სს"ქუთაისის" განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისი ს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისი ს“ დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს დავალებით იწვევს საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2020 წლის 27 აგვისტოს დღის 17 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ქუთაისი ლადო ასათიანის მე-7 ჩიხი, №7.
სს ,,ქუთაისი ს“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2020 წლის 28 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. სს ,,ქუთაისი ს“ რეორგანიზაციის პროცესის დასრულება.
2. ცვლილებები სს ,,ქუთაისი ს“ წესდებაში.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ქუთაისი ს“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებადან ან დღის წესრიგის ახალი საკითხის დასაყენებლად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:
ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2020 წლის 28 ივლისის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის უფლებას შეამოწმებენ სს ,,ქუთაისი ს“ რეგისტრატორთან სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის №11. ტელეფონები : 222 53 51; 225 15 60.
დირექტორი ზ. ცინცაძე