„საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 25.08.1999
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №46/1999
სარეგისტრაციო კოდი 090.008.003.797
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42(49), 02/09/1999
matsne.gov.ge 640 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 090.008.003.797 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო  კომისიის დადგენილება №46/1999 1999 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 1. საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების ჩასატარებლად მისთვის გამოყოფილი სახსრების გამოყენებისას საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, ამ საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დადგენილების შესაბამისად. 2. საოლქო საარჩევნო კომისია განაგებს მის ანგარიშზე ჩარიცხულ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სახსრებს. 3. არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრების გამოყენებას კომისიაში ახორციელებენ მისი თავჯდომარე და ბუღალტერი. კომისიის ბუღალტერს ნიშნავს კომისია. კომისიის თავჯდომარე და ბუღალტერი პასუხისმგებელნი არიან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. 4. საოლქო საარჩევნო კომისია მის ანგარიშზე ჩარიცხული სახსრების ხარჯვას ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. 5. საოლქო საარჩევნო კომისიამ სამეურნეო ოპერაციები შეიძლება აწარმოოს როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. 6. დაევალოს კომისიის ბუღალტერს, ყველა სახის საბუღალტრო ოპერაცია დოკუმენტურად გააფორმოს. თუ რომელიმე ხარჯი ვერ ფორმდება საბუღალტრო დოკუმენტის სახით, იგი უნდა გაფორმდეს ორმხრივი აქტით. 7. საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე განსაზღვროს ამ და საუბნო საარჩევნო კომისიებში გათავისუფლებულ (ხელფასიან) წევრთა რაოდენობა (საუბნო კომისიების შემთხვევაში) და ვინაობა. 8. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შრომის ანაზღაურება მოხდეს საოლქო საარჩევნო კომისიისათვის დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიისა - შესრულებული სამუშაოს მიხედვით კომისიის წარდგინებით. 9. საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 50 დღისა შეწყვიტოს ყოველგვარი ანგარიშსწორება ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთან და ამის შემდეგ 10 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხოს მათ ანგარიშებზე არსებული ნაშთი, ხოლო 2 კვირის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ანგარიში დადგენილი ფორმით შესაბამისი ბანკის ამონაწერითურთ ჩარიცხული და დახარჯული სახსრების შესახებ. 10. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საფინანსო ანგარიშის წარდგენის ფორმის სამართლებრივ საფუძვლად განისაზღვროს: ა) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვალს დამტკიცებული დებულება საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ; ბ) დროებითი მეთოდური მითითება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის გამოყენების შესახებ; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 9 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა; დ) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულება „მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 9 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტისა და სპეციალური შემოსავლების შესრულების ანგარიში. თავჯდომარის მოადგილე   გ. ზესაშვილი