საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

მიღების თარიღი 22.07.2020
ძალაში შესვლა 30.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №57/30
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016615
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2020
matsne.gov.ge 2,845 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.2020 მიღება
30.07.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
1. ტრანზაქცია 2. შემსყიდველი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება 1. ტრანსაქცია 95% 10.03.2015 „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 100’000’000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება 1. ტრანსაქცია 95% 15.12.2014 „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის იაპონური გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება თეიმურაზ ლეჟავა საქართველოს საგანგებო  და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში 94% 15.12.2022 „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის იაპონური გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 29.12.2022 „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი II-ის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 07.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (საქართველოს ნოტა) თბილისი, 22 ივლისი, 2020 თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი გაცნობოთ თქვენი აღმატებულების დღევანდელი დღით დათარიღებული ნოტის მიღების შესახებ, სადაც ვკითხულობთ: „მაქვს პატივი მოვიხსენიო უკანასკნელ ხანებში საქართველოს მთავრობისა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მიმღები“) და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული განხილვები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითრების მიზნით იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, და იაპონიის მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება: 1. ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის განსახორციელებლად (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პროგრამა“) მიმღების მცდელობების ხელშეწყობის მიზნით, იაპონიის მთავრობა, იაპონიის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების და საბიუჯეტო ასიგნებების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გამოუყოფს გრანტს  სამასი მილიონი იაპონური იენის (300,000,000 იაპონური იენი) ოდენობით (შემდგომში მოხსენიებული როგორც “გრანტი”). 2.(1) მიმღები გამოიყენებს გრანტს და მასზე დარიცხულ პროცენტს სათანადოდ და ექსკლუზიურად მხოლოდ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის ორმხრივად შეთანხმებული სიით განსაზღვრული პროდუქციის და/ან მომსახურების (შემდგომში შესაბამისად მოხსენიებული, როგორც „პროდუქცია“ და „მომსახურება“) შესყიდვისათვის, ასევე პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო გადასახდელების დასაფარად, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია მისაღებ ქვეყანაში და მომსახურება მოწოდებულია მისაღები ქვეყნების მოქალაქეების მიერ. (2) მაღლა მოცემულ ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრულ სიაში შესაძლოა ცვლილებების შეტანა, რაც უნდა შეთანხმდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. (3) მაღლა მოცემული ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრული მისაღები ქვეყნები შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 3. (1) მიმღები მიმღების სახელით გახსნის იენის ჩვეულებრივ სადეპოზიტო  ანგარიშს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ანგარიში”) იაპონიის ბანკში წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან თოთხმეტი დღის განმავლობაში და წერილობით აცნობებს იაპონიის მთავრობას ანგარიშის გახსნის პროცედურის დასრულების შესახებ ანგარიშის გახსნიდან შვიდი დღის განმავლობაში. (2) ანგარიშის გახსნის ერთადერთი მიზანია იაპონიის მთავრობისგან იაპონურ იენაში თანხის მიღება მე-4 პარაგრაფის შესაბამისად; ასევე პროდუქციის და/ან მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო თანხის გადახდა, და ასევე სხვა ისეთი გადახდების განხორციელება, რომლებიც შესაძლოა შეთანხმდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 4. იაპონიის მთავრობა გასცემს გრანტს თანხის ანგარიშზე გადარიცხვით იაპონურ იენაში, 1 პარაგრაფით განსაზღვრული ოდენობით იმ პერიოდში, რომელიც იწყება მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და გრძელდება 2021 წლის 31 მარტამდე. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შეთანხმების საფუძველზე 5.  (1) მიმღები მიიღებს შესაბამის ზომებს: (ა) რათა უზრუნველყოს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სრულად ჩამორიცხვა ანგარიშიდან საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვისთვის და პარაგრაფ 2-ის (1) ქვეპარაგრაფში მოცემული გადასახდელების გადახდისთვის გრანტის გაცემის თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, თუ ეს პერიოდი არ გაგრძელდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, და განახორციელებს იაპონიის მთავრობისთვის ანგარიშზე დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება პროგრამის დასრულების შემდეგ; (ბ) რომ საბაჟო მოსაკრებლები, შიდა გადასახადები და სხვა ფისკალური მოსაკრებლები, რომლებიც შესაძლოა დაწესებული იქნეს მიმღების ქვეყანაში პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვაზე, დაიფარება უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გრანტის თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების გარეშე; (გ) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენებისთვის სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს; (დ) იაპონიის მთავრობისათვის მისაღები ფორმით, იაპონიის მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ანგარიში წერილობით, ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ, კონტრაქტების ასლებთან, ვაუჩერებთან და სხვა დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება შესაბამის ოპერაციებს, მას შემდეგ,  როდესაც გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად იქნება გამოყენებული პარაგრაფი 2-ის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და/ან მომსახურების შესყიდვისთვის, და გადასახდელების გადასახდელად ან იაპონიის მთვრობის თხოვნისთანავე; (ე) უზრუნველყოფს, რომ პროდუქცია და/ან  მომსახურება გამოყენებულია სათანადოდ და ეფექტიანად პროგრამის განხორციელების მიზნებისთვის და არ გამოყენებულა სამხედრო მიზნებისთვის; (ვ) უზრუნველყოფს, რომ პროდუქცია და/ან მომსახურება მოხმარდა ძირითადად საბოლოო მიმღებს, მათ შორის მიმღების ჩათვლით, არაკომერციული მიზნებისთვის; (ზ) უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფ ატვირთვას, საბაჟო კონტროლს და შიდა ტრანსპორტირებას მიმღების ქვეყანაში; (თ) უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებაში ჩართული პირების უსაფრთხოებას მიმღების ქვეყანაში; (ი) მიანიჭებს იაპონიის ფიზიკურ პირებს და/ან მესამე ქვეყნის ფიზიკურ პირებს, რომელთა მომსახურებაც შესაძლოა საჭირო გახდეს პროდუქციის და/ან მომსახურების მოწოდებისას, ისეთ შესაძლებლობებს, რაც შესაძლოა საჭირო გახდეს მათი მიმღების ქვეყანაში შემოსვლისთვის და იქ დასარჩენად სამუშაოს განსახორციელებლად; (კ) დაფარავს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ყველა ხარჯს, გარდა იმ ხარჯისა, რაც იფარება გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტიდან; და (ლ) მიაწოდებს იაპონიის მთავრობას საბოლოო ანგარიშს პროგრამაზე მისი დასრულებისთანავე. (2) თხოვნის საფუძველზე, მიმღები უზრუნველყოფს იაპონიის მთავრობას გრანტთან და მასზე დარიცხულ პროცენტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციით. (3) პროდუქციის გადაზიდვის და საზღვაო დაზღვევასთნ დაკავშირებით, მიმღები თავს შეიკავებს ნებისმიერი შეზღუდვების დაკისრებისგან, რაც ხელს შეუშლის ღია და თავისუფალ კონკურენციას გადაზიდვის და საზღვაო დაზღვევის კომპანიებს შორის. (4) გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული საქონელი არ იქნება საქართველოდან რეექსპორტირებული. 6. ამ შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო შემდგომი პროცედურული დეტალები შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის კონსულტაციების შედეგად. 7. ორი მთავრობა გამართავს ერთმანეთთან კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მაქვს პატივი გამოვთქვა იმედი, რომ ეს ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც მიმღების სახელით დაადასტურებს ზემოხსენებულ  შეთანხმებას, გახდება ორ მთავრობას შორის შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა საქართველოს მთავრობის მხრიდან იაპონიის მთავრობისთვის წერილობითი შეტყობინების შემდეგ, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა პროცედურები დასრულებულია. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენი აღმატებულების მიმართ.“                            მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით დავადასტურო ზემოხსენებული შეთანხმება და დავეთანხმო, რომ თქვენი აღმატებულების ნოტა და ეს საპასუხო ნოტა გახდება ორ მთავრობას შორის შეთანხმება და ძალაში შევა საქართველოს მთავრობის მხრიდან იაპონიის მთავრობისთვის წერილობითი შეტყობინების შემდეგ, რომ ამ შეთნხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა პროცედურები დასრულებულია. ვსარგებლობ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ თქვენი აღმატებულების მიმართ დიდ პატივისცემას. _____________________________ ივანე მაჭავარიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრი პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმი საქართველოს მთავრობასა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მიმღები”) და იაპონიის მთავრობას  შორის 2020 წლის 22 ივლისს ხელმოწერილ ნოტების გაცვლის დოკუმენტთან მიმართებით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ნოტების გაცვლა”), რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას, მიმღების და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, წერილობით გააფორმონ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის შეთანხმებული შემდეგი პროცედურული დეტალები: 1. ნებადართული პროდუქციის და/ან მომსახურების და მისაღები ქვეყნების სია ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში მითითებული  პროდუქცია და/ან მომსახურება (შემდგომში მოხსენიებული როგორც „პროდუქცია“ და „მომსახურება“) და მისაღები ქვეყნები, რომლებიც მითითებულია ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფში არის ისინი, რაც ჩამოთვლილია I დანართში. 2. შესყიდვები (1) გრანტი, რომელიც მითითებულია ნოტების გაცვლის პირველ პარაგრაფში (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „გრანტი“) და მასზე დარიცხული პროცენტი გამოყენებული იქნება პროდუქციის და/ან მომსახურების შესასყიდად, ასევე ისეთი გადასახდელებისთვის, რაც საჭიროა პროგრამის განსახორციელებლად. (2) ასეთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭიროა მიმღებმა დაიქირავოს დამოუკიდებელი და კომპეტენტური აგენტი პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვისთვის. მიმღები ამ მიზნით ნოტათა გაცვლის ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში გააფორმებს დაქირავების კონტრაქტს Crown Agents Japan Limited (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “აგენტი”), რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით აგენტის მომსახურების სფეროს ფარგლებში, როგორც განსაზღვრულია II დანართით. (3) აღნიშნული დაქირავების კონტრაქტი ძალაში შევა იაპონიის მთვრობის მიერ წერილობით დადასტურების შემდეგ. (4) პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვისთვის კონტრაქტები გაფორმდება იაპონურ იენაში აგენტსა და იაპონიის მოქალაქეებს შორის, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება ორი მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის (ტერმინი „იაპონიის მოქალაქეები” წინამდებარე პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმში გულისხმობს იაპონიის მოქალაქე ფიზიკურ პირს ან იაპონიის იურიდიულ პირს, რომელსაც აკონტროლებს იაპონიაში რეგისტრირებული ფიზიკური პირი). (5)  პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვა განხორციელდება იაპონიის მთავრობის მიერ განსაზღვრული შესყიდვების სახელმძღვანელოს შესაბამისად, რაც მათ შორის მოიცავს ტენდერის პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც ასეთი პროცედურები არ გამოიყენება ან არ არის შესაბამისი. (6) მიმღები მიიღებს საჭირო ზომებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების დასაჩქარებლად, მათ შორის, არსებული საიმპორტო პროცედურების ხელშესაწყობად. (7) მიმღები უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ოფიციალური პირი მიმღების მხრიდან არ განახორციელებს პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით იაპონიის მოქალაქეების და/ან მესამე ქვეყნების მოქალაქეების გასაკეთებელი სამუშაოს არცერთ ნაწილს (ტერმინი „მესამე ქვეყნების მოქალაქეები“ წინამდებარე პროცედურალ დეტალებზე შეთანხმების ოქმში გულისხმობს მესამე ქვეყნების ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს) 3. კომიტეტი (1) ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის თარიღიდან ორი მთავრობა დანიშნავს საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებიც იქნებიან საკონსულტაციო კომიტეტის წევრები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კომიტეტი”), რომლის ფუნქციაც იქნება ნოტების გაცვლის დოკუმენტიდან ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი საკითხის განხილვა. აგენტი დანიშნავს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კომიტეტის შეხვედრებში მრჩევლის სტატუსით. (2) კომიტეტს თავმჯდომარეობას გაუწევს მიმღების წარმომადგენელი. აგენტის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიძლება მიწვეულნი იქნენ კომიტეტის შეხვედრებზე რჩევების მისაწოდებლად. (3) კომიტეტის კომპეტენცია განისაზღვრება V დანართით. (4) კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება ორ მთავრობას შორის ნოტების გაცვლის ძალაში შესვლიდან შესაძლებლად მოკლე დროში. შემდგომი შეხვედრები გაიმართება იაპონიის მთავრობის ან მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში. აგენტს შეუძლია ურჩიოს ორ მთავრობას კომიტეტის სხდომის გამართვის საჭიროების შესახებ. 4. ჩამორიცხვის პროცედურა გრანტიდან და მასზე დარიცხული პროცენტიდან პროდუქციის და/ან მომსახურების შესყიდვისთვის, ასევე აგენტის მომსახურებისთვის თანხის გადახდისთვის თანხების ჩამორიცხვის პროცედურა არის შემდეგი:  (1) მიმღები (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული იაპონიის ბანკი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “ბანკი”) დადებენ შეთანხმებას თანხების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც მიმღები დანიშნავს აგენტს, როგორც წარმომადგენელს, რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით იმ ურთიერთობებისას, რომლებიც ეხება აგენტისათვის თანხების გადაცემას. (2) აგენტი ბანკს წარუდგენს თანხების გადაცემის შესახებ მოთხოვნებს, რათა დაფაროს ხარჯები, რომლებიც საჭიროა ნებადართული პროდუქციის და/ან მომსახურების შესასყიდად, ასევე II დანართით განსაზღვრული აგენტის მომსახურებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებასთან. თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს იმ ხარჯების დეტალური გაანგარიშება, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს გადარიცხული თანხით, ასევე ამ დოკუმენტის მე-2 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული იაპონიის მთვრობის მიერ დაქირავების კონტრაქტის დადასტურების ასლი. მოთხოვნისა და ხარჯთაღრიცხვის ასლები ამავე დროს უნდა გაეგზავნოს მიმღებს. (3)  ზევით განსაზღვრული (2) ქვეპარაგრაფის მიხედვით აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი შეატყობინებს მიმღებს აგენტის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესახებ. ბანკი გადაუხდის აგენტს თანხას ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული ანგარიშიდან (შემდგომში  “ანგარიში”), თუ მიმღები არ იქნება ასეთი გადახდის წინააღმდეგი და არ აცნობებს ბანკს ამის შესახებ ბანკის შეტყობინების მიღების თარიღიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში. აგენტი გადაუხდის პროდუქციისა და/ან მომსახურების მიმწოდებლებს (შემდგომში - “ავანსი”) მათთან დადებული კონტრაქტების საფუძველზე მიღებული თანხიდან. ასეთი გადახდების განხორციელების შემდეგ აგენტს შეუძლია გამოიყენოს ავანსების დარჩენილი თანხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სხვა ნებადართული პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვისთვის ამ თანხების ანგარიშზე უკან გადარიცხვის გარეშე. (4) როდესაც აგენტის ანგარიშზე დარჩენილი ჯამური თანხა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „დარჩენილი თანხა”) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობის 3%-ზე ნაკლებია, მიმღებს შეუძლია მოსთხოვოს აგენტს, რომ დაუბრუნოს დარჩენილი თანხა მიმღებს, მიმღების მიერ იმ პროდუქციის და/ან მომსახურების შესყიდვისთვის უკვე განხორციელებული გადახდებისთვის, რაც არ დაფარულა გრანტიდან და მასზე დარიცხული პროცენტიდან იმ პირობით, რომ ასეთი  გადახდები განხორციელდა ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის დღეს ან ძალაში შესვლის შემდეგ. როცა აგენტი ჩათვლის, რომ მიმღების მოთხოვნა მისაღებია და დარჩენილი თანხის ნებადართული შესყიდვის სერტიფიკატი, სერტიფიცირებული მიმღების და აგენტის მხრიდან გაცემულია IV დანართით განსაზღვრული ფორმის მიხედვით, აგენტი დაუბრუნებს დარჩენილ თანხას მიმღებს. (5) ნოტების გაცვლის მე-5 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (ა) პუნქტის შესაბამისად, ანგარიშიდან თანხების გადარიცხვები არ განხორციელდება აღნიშნული ქვეპარაგრაფის ვადის გასვლის შემდეგ, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 5. დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ნოტების გაცვლის მე-5 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (ა) პუნქტის შესაბამისად, როდესაც საბოლოო ანგარიშის მიღების შემდეგ იაპონიის მთავრობა გაარკვევს, რომ გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად არის გამოყენებული, ის შეატყობინებს მიმღებს დარჩენილი თანხის უკან ანგარიშზე დაბრუნების პროცედურას და დარჩენილი თანხის ოდენობას. მიმღები აუნაზღაურებს იაპონიის მთვრობას ასეთ თანხას დაგვიანების გარეშე ზემოთ შეტყობინებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით. თბილისი, 22 ივლისი, 2020 ________________________                            _________________________     ივანე მაჭავარიანი                                        უეჰარა ტადაჰარუ   საქართველოს ფინანსთა მინისტრი             საქართველოში იაპონიის საგანგებო და                                                                          სრულუფლებიანი და ელჩი                              დანართი  I ნებადართული პროდუქციისა და/ან მომსახურების და ნებადართული ქვეყნების სია ნებადართული პროდუქცია და/ან მომსახურება ნებადართული პროდუქცია სამედიცინო აღჭურვილობა. სამედიცინო აღჭურვილობის ოპერირებისა და მოვლა-შენახვისთვის საჭირო მასთან დაკავშირებული მოწყობილობა და/ან საგნები. ნებისმიერი მოწყობილობა და/ან საგნები რაც ესაჭიროება სამედიცინო ობიექტ(ებ)ს საქართველოში. ნებადართული მომსახურება მომსახურება, რაც საჭიროა ზემოთ 1. (1)-ში ჩამოთვლილი პროდუქციის შესყიდვისთვის და ტრანსპორტირებისთვის. სამედიცინო აჭღურვილობის ოპერირებისა და მოვლა-შენახვისთვის საჭირო ტრეინინგის მომსახურება და სხვა საჭირო მომსახურებები. საკონსულტაციო მომსახურება. ნებადართული ქვეყნები ნებადართული ქვეყნები არის ყველა ქვეყანა და არეალი, გარდა საქართველოსი. დანართი  II აგენტის მომსახურებათა სფერო კომიტეტის სხდომების ინფორმაციითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფა. უზრუნველყოფა იმისა, რომ მიმღებსა და საბოლოო მომხმარებლებს სრულად ესმოდეთ გამოსაყენებელი პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში. (1)  მიმღებისთვის პროდუქციის და/ან მომსახურების სპეციფიკაციების მომზადება, მათ შორის, როდესაც ეს აუცილებელია საბოლოო მომხმარებლებთან დეტალური განხილვების მოწყობის ჩათვლით. (2)  შესასყიდი პროდუქციის და/ან მომსახურების ტიპისა და ღირებულების შესაბამისი შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება. (3) შესყიდვების რეკლამირება, თუ საჭიროა, სად და როგორ უნდა განხორციელდეს შესყიდვა უნდა შეთანხმდეს ორ მთავრობას შორის. (4)   შეთავაზებების შეფასება, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. (5)   მიმღებისთვის რეკომენდაციების წარდგენა მომწოდებლებისთვის შეკვეთის მიცემის დამტკიცების თაობაზე. 4.  ავანსების მიღება და გამოყენება თანახმად მიმღებთან გაფორმებული დასაქმების კონტრაქტისა, რომელიც მოხსენიებულია „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ მე-2 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფში. 5.  მოლაპარაკებები და კონტრაქტების დადება მომწოდებლებთან, დამაკმაყოფილებელ გადახდასთან, ტრანსპორტირებასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩათვლით. 6. მიწოდების პროცესის შემოწმება ადგილზე მიტანის ვადების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. 7. მიმღებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის მიწოდება დოკუმენტებისა, რომლებიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას შეკვეთების შესრულების მსვლელობის, მიცემული შეკვეთების თაობაზე შეტყობინებების, კონტრაქტების ცვლილებების, ადგილზე მიტანასთან დაკავშირებული ინფორმაციის, სატრანსპორტო დოკუმენტებისა და სხვათა შესახებ. 8. მომწოდებლებისთვის თანხის გადახდა ავანსებიდან. 9. ორი მთავრობისთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: (1) დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი III დანართის მიხედვით. (2)   წინასწარი ანგარიშფაქტურა. 10. ორი მთავრობისთვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შემოსული შეკითხვების, შეკვეთების, შეკვეთების მდგომარეობის, ღირებულებისა და ადგილზე მიტანის შესახებ. 11.  ორი მთავრობისთვის ყოველკვარტალურად ანგარიშების მიწოდება, რომლებშიც დეტალურად იქნება ასახული გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის ბალანსი და ყველა ჩამორიცხული თანხა მოცემული კვარტალისთვის. 12.  იაპონიის მთავრობისთვის საერთო შეფასებითი ანგარიშის მიწოდება, რომელშიც შევა ყველა ტრანსპორტირებულ პროდუქციას და/ან მომსახურებასთან, წარმოშობის ქვეყანასთან, ადგილზე მიტანის თარიღთან, პროდუქციის და/ან მომსახურების ღირებულებასთან (შესაბამისი გადასახდელების ჩათვლით) და ჩამორიცხულ და დარჩენილ მთლიან თანხებთან დაკავშირებული დეტალები. დანართი  III დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი თარიღი : სარეგისტრაციო №: ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს: თანდართული წინასწარი ანგარიშ-ფაქტურის მითითებით, ამით ვადასტურებთ, რომ შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“ (დათარიღებული 2020 წლის 22 ივლისით) და ორი ქვეყნის მთავრობას შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ (დათარიღებული 2020 წლის 22 ივლისით) ყველა შესაბამის ვადებსა და პირობებს. ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები: 1.   შესყიდვის მეთოდი  (ჩასვით X სათანადო ადგილას) ა.   _______ : საერთაშორისო ტენდერი ბ.   _______ : შეზღუდული საერთაშორისო ტენდერი გ.   _______ : საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვა დ.  _______ : პირდაპირი კონტრაქტების დადება 2.  პროდუქცია და/ან მომსახურება ა.  პროდუქციის და/ან მომსახურების სახელწოდება: ბ.  წარმომავლობა: 3.  პროდუქციის და/ან მომსახურების ღირებულება ა.  პროდუქცია და/ან მომსახურება: ბ.   ტრანსპორტირების ღირებულება: გ.  საზღვაო დაზღვევა: დ.  აგენტის ჰონორარები: ე.   სულ (ა + ბ + გ + დ) 4.  მომწოდებელი სახელი: მისამართი: მოქალაქეობა: (ქვეყანა, სადაც მომწოდებული რეგისტრირებულია და სარგებლობს იურიდიული უფლებებით) 5. ტვირთის მიმღები: სახელი: მისამართი: (ხელმოწერა) აგენტი სახელი, თანამდებობა დანართი IV დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი დარჩენილი თანხისთვის (ანაზღაურების პროცედურა) თარიღი : სარეგისტრაციო № : საგადასახადო დავალების მითითებით, ქვემორე ხელის მომწერი ამით ადასტურებს, რომ აღნიშნულ საგადასახადო დავალებასთან დაკავშირებული ქვემოთ მოყვანილი შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“ (დათარიღებული 2020 წლის 22 ივლისით) და ორი ქვეყნის მთავრობას შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ (დათარიღებული 2020 წლის 22 ივლისით) ყველა შესაბამის ვადებსა და  პირობას. მიმღების წარმომადგენელი, გარდა ამისა ადასტურებს, რომ მიმღებს ადრე არც „ნოტათა გაცვლის“ მიხედვით, და არც ოფიციალური დახმარების სხვა წყაროებთან დადებული დაფინანსების შესახებ შეთანხმებათა მიხედვით, არ მოუთხოვია ანაზღაურება საგადასახადო დავალებაში შემავალ რომელიმე იმ თანხასთან მიმართებაში, რომელთა ანაზღაურებაც მოთხოვნილია. ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. 1. ტრანზაქცია 2. შემსყიდველი 3. მომწოდებელი (სახელი) 4. მომწოდებლის მოქალაქეობა 5.ნაწარმი  6.წარმომავლობა 7. გადახდის თარაიღი 8 .გადახდის თანხა 9.შესყიდვის მეთოდი 1. 2. 3. 4.  .  .  . ამას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები (თითო ეგზემპლარი) ყოველი ზემო შემოყვანილი ტრანზაქციისათვის.  ა. თანხლებული წერილი, შედგენილი მოლაპარაკების მწარმოებელი/გადამდელი ბანკის მიერ  ბ. სანტრანსპორტო ზედნადები, საფოსტო ამანათის მიღების დამადასტურებელი ქვითარი ან ავიასანტრანსპორტო ზედნადები გ. ანგარიშფაქტურა ---------------უფლება-მოსილი პირის ხელმოწერა (მიმღები) სახელი, თანამდებობა უფლება- მოსილი პირის ხელმოწერა  (აგენტი)  სახელი, თანამდებობა დანართი V კომიტეტის კომპეტენციის სფერო 1.  განრიგის შედგენა გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის სწრაფი და ეფექტიანი გამოყენებისთვის. 2.  მოსაზრებათა გაცვლა გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის განაწილების თაობაზე, და აგრეთვე პოტენციური საბოლოო მომხმარებლების თაობაზე. 3. იმ პრობლემათა გამოვლენა, რომლებსაც გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების შეფერხება შეუძლიათ, და ამგვარი პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შესწავლა. 4.  მოსაზრებების გაცვლა გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების გასაჯაროების თაობაზე. 5.  ნებისმიერი იმ სხვა საკითხის განხილვა, რომელიც „ნოტათა გაცვლის" შედეგად ან მასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიქმნას.  განხილვების ოქმი საქართველოს მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მიმღები“) და იაპონიის მთავრობას შორის გაფორმებული ნოტათა გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დათარიღებულია 2020 წლის 22 ივლისით და რომელიც ეხება იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ნოტათა გაცვლა”), იაპონიის დელეგაციისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, რომ წერილობით დააფიქსირონ შემდეგი: 1. ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, იაპონიის მთავრობას ესმის, რომ: (ა) მიმღები განახორციელებს საჭირო ზომებს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი შეთავაზების, საჩუქრის ან გადახდის, საზღაურის ან სარგებელის მიღება სტიმულის ან ჯილდოს სახით, რაც შესაძლოა მიჩნეული იქნეს,  როგორც კორუფციული პრაქტიკა საქართველოში და რაც შეიძლება დაკავშირებული იმ კონტრაქტებთან, რომლებიც დადებული იქნება ნოტათა გაცვლის პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმის მე-2 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული აგენტის მიერ „ნოტათა გაცვლის” მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვის მიზნით. (ბ) მიმღები, როცა ზემოთ ქვეპარაგრაფში (ა) მოცემული კორუფციის შემთხვევა დაფიქსირდება, დაუბრუნებს იაპონიის მთავრობას გაცვლითი ნოტების პარაგრაფში 1 მოცემული გრანტის თანხის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „გრანტი“) ეკვივალენტს იმ ოდენობით, რაც აღნიშნული კორუფციული შემთხვევისას გაიხარჯა, და რამდენსაც განსაზღვრავს იაპონიის მთავრობა. 2. ნოტების გაცვლის მე-5 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობას ესმის, რომ: (ა) საჭირო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას გრანტთან დაკავშირებულ კორუფციულ პრაქტიკასთან; და (ბ) მიმღები უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის წყაროს სანდოობას. 3. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი აქვს იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლის ზევით აღნიშნული განცხადების საწინააღმდეგო. თბილისი, 22 ივლისი, 2020          ________________________                      _________________________                   ივანე მაჭავარიანი                              უეჰარა ტადაჰარუ                                                            საქართველოს ფინანსთა მინისტრი             საქართველოში იაპონიის საგანგებო                                                                             და სრულუფლებიანი და ელჩი                                                                 (გამოცემის თარიღი) საბანკო ანგარიშის გახსნის და ეკონომიკური და სოციალური განვითრების პროგრამისთვის გრანტის გადახდების თხოვნის შესახებ შეტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს პატივისცემას საქართველოში იაპონიის საელჩოს მიმართ და აქვს პატივი მოიხსენიოს იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2020 წლის 22 ივლისით დათრიღებული ნოტების გაცვლა (სამრეწველო პროდუქციით მომარაგება), იაპონიის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. სამინისტროს კიდევ ერთხელ აქვს პატივი, მიაწოდოს ინფორმაცია საელჩოს, რომ აღნიშნულ ნოტათა გაცვლის დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში მითითებული ანგარიში გახსნილია და სთხოვოს იაპონიის მთავრობას გააკეთოს გადახდები ნოტების გაცვლაში მითითებული გრანტიდან ქვემოთ ინფორმაციის საფუძველზე: ბანკის სახელი: მისამართი: ანგარიშის სახელი: ანგარიშის ნომერი: ანგარიშის ტიპი: გადასახდელი თანხა: (უფლებამოსილი ხელმოწერა) სახელი თანამდებობა საქართველოს მთავრობა/პასუხისმგებელი უფლებამოსილი პირი საქართველოდან გრანტის გამოყენების თაობაზე შეტყობინება (გამოცემის თარიღი) საქართველოში იაპონიის საელჩო გამოხატავს თავის პატივისცემას (უფლებამოსილი პასუხისმგებელი წარმომადგენლის) მიმართ და აქვს პატივი იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2020 წლის 22 ივლისით დათარიღებულ ნოტების გაცვლას, იაპონიის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. საელჩოს კიდევ ერთხელ აქვს პატივი აცნობოს (უფლებამოსილ პასუხისმგებელ წარმომადგენელს) რომ აღნიშნული ნოტების გაცვლის პარაგრაფში 1 მოხსენიებული გრანტი გამოყენებულ იქნა იაპონიის მთავრობის მიერ ნოტების გაცვლის მე-4 პარაგრაფის დებულების შესაბამისად (შესრულების თარიღი) და რომ აღნიშნული გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის ჩამორიცხვა დასრულდება  (გრანტის ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა), ნოტების გაცვლის მე-5 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (ა)-ს შესაბამისად.