შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვა“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვა“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №279
2020 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვა ს“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვასათვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუქნტის, ,,მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის №91/04 ბრძანების საფუძველზე:
1. მიეცეს თანხმობა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 400180914) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას;
2. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვაში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 400180914) შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319);
3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს;
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
ირმა ბოკუჩავა
დეპარტამენტის უფროსი
არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის