აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/289
2020 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 28 თებერვლის №01/921და 01/924 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) გზის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორს. საავტომობილო გზა გადის მდინარე ძირულას უღელტეხილს, კვეთს მდინარე ძირულას რამდენჯერმე. ამასთან, იგი, არსებული გზის მარცხენა მხარეს, კვეთს მდინარე ბორიმელას, შედის გვირაბში და უერთდება არსებულ გზას შორაპანში და მიყვება მას 4+300 კმ-დან 5+640 კმ-მდე.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძეა: თბილისი-არგვეთა (მარჯვენა ზოლი) 14.778 კმ. და არგვეთა-თბილისის (მარცხენა ზოლი) – 14.726 კმ. აღნიშნულ მონაკვეთზე (F-4) გათვალისწინებულია 6 გვირაბის და 14 ხიდის მშენებლობა ხევების, მდინარეების და სხვა სახის დაბრკოლებების გადალახვის მიზნით.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით,მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული კუკური თაბაგარის (პ/ნ 18001045357), ჯონი თაბაგარის (პ/ნ 18001045379) და თეა წიქარიშვილის (პ/ნ 57001000812) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და კუკური თაბაგარის(პ/ნ 18001045357) საკუთრებაში არსებულ 3 უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით დასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) გზის მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილემში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ N32.17.32.001) თანამესაკუთრეები არიან: კუკური თაბაგარი (პ/ნ 18001045357), ჯონი თაბაგარი (პ/ნ 18001045379) და თეა წიქარიშვილი (პ/ნ 57001000812).
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ ძირულაში (ს/კN32.17.32.029, ს/კ N32.17.32.030) და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ ილემში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ N32.16.38.070) მესაკუთრეა კუკური თაბაგარი (პ/ნ 18001045357).
დადგენილია, რომპროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა კუკური თაბაგარის, ჯონი თაბაგარის და თეა წიქარიშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 2849კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ N32.17.32.001).
ასევე დადგენილია, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა კუკური თაბაგარის საკუთრებაში არსებული:377კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N32.17.32.029), 4623კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N32.17.32.030) და 30 001კვ.მ მიწის ნაკვეთიდან - 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N32.16.38.070).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან,დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლებისჩამორთმევისსაჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად,„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის2016წლის 25 მარტის№1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის2020 წლის 30 ივლისის ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F-4) გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებებზე:
1.1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილემში, კუკური თაბაგარის (პ/ნ 18001045357), ჯონი თაბაგარის (პ/ნ 18001045379) და თეა წიქარიშვილის (პ/ნ 57001000812)თანასაკუთრებაში არსებულ 2849კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე ნარგავებზე (ს/კ N32.17.32.001);
1.2 ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძირულაში, კუკური თაბაგარის (პ/ნ 18001045357) საკუთრებაში არსებულ 377კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე(ს/კ N32.17.32.029);
1.3 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძირულაში კუკური თაბაგარის (პ/ნ 18001045357) საკუთრებაში არსებულ 4623კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა დამასზე არსებულ ნარგავებზე (ს/კ N32.17.32.030);
1.4 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ილემში, კუკური თაბაგარის (პ/ნ 18001045357)საკუთრებაში არსებულ 30 001კვ.მ მიწის ნაკვეთიდან - 4929 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N32.16.38.070) და ნარგავებზე.
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი ნათელა თურნავა