656.26 4696831.20 22 477566.76 4685065.36 95 509059.20 4704709.28 168 474551.19 4699258.30 23 478969.06 4686125.28 96 509157.09 4703768.02 169 472391.27 4700704.80 24 479650.20 4687115.89 97 509710.07 4703187.26 170 470529.58 4703103.16 25 480439.24 4687096.03 98 511466.37 4702919.12 171 470534.16 4704494.50 26 481152.56 4688010.70 99 511817.10 4702252.48 172 471622.92 4706752.89 27 511648.58 4694290.02 100 511821.51 4700995.85 173 472720.37 4707516.73 28 511468.84 4694363.21 101 513103.29 4700756.07 174 472893.79 4707985.36 29 511170.06 4694495.78 102 513668.70 4700133.98 175 474270.57 4706816.43 30 510184.69 4694755.64 103 514526.54 4700512.64 176 475311.09 4706886.59 31 510011.64 4694865.25 104 515245.25 4700392.85 177 475362.72 4706460.32 32 509687.84 4695058.05 105 515367.39 4699079.48 178 475818.12 4706031.40 33 508722.16 4695180.76 106 516001.03 4698695.44 179 475818.12 4706331.91 34 508816.17 4695184.14 107 515853.73 4698047.05 180 476428.40 4706914.39 35 508929.88 4695101.15 108 515454.43 4697408.49 181 477294.18 4708430.17 36 503748.99 4695908.43 109 514100.59 4696096.50 182 478377.07 4707925.79 37 503741.95 4695830.89 110 514191.76 4695698.85 183 478611.38 4708120.39 38 503679.32 4695803.52 111 513215.25 4694644.16 184 480254.25 4708062.15 39 514210.19 4695880.03 112 512204.20 4694129.46 185 481916.30 4709177.54 40 514551.95 4696987.25 113 510435.91 4694595.82 186 482270.84 4709108.75 41 514270.16 4696322.82 114 509206.16 4694961.04 187 483046.07 4709719.93 42 514783.38 4697150.81 115 506657.39 4695918.31 188 483196.88 4710526.92 43 515408.83 4699533.32 116 506298.62 4695924.26 189 484554.20 4710995.23 44 515330.26 4700041.23 117 503823.30 4695973.07 190 485287.10 4711587.90 45 515314.80 4700135.25 118 501301.43 4696047.37 191 486218.43 4713678.11 46 515389.55 4700012.12 119 500911.30 4695637.00 192 487721.27 4715281.49 47 513493.56 4700230.56 120 500511.25 4695574.29 193 488984.34 4715428.16 48 513261.75 4700513.86 121 499221.13 4692735.84 194 490528.91 4714968.78 49 513630.60 4700168.90 122 501350.38 4691899.41 195 491398.00 4715624.61 50 515303.21 4700316.86 123 501855.35 4691116.64 196 493490.02 4715794.91 51 514579.35 4700519.08 124 501904.41 4690526.56 197 493975.93 4716823.02 52 513711.72 4700158.04 125 502756.06 4690654.74 198 496099.90 4716518.21 53 514315.87 4700491.16 126 503407.82 4690189.78 199 496273.02 4716768.25 54 515125.50 4700517.62 127 502780.69 4690347.68 200 496771.02 4716822.70 55 513178.00 4700656.89 128 502246.93 4689127.65 201 498042.64 4716221.99 56 512519.53 4700862.85 129 501026.87 4687678.79 202 498543.39 4716568.03 57 512656.93 4700865.78 130 500420.20 4687460.43 203 489168.58 4711818.27 58 511975.00 4700959.57 131 500264.39 4686230.04 204 489423.91 4711887.40 59 511855.71 4700974.01 132 498835.98 4684587.48 205 489378.13 4711698.29 60 511932.01 4700973.07 133 497623.39 4681811.59 206 488602.22 4711774.27 61 512363.30 4700962.57 134 496713.94 4681356.86 207 489269.27 4711118.04 62 512008.49 4700949.27 135 495620.23 4681654.07 208 490537.00 4710618.61 63 512333.14 4700993.67 136 495168.47 4682236.59 209 490909.69 4710215.20 64 511735.91 4702409.47 137 494776.16 4682034.49 210 491223.25 4710359.30 65 511749.04 4702386.35 138 494734.55 4681107.21 211 490182.98 4711207.61 66 511673.30 4702456.77 139 494324.41 4680263.15 212 489944.85 4711349.69 67 507593.23 4695529.76 140 493082.10 4678435.34 213 489459.73 4711706.94 68 509943.40 4703147.88 141 492671.95 4677260.79 214 489521.58 4711826.86 69 511251.95 4702943.64 142 491813.03 4675950.11 215 489738.47 4710963.19 70 511007.16 4702894.54 143 490659.88 4674975.28 216 483092.36 4674198.19 71 510471.64 4703147.53 144 489818.79 4674722.66 217 484337.01 4672716.22 72 509334.63 4703518.15 145 488971.22 4673821.83 218 505250.47 4695270.21 73 509289.50 4703574.22 146 488832.26 4671693.23 საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1161 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. მუხლი 5🔗. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის, შესაბამისად.  2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქლის ქვით) სარგებლობა, ტურიზმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, არაგვის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება. მუხლი 6🔗. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები 1. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. არაგვის დაცულ ლანდშაფტს, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა, მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი. 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, გარდა ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსი. 7. სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება; გ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობის და სხვა) ორგანიზება; ზ) არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4​4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. მუხლი 7🔗. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეს კანონი არ ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთების ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობებზე); ბ) სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; დ) და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ განიხილავს დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ან მისი ნაწილის მართვის უფლებით გადაცემის საკითხს. მუხლი 9🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი, 16 სექტემბერი 2020 წ. N7102-Iს