სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო –
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება № 02-1262/ო
2020 წლის 31 ივლისი
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ემუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,, ანი X ბექა“ (მისამართი: ქ. გორი , ქეთევან წამებულის ქუჩა №54) გაცემული ,,მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობა" – სალიცენზიო მოწმობა N000003.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,, ანი X ბექა“-ს დირექტორის ნ. აღორძინებას განცხადება №79735, 29.07.2020 წ.
დირექტორი ზაალ კაპანაძე