„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბერის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბერის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №73
2020 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბერის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბერის №42 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016733) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ი) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.“.
2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ს“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ს) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.“.
3. III და IV თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია
მუხლი 4. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა🔗
1. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – ერთეული):
ა) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) საგამოძიებო სამმართველო;
გ) სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო;
დ) ანალიზისა და ფინანსური მონიტორინგის მთავარი სამმართველო;
ე) ოპერატიული მთავარი სამმართველო.
2. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება.
3. სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველო;
ბ) სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო.
4. ანალიზისა და ფინანსური მონიტორინგის მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) ანალიტიკური სამმართველო;
ბ) ფინანსური მონიტორინგის სამმართველო.
5. ოპერატიული მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) I სამმართველო:
ა.ა) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება;
ბ) II განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო:
ბ.ა) აღმოსავლეთის მიმართულების ოპერატიული განყოფილება;
ბ.ბ) დასავლეთის მიმართულების ოპერატიული განყოფილება;
ბ.გ) თბილისის, მცხეთა-მთიანეთის მიმართულების ოპერატიული განყოფილება.
მუხლი 5. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო🔗
ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს გენერალური ინსპექციის არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოებას, აწარმოებს არასაიდუმლო და საიდუმლო დოკუმენტების არქივს;
ბ) ახორციელებს გენერალურ ინსპექციაში შემოსული და გენერალური ინსპექციიდან გასული კორესპონდენციის შესრულების მონიტორინგს;
გ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისათვის საჭირო ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას;
დ) ახორციელებს გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების საქმეების აღრიცხვასა და კონტროლის ორგანიზებას;
ვ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.
მუხლი 6. საგამოძიებო სამმართველო🔗
ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.
მუხლი 7. სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო🔗
სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო:
ა) კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შემოწმების სუბიექტების, ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირებას წლიური გეგმის საფუძველზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში არაგეგმური ინსპექტირების ჩატარებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამართალდარღვევის, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის და პრევენციის მიზნით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივ შემოწმებას;
გ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, ადგენს პრევენციულ ღონისძიებებს, შესაბამის დასკვნებს (მათ შორის, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე), შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს;
დ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ მასალებს სათანადო რეაგირებისათვის გადაუგზავნის პროკურატურას;
ე) მოიპოვებს ინფორმაციას შემოწმების სუბიექტების, მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;
ვ) შემოწმების სუბიექტებში ამოწმებს მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას (მათ შორის, გამოითხოვს პირად საქმეებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას), რაც საჭიროა ამ პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის განსახორციელებლად;
თ) შემოწმების სუბიექტების, მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს/წინადადებებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს;
კ) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით ახორციელებს შემოწმების სუბიექტების, ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირებას, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს;
ლ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.
მუხლი 8. ანალიზისა და ფინანსური მონიტორინგის მთავარი სამმართველო🔗
ანალიზისა და ფინანსური მონიტორინგის მთავარი სამმართველო:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს შემოწმების სუბიექტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სამსახურებრივ შემოწმებას მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით;
ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ-ების, სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში, ასევე სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ იურიდიულ პირებში გამოავლენს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა დანაკლისისა და ზედმეტობის არსებობის შესაძლო ფაქტებს;
გ) სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ-ების, სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში, ასევე სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ იურიდიულ პირებში ამოწმებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის მიზანშეწონილობასა და კანონიერებას;
დ) ახორციელებს ფინანსური მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიტიკურ დამუშავებას და უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის ერთეულების მიერ წარმოებული მუშაობის შედეგების ანალიზს;
ე) ახორციელებს შემოწმების სუბიექტებისგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას, მათ შეჯამება-აღრიცხვას, სისტემატიზებას, სტატისტიკურ ანალიზს. ასევე უზრუნველყოფს სათანადო ანალიტიკური დოკუმენტების, განზოგადებული ანგარიშების შედგენას და შესაბამისი რეკომენდაციების გენერალური ინსპექციის უფროსისათვის წარდგენას;
ვ) უზრუნველყოფს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, დამუშავება, ადრესატის განსაზღვრა), საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციის გაწევას;
ზ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან;
თ) სამინისტროს თავდაცვის ძალებში გენერალური ინსპექციის შესახებ ცნობიერებისა და ნდობის ხარისხის ამაღლების მიზნით, გეგმავს და ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით;
ი) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის წლიურ და მიმდინარე განზოგადებულ ანგარიშის შედგენას;
კ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.
მუხლი 9. ოპერატიული მთავარი სამმართველო🔗
ოპერატიული მთავარი სამმართველო:
ა) გეგმავს/ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს (მათ შორის, სამინისტროს სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გამოყენებით) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად;
ბ) ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილავს სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმების მსურველ პირთა დანიშვნისა და კარიერული განვითარების მიზანშეწონილობის საკითხებს;
ზ) ახორციელებს ოპერატიული აღრიცხვიანობისა და კონტროლის ორგანიზებას;
თ) აწარმოებს ოპერატიულ არქივს;
ი) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.
გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება
მუხლი 10. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა🔗
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას;
ბ) ხელმძღვნელობს და წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას, აწესრიგებს ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება გენერალური ინსპექციის კომპეტენციას;
დ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის ერთეულებისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს;
ე) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის ერთეულებს შორის და აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის ამოცანასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ქმნის შესაბამის კომისიებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს, ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს, ამტკიცებს ინსპექტირების/შემოწმების დასკვნებს და კომისიური შემოწმების აქტებს;
თ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის მუშაობის წარმართვისათვის;
ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
კ) უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა დადგენილი წესით წარდგენას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გენერალურ ინსპექციაში შრომითი ხელშეკრულებით დასანიშნად კანდიდატის წარდგენას;
მ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესასრულებლად საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყოფის თაობაზე;
ნ) მინისტრს წარუდგენს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ო) განსაზღვრავს შესამოწმებელ სუბიექტს, საგანს და ვადას;
პ) გენერალური ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებით შეიმუშავებს ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა სახის წესებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
ჟ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ინსპექციის წლიური ინსპექტირების გეგმას;
რ) ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
3. გენერალური ინსპექციის უფროსის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
4. გენერალური ინსპექციის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების საკურატორო სფეროს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
6. გენერალური ინსპექციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში გენერალური ინსპექციის მოხელე ამ მუხლის მე-7 პუნქტში მოცემული წესის დაცვით.
7. გენერალური ინსპექციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს:
ა) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეები, მითითებულ პოზიციაზე დანიშვნის რიგითობის მიხედვით, კალენდარული წლის დასაწყისიდან თანაბარი დაყოფის პრინციპით;
ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, გენერალური ინსპექციის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;
გ) ამ პუნქტის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული გენერალური ინსპექციის მოხელე.
8. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) ზედამხედველობას უწევს საკურატორო სფეროში შემავალ ერთეულს, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს საკურატორო სფეროში შემავალ ერთეულებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) ითანხმებს საკურატორო სფეროში შემავალი ერთეულების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) პასუხისმგებელია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე საკურატორო სფეროში შემავალი ერთეულის მუშაობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს;
ე) ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე;
ვ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს საკურატორო სფეროში შემავალი ერთეულის მიერ მომზადებულ კორესპონდენციას;
ზ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
9. ერთეულს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი. თავის მხრივ, ერთეულის უფროსი:
ა) წარმოადგენს ერთეულს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) გეგმავს ერთეულის საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური ინსპექციის უფროსთან ან კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით;
დ) ხელმოწერით ან ვიზირებით ითანხმებს ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია ერთეულის საქმიანობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებას;
თ) ახორციელებს კონტროლს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/განყოფილების მუშაობაზე, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე.
10. ერთეულის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 14 აგვისტოდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი