აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/287
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/287

2020 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების   საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016წლის 25 მარტის№1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 11 ივნისის N01/1994 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებსE-60 ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი წარმოადგენს E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილს. იგი იწყება რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალამდე დაახლოებით 1.2 კმ-ში და სრულდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან. E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის აღნიშნული მონაკვეთი კვეთს რიკოთის უღელტეხილს და საჭიროებს ახალი გვირაბების და სხვა კონსტრუქციების მშენებლობას საავტომობილო მოძრაობის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11.6 კმ.მონაკვეთის მშენებლობას რთულ ტოპოგრაფიულ და გეოლოგიურ პირობებში სატრანსპორტო მოძრაობის შეუფერხებლად. პროექტით გათვალისწინებულია 20 ხიდის (ორი ზოლი საერთო სიგრძით - 2 კმ) და 3 გვირაბის (ორი ზოლი საერთო სიგრძე - 2.6 კმ) მშენებლობა.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტმა მოამზადამიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონებისმესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპესაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული შპს „გზამშენი-5-ის“ (ს/ნ 243855128) საკუთრებაში არსებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთთან (ს/კ N36.05.33.273) დაკავშირებით.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.

პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევში მდებარე 4500 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N36.05.33.273 (წინა ს/კ N36.05.04.005)და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების (მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელ ხევი (ს/კ N36.05.33.273 (წინა ს/კ N36.05.04.005) მესაკუთრეა შპს „გზამშენი-5“ (ს/ნ 243855128).

დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და კომპანიას შორის შეთანხმებავერ იქნა მიღწეული.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით  ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით –„თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ  თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ამდენად,„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის№1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის2020 წლის 30 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. E-60 ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება E-60 ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობის პროექტის არეალში მოქცეულ,შპს „გზამშენი-5-ის“ (ს/ნ 243855128) საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევშიმდებარე 4500 კვ.მ ფართის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N36.05.33.273 (წინა ს/კ N36.05.04.005)) და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ,№6

მინისტრი                        ნათელა თურნავა