„ქართულ ენაზე თარგმნილი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გაცემის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 090.008.003.771
საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება №1
1999 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
ქართულ ენაზე თარგმნილი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებისა დაბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „გ“ პუნქტის შესასრულებლად, ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“და „დ“ ქვეპუნქტების, მე-10 და მე-11 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია ადგენს:
1. შემოღებულ იქნას სამოქმედოდ ქართულ ენაზე თარგმნილი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები:
ა) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესავალი – „ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლები“;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 1 - „ფინანსური ანგარიშგების წარდგენა“;
გ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 2 – „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები“;
დ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 8 – „საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგება ან ზარალი, არსებითი ცვლილებები სააღრიხვო პოლიტიკაში“.
ე) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 9 – „სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე გაწეული ხარჯები“.
ვ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 10 – „გაუთვალისწინებელი მოვლენები და ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მომხდარი მოვლენები".
ზ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 11 – „საამშენებლო კონტრაქტები“;
თ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 12 - "შემოსავლებიდან გადასახადები“;
ი) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 16 – „ძირითადი საშუალებები“;
კ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 17 - „იჯარის ბუღალტრული აღრიცხვა“;
ლ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 18 – „ამონაგები";
მ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 20– „სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა და სახელმწიფო დახმარების ასახვა ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებებით შენიშვნებში“;
ნ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 21 – „უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები“;
ო) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 23 – „სესხის სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები“;
პ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 25 – „ინვესტიციების ბუღალტრული აღრიცხვა“;
ჟ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 27 – „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება და შვილობილ საწარმოებში დაბანდებული ინვესტიციების ბუღალტრული აღრიცხვა“;
რ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 28 – „მეკავშირე საწარმოებში დაბანდებული ინვესტიციების ბუღალტრული აღრიცხვა“;
ს) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 31 – „ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობის ფინანსური ანგარიშგება“;
2. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე დამტკიცდეს ბუღალტული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა.
3. დამტკიცებულ ანგარიშთა გეგმის სტრუქტურით ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება სავალდებულო გახდეს:
ა) სააქციო საზოგადოებებისათვის 2000 წლის 1 იანვრიდან;
ბ) კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირისათვის (მცირე საწარმოსა და არაკომერცილი იურიდიული პირის გარდა) 2001 წ. 1 იანვრიდან.
4. კერძო სამართლის ყველა იურიდიული პირს უფლება მიეცეს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება აწარმოოს დამტკიცებული ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის მიხედვით მისი ძალაში შესვლის დღიდან.
თავმჯდომარე ლ. ჭუმბურიძე
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
|
| აქტივები |
|
| 1000 მიმდინარე აქტივები |
|
| 1100 ნაღდი ფული სალაროში |
| 1110 | ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში |
| 1120 | ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში |
|
| 1200 ფული საბანკო ანგარიშებზე |
| 1210 | ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში |
| 1220 | უცხოური ვალუტა რეზიდენტ ბანკში |
| 1230 | უცხოური ვალუტა არარეზიდენტ ბანკში |
| 1290 | ფული სხვა საბანკო ანგარიშებზე |
|
| 1300 მოკლევადიანი ინვესტიციები |
| 1310 | მოკლევადიანი ინვესტიციები საწარმოთა ფასიან ქაღალდებში |
| 1320 | მოკლევადიანი ინვესტიციებისახელმწიფო ფასიან ქაღალდებში |
| 1330 | გრძელვადიანი ინვესტიციების მიმდინარე ნაწილი |
| 1390 | სხვა მოკლევადიანი ინვესტიციები |
|
| 1400 მოკლევადიანი მოთხოვნები |
| 1410 | მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან |
| 1415 | საეჭვო მოთხოვნების კორექტირება |
| 1420 | მოთხოვნები მეკავშირე საწარმოს მიმართ |
| 1430 | მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ |
| 1440 | მოთხოვნები ხელმძღვანელებისა და სამეთვალყურეო ორგანოების წევრების მიმართ |
| 1450 | მოთხოვნები პარტნიორებზე გაცემული სესხიდან |
| 1460 | კაპიტალის შევსებაზე პარტნიორების გრძელვადიანი მოთხოვნების მიმდინარე ნაწილი |
| 1470 | გრძელვადიანი მოთხოვნების მიმდინარე ნაწილი |
| 1480 | მომწოდებელზე გადახდილი ავანსები |
| 1490 | სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები |
|
| 1500 მოკლევადიანი სათამასუქო მოთხოვნები |
| 1510 | მიღებული მოკლევადიანი თამასუქები |
| 1520 | მიღებული გრძელვადიანი თამასუქების მიმდინარე ნაწილი |
|
| 1600 სასაქონლო-მატერიალური მარაგი |
| 1610 | საქონელი |
| 1620 | ნედლეული და მასალები |
| 1630 | დაუმთავრებელი წარმოება |
| 1640 | მზა პროდუქცია |
| 1690 | სხვა სასაქონლო-მატერიალური მარაგი |
|
| 1700 წინასწარ გაწეული ხარჯები |
| 1710 | წინასწარ ანაზღაურებული მომსახურება |
| 1720 | წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა |
| 1790 | სხვა წინასწარ გაწეული ხარჯი |
|
| 1800 დარიცხული მოთხოვნები |
| 1810 | მისაღები დივიდენდები |
| 1820 | მისაღები პროცენტები |
| 1890 | სხვა დარიცხული მოთხოვნები |
|
| 1900 სხვა მიმდინარე აქტივები |
| 1910 | სხვა მიმდინარე აქტივები |
|
| 2000 გრძელვადიანი აქტივები |
|
| 2100 ძირითადი საშუალებები |
| 2110 | მიწის ნაკვეთები |
| 2120 | დაუმთავრებელი მშენებლობა |
| 2130 | შენობები |
| 2140 | ნაგებობები |
| 2150 | მანქანა-დანადგარები |
| 2160 | ოფისის აღჭურვილობა |
| 2170 | ავეჯი და სხვა ინვენტარი |
| 2180 | სატრანპორტო საშუალებები |
| 2190 | იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა |
|
| 2200 ძირითადი საშუალებების ცვეთა |
| 2230 | შენობის ცვეთა |
| 2240 | ნაგებობის ცვეთა |
| 2250 | მანქანა-დანადგარების ცვეთა |
| 2260 | ოფისის აღჭურვილობის ცვეთა |
| 2270 | ავეჯის და სხვა ინვენტარის ცვეთა |
| 2280 | სატრანპორტო საშუალებების ცვეთა |
| 2290 | იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობის ცვეთა |
|
| 2300 გრძელვადიანი მოთხოვნები |
| 2310 | მიღებული გრძელვადიანი თამასუქები |
| 2320 | ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული მოთხოვნები |
| 2330 | მოთხოვნები საწესდებო კაპიტალის შევსებაზე |
| 2340 | გადავადებული საგადასახადო აქტივი |
| 2390 | სხვა გრძელვადიანი მოთხოვნები |
|
| 2400 გრძელვადიანი ინვესტიციები |
| 2410 | გრძელვადიანი ინვესტიციების საწარმოთა ფასიან ქაღალდებში |
| 2420 | გრძელვადიანი ინვესტიციები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში |
| 2430 | მონაწილეობა სხვა საზოგადოებაში |
| 2490 | სხვა გრძელვადიანი ინვესტიციები |
|
| 2500 არამატერიალური აქტივები |
| 2510 | ლიცენზიები |
| 2520 | კონცესიები |
| 2530 | პატენტები |
| 2540 | გუდვილი |
| 2590 | სხვა არამატერიალური აქტივები |
|
| 2600 არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია |
| 2610 | ლიცენზიის ამორტიზაცია |
| 2620 | კონცესიების ამორტიზაცია |
| 2630 | პატენტების ამორტიზაცია |
| 2640 | გუდვილის ამორტიზაცია |
| 2690 | სხვა არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია |
|
| ვალდებულებები |
|
| 3000 მიმდინარე ვალდებულებები |
|
| 3100 მოკლევადიანი ვალდებულებები |
| 3110 | მოწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები |
| 3120 | მიღებული ავანსები |
| 3130 | გადასახდელი ხელფასები |
| 3140 | როიალტი |
| 3150 | საკომისიო გადასახდელები |
| 3160 | ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე |
| 3170 | ვალდებულებები მეკავშირე საწაროების წინაშე |
| 3190 | სხვა მოკლევადიანი ვალდებულებები |
|
| 3200 მოკლევადიანი სესხები |
| 3210 | მოკლევადიანი სესხები |
| 3220 | სესხები პარტნიორებისაგან |
| 3230 | გრძელვადიანი სესხების მიმდინარე ნაწილი |
|
| 3300 საგადასახადო ვალდებულებები |
| 3310 | გადასახდელი მოგების გადასახადი |
| 3320 | გადასხდელი საშემოსავლო გადასახადი |
| 3330 | გადასახდელი დღგ |
| 3340 | გადახდილი დღგ |
| 3350 | გადასახდელი აქციზი |
| 3360 | გადახდილი აქციზი |
| 3370 | სოციალური გადასახადები |
| 3390 | სხვა საგადასახადო ვალდებულებები |
|
| 3400 დარიცხული ვალდებულებები |
| 3410 | გადასახდელი პროცენტები |
| 3420 | გადასახდელი დივიდენდები |
| 3430 | ვალდებულება საგარანტიო მომსახურებაზე |
| 3490 | სხვა დარიცხული ვალდებულებები |
|
| 4000 გრძელვადიანი ვალდებულებები |
|
| 4100 გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები |
| 4110 | გასანაღდებელი ობლიგაციები |
| 4120 | გასანაღდებელი თამასუქები |
| 4130 | ვალდებულებები ფინანსურ იჯარაზე |
| 4140 | გრძელვადიანი სესხები |
| 4190 | სხვა გრძელვავდიანი სასესხო ვალდებულებები |
|
| 4200 გადავადებული გადასახადები და სხვა გრძელვადიანი ვალდებულებები |
| 4210 | გადავადებული მოგების გადასახადი |
| 4220 | სხვა გრძელვადიანი ვალდებულებები |
|
| 4300 ანარიცხები |
| 4310 | საპენსიო უზრუნველყოფის ანარიცხები |
| 4320 | სხვა ანარიცხები |
|
| 4400 გადავადებული შემოსავალი |
| 4410 | გადავადებული შემოსავალი |
|
| 5000 საკუთარი კაპიტალი |
|
| 5100 საწესდებო კაპიტალი |
| 5110 | ჩვეულებრივი აქციები |
| 5120 | პრივილეგიური აქციები |
| 5130 | გამოსყიდული საკუთარი აქციები |
| 5140 | საემისიო კაპიტალი |
| 5150 | საწესდებო კაპიტალი შპს-ში |
|
| 5200 პარტნიორთა კაპიტალი (შეზღუდული ქონებრივი პასუხისმგებლობის არმქონე საზოგადოებებში) |
| 5210 | პარტნიორთა კაპიტალი |
|
| 5300 მოგება/ზარალი |
| 5310 | გაუნაწილებელი მოგება |
| 5320 | დაუფარავი ზარალი |
| 5330 | საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი |
|
| 5400 რეზერვები და დაფინანსება |
| 5410 | სარეზერვო კაპიტალი |
| 5420 | ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი |
| 5430 | ინვესტიციების გადაფასების რეზერვი |
| 5490 | სხვა რეზერვები და დაფინანსება |
|
| 6000 საოპერაციო შემოსავლები |
|
| 6100 საოპერაციო შემოსავლები |
| 6110 | შემოსავალი რეალიზაციიდან |
| 6120 | გაყიდული საქონლის დაბრუნება და ფასდათმობა |
| 6190 | სხვა საოპერაციო შემოსავლები |
|
| 7000 საოპერაციო ხარჯები |
|
| 7100 რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (პროდუქციის მწარმოებელ და მომსახურების სფეროს საწარმოებისათვის) |
| 7110 | ძირითადი მასალების დანახარჯები/შეძენა |
| 7120 | პირდაპირი ხელფასი |
| 7130 | სოციალური დანარიცხები პირდაპირ ხელფასზე |
| 7140 | დამხმარე მასალების დანახარჯები/შეძენა |
| 7150 | არაპირდაპირი ხელფასი |
| 7160 | სოციალური დანარიცხები არაპიდაპირ ხელფასზე |
| 7170 | ცვეთა და ამორტიზაცია |
| 7180 | რემონტის დანახარჯები |
| 7185 | სასაქონლო-მატერიალური მარაგის კორექტირება |
| 7190 | სხვა საოპერაციო ხარჯები |
|
| 7200 რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (სავაჭრო საწარმოებისათვის) |
| 7210 | გაყიდული/ შეძენილი საქონელი |
| 7220 | შეძენილი საქონლის უკან დაბრუნება და ფასდათმობა |
| 7290 | სასაქონლო-მატერიალური მარაგის კორექტირება |
|
| 7300 მიწოდების ხარჯები |
| 7310 | რეკლამის ხარჯები |
| 7320 | შრომის ანაზღაურება და საკომისიო გასამრჯელო |
| 7330 | შრომის ანაზღაურებაზე დანარიცხები |
| 7340 | ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯები |
| 7390 | მიწოდების სხვა ხარჯები |
|
| 7400 საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები |
| 7410 | შრომის ანაზღაურება |
| 7415 | სოციალური დანარიცხები |
| 7420 | საიჯარო ქირა |
| 7425 | საოფისე ინვენტარი |
| 7430 | კომუნიკაციის ხარჯები |
| 7435 | დაზღვევა |
| 7440 | რემონტი |
| 7445 | კომპიუტერის ხარჯები |
| 7450 | საკონსულტაციო ხარჯები |
| 7455 | ცვეთა და ამორტიზაცია |
| 7460 | საეჭვო მოთხოვნებთან დაკავშირებული ხარჯები |
| 7465 | სხვა საგადასახადო ხარჯი |
| 7490 | სხვა საერთო ხარჯები |
|
| 8000 არასაკომპენსაციო შემოსავლები და ხარჯები |
|
| 8100 არასაოპერაციო შემოსავლები |
| 8110 | საპროცენტო შემოსავლები |
| 8120 | დივიდენდები |
| 8130 | არასაოპერაციო მოგება |
| 8190 | სხვა არასაოპერაციო შემოსავალი |
|
| 8200 არასაოპერაციო ხარჯები |
| 8210 | საპროცენტო ხარჯები |
| 8220 | არასაოპერაციო ზარალი |
| 8290 | სხვა არასაოპერაციო ხარჯები |
|
| 9000 განსაკუთრებული და სხვა შემოსავლები და ხარჯები |
|
| 9100 განსაკუთრებელი შემოსავლები და ხარჯები |
| 9110 | განსაკუთრებული შემოსავლები |
| 9120 | განსაკუთრებული ხარჯები |
|
| 9200 სხვა ხარჯები |
| 9210 | მოგების გადასახადი |