აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/288

2020 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 25 ოქტომბრის N01/4974 და 2020 წლის 6 მარტის №01/1042 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი  საავტომობილო გზის (კმ0+000-კმ14+400) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).

პროექტი ფინანსდება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული ფინანასური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია) და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული ფინანასური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ) ფარგლებში.

 საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება, მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ფაქტორია.

E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი  გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობას დასახლებული პუნქტების შეძლებისდაგვარად მაქსიმალური გვერდის ავლით. განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ. სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს  გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

საპროექტო მონაკვეთი იწყება სამტრედია – გრიგოლეთის გზიდან,  მდინარე სუფსის მარჯვენა  ნაპირზე, გადადის მდინარის მეორე ნაპირზე, უვლის სუფსის ტერმინალს მარცხენა მხრიდან, კვეთს მდინარე წყალწმინდას, ურეკს.  კერძოდ, სარკინიგზო სადგურისა და პოლიციის შენობის შემაერთებელი გზის მონაკვეთს.  კვეთს მდინარე სეფას, მის შენაკადს, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას, უვლის საკონცერტო დარბაზს (ბლექ სი არენას) და უერთდება ქობულეთის შემოვლით გზას. მთლიანობაში გზის გაყოლებაზე დაგეგმილია სატრანსპორტო კვანძების, მდინარეებზე (სუფსა, წყალწმინდა, სეფი, სეფას შენაკადი) გადასასვლელების, გზაგამტარებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტმა მოამზადა  მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების  მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპესაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული შპს „გრინ-ის“ (ს/ნ 451522077) საკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 94 კვ.მ მიწის ნაკვეთთან (ს/კ N26.01.61.340 ) დაკავშირებით.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი  საავტომობილო გზის პროექტი.

პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში  მდებარე 1000 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 26.01.61.340) ნაწილი – 94 კვ.მ.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების (მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში, ს/კ №26.01.61.340, (წინა ს/კ №26.01.61.331) მესაკუთრეა შპს „გრინ“ (პ/ნ 451522077).

დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება  ვერ იქნა მიღწეული.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 6 ნოემბრის და 2020 წლის 30 ივლისის სხდომის ოქმების საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000-კმ14+400) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს  მიენიჭოს  ექსპროპრიაციის უფლება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის არეალში მოქცეულ, შპს „გრინ-ის“ (ს/ნ 451522077) საკუთრებაში არსებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში  მდებარე 94 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 26.01.61.340 (წინა ს/კ 26.01.61.331, მიწის მთლიანი ფართი 1000 კვ.მ).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6.

 

მინისტრი                                                                                        ნათელა თურნავა