⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.08.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.08.2020
ძალის დაკარგვა 13.08.2024
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
ნომერი №01-01-3/212
სარეგისტრაციო კოდი 240140000.33.058.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,406 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2020 მიღება
13.08.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №01-01-3/212 2020 წლის 7 აგვისტო ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №7 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №36 ბრძანება (ვებპორტალი, 110310033, 14.03.2011; სარეგისტრაციო კოდი: 240.140.000.33.058.016.009). მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიჯაბა ფუტკარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების (შემდგომში – საწარმო) ლიკვი­დაციის წესს. 2. ლიკვიდაცია არის იურიდიული პირის (საწარმოს) არსებობის შეწყვეტა, რომლის შედეგად მისი უფლებები და მოვალეობები არ გადადის სამართალმემკვიდრეობის წესით სხვა პირებზე. 3. ლიკვიდაციის საფუძვლებია: ა) პარტნიორთა (აქციონერთა) გადაწყვეტილება; ბ) სასამართლოს განაჩენი. 4. გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე იღებს პარტნიორთა (აქციონერთა) საერთო კრება, სადაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას (პარტნიორს) წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო). 5. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 6. საწარმოს ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება მარეგისტრირებელ ორგანოში საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე განცხადებისა და საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციისთანავე. მუხლი 2🔗. ლიკვიდატორი 1. საწარმოს ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი (ფიზიკური ან იურიდიული პირ(ებ)ი). 2. პარტნიორებს, ასევე საწარმოს წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს), შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ ლიკვიდაციას. 3. ლიკვიდაციის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:  ა) საწარმოს სახელწოდებას და საიდენტიფიკაციო ნომერს;  ბ) საწარმოს იურიდიულ მისამართს; გ) ყველა პარტნიორის პირად მონაცემებს (თუ ერთ-ერთი პარტნიორი იურიდიული პირია - იგი ვალდებულია დამატებით წარადგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ბოლო (მიმდინარე წელს განახლებული) მდგომარეობით), პარტნიორთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); დ) საწარმოს ლიკვიდატორის პირად მონაცემებს და ხელმოწერას. 4. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, სადაც მიეთითება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. 5. ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობებია: ა) დანიშვნისთანავე შეადგინოს საწარმოს ბალანსი; ბ) საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების რეგისტრაციიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების და მოგების გადასახადის დეკლარაციები; გ) სალიკვიდაციო საწარმოს ქონება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში შეაფასოს ექსპერტის ან/და სერტიფიცირებული აუდიტორის მეშვეობით, რომელიც „ბუღალტრული აღრიცვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება). აუდიტორის ან/და ექსპერტის კანდიდატურა შეთანხმებული უნდა იქნეს სამინისტროსთან; დ) საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები, ხოლო უცნობ კრედიტორებს და იმ კრედიტორებს, რომელთა მისამართი უცნობია, ლიკვიდაციის თაობაზე ინფორმაცია შეიძლება ეცნობოთ საჯარო განცხადებით; საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია. საწარმოს (ლიკვიდატორს) შეუძლია აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში; ე) დაასრულოს საწარმოს მიმდინარე საქმეები და შეასრულოს საზოგადოების ვალდებულებები; ვ) წარმოადგინოს საწარმო ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში და წარმართოს პროცესები. მას უფლება აქვს დაამთავროს საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები; ზ) უზრუნველყოს საწარმოს დებიტორული დავალიანებების ამოღება, საჭიროების შემთხვევაში სარჩელით მიმართოს სასამართლოს; თ) საჭიროების შემთხვევაში და სამინისტროს თანხმობით ჩაერთოს ახალ გარიგებებში; 6. ლიკვიდატორი საწარმოს საქმეებს უნდა გაუძღვეს გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. თუ ლიკვიდატორი არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს პირადად მთელი თავისი ქონებით პარტნიორის (პარტნიორების) წინაშე. 7. ლიკვიდატორი საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საწარმოს ლიკვიდაციის გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საწარმოს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და მის საბანკო ანგარიშს; ბ) საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, ვალის მოცულობასა და სტრუქტურას; გ) საწარმოს აქტივების მოცულობასა და სტრუქტურას; დ) დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასატარებელ ღონისძიებებს; ე) კრედიტორული დავალიანების დასაფარად გასატარებელ ღონისძიებებს; ვ) კრედიტორთა მოთხოვნების ცნობისა და უარყოფის შესახებ; ზ) პირობებს, ქონების საბაზრო ღირებულებასა და ფორმებს, რომელთა მიხედვითაც მოხდება ქონების გაყიდვა; თ) საწარმოს ლიკვიდაციისას სოციალური შედეგების ასაცილებლად გასატარებელ ღონისძიებებს; ი) კრედიტორებთან ანგარიშსწორების წესს; კ) წინადადებებს კრედიტორების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრების განაწილების შესახებ. 8. საწარმოს ლიკვიდაციის გეგმას თან უნდა ახლდეს: ა) საწარმოს ბალანსი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის; ბ) კრედიტორების სია, კრედიტორული დავალიანებების საერთო თანხის მითითებით; გ) ექსპერტის ან/და სერტიფიცირებული აუდიტორის დასკვნა სალიკვიდაციო საწარმოს ქონების საბაზრო ღირებულების თაობაზე; დ) მოწვეულ პირთა რაოდენობა, ფუნქციები და ანაზღაურება. 9. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 10. ლიკვიდატორის გასამრჯელო ანაზღაურდება სალიკვიდაციო საწარმოს ქონებიდან. გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება სალიკვიდაციო საწარმოს ქონების ღირებულებისა და ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით. 11. ლიკვიდატორის შეცვლის შემთხვევაში ყოფილი ლიკვიდატორი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს მიღება-ჩაბარების აქტით გადააბაროს სალიკვიდაციო საწარმოს ქონება და დოკუმენტაცია. მუხლი 3🔗. ლიკვიდაცია 1. საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რის თაობაზეც მარეგისტრირებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს. ლიკვიდაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდგომ შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში 10 დღის ვადაში; გადაწყვეტილებასთან ერთად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სალიკვიდციო საწარმოს სახელწოდება და იურიდიული მისამართი; ბ) ლიკვიდატორის ვინაობა; გ) კრედიტორების მოთხოვნების წარდგენის ვადა; დ) ინფორმაცია მოთხოვნის წარმოდგენის წესის შესახებ. 2. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან კანონით დადგენილ ვადაში საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები განათავსოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 3. საწარმოს ქონების აუქციონის მოწყობის გარეშე რეალიზაციის საკითხი წყდება სამინისტროსთან შეთანხმებით. 4. პირველი აუქციონი ტარდება აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ტარდება განმეორებითი აუქციონი. 5. საწარმოს ქონების რეალიზაციის საფასური მყიდველმა უნდა დაფაროს აუქციონის ჩატარებიდან 20 დღის ვადაში. 6. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის წესით ვერ მოხდა ქონების გაყიდვა, დარჩენილი ქონება კრედიტორებს უნაწილდებათ ნატურით მათი რიგითობის მიხედვით, კრედიტორული დავალიანების პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორები უარს აცხადებენ მოთხოვნის ნატურით დაკმაყოფილებაზე ან/და კანონით დადგენილ სალიკვიდაციო ვადაში ვერ ხერხდება საწარმოსა და კრედიტორებს შორის, ან თავად კრედიტორებს შორის ქონების განაწილების თაობაზე შეთანხმება, ქონება გადაეცემა დამფუძნებლებს მათი წილის პროპორციულად. 7. ნატურით დაკმაყოფილება არ ვრცელდება ლიკვიდატორის მიერ ლიკვიდაციის პროცესში გაწეულ ხარჯებზე. 8. ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია საწარმოს ქონების გასხვისება, გარდა კრედიტორთა დაკმაყოფილებისა. 9. თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დეპონირებული თანხიდან ან ქონებიდან. დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 4🔗. კრედიტორების მიერ წარსადგენი მოთხოვნა 1. კრედიტორის მოთხოვნა წარედგინება საწარმოს (ლიკვიდატორს) დადგენილ ვადაში. 2. კრედიტორის მოთხოვნაში აისახება: ა) კრედიტორის ვინაობა და მისამართი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები (იურიდიული პირის შემთხვევაში - სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და რეგისტრაციის მოწმობა); გ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი წარმოდგენილია სხვა პირის მეშვეობით; დ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და პერიოდი; ე) ვალდებულების ოდენობა (გამოხატული ფულად თანხაში). 3. კრედიტორის მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები). 4. კრედიტორს მოთხოვნის წარდგენის უფლება აქვს საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ მოთხოვნის წარუდგენლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, მაშინ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება აღნიშნული გარემოებების არსებობის ვადით. ამასთანავე, კრედიტორმა დაუძლეველი ძალის ამოწურვიდან 3 დღის განმავლობაში უნდა აცნობოს ლიკვიდატორს აღნიშნული გარემოებების შესახებ. ამ პუნქტით აღნიშნული ვადები არ ვრცელდება სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს მიერ მოთხოვნის განსაზღვრისა და წარდგენის მიმართ. 5. კრედიტორის მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტები რეგისტრირდება ლიკვიდატორის მიერ სპეციალურ ჟურნალში. 6. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარმოდგენის შემდეგ ლიკვიდატორი განიხილავს მას და გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი ცნობის ან უარყოფის შესახებ. 7. მოთხოვნის წარდგენის მოვალეობა არ წარმოეშობათ იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნა გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან. მუხლი 5🔗. კრედიტორული დავალიანებების დაფარვის რიგითობა 1. ლიკვიდაციის შედეგად საწარმოს ქონების რეალიზაციით შემოსული თანხების აკუმულირება ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საიდანაც ხდება კრედიტორთა დაკმაყოფილება. 2. ლიკვიდირებულად ცნობილი საწარმოს ქონების გაყიდვის შედეგად კრედიტორები დაკმაყოფილდებიან შემდეგი რიგითობით: ა) სალიკვიდაციო ხარჯები; ბ) იმ პირთა მოთხოვნები, რომელთა წინაშეც საწარმოს ეკისრება პასუხისმგებლობა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისათვის, შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნები; გ) ის მოთხოვნები, რომელთა მოთხოვნის უფლება უზრუნველყოფილია სალიკვიდაციო საწარმოს ქონებაზე გირავნობით/იპოთეკით; დ) დავალიანებები ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების მიმართ; ე) კანონით გათვალისწინებული სხვა კრედიტორების მოთხოვნები. მუხლი 6🔗. საწარმოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება 1. კრედიტორებთან საბოლოო ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ ლიკვიდატორი ადგენს საწარმოს სალიკვიდაციო ბალანსს, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ. პარტნიორები საერთო კრებაზე ამტკიცებენ საწარმოს სალიკვიდაციო ბალანსს და ხელს აწერენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. 2. ლიკვიდირებული საწარმოს დარჩენილი ქონება პარტნიორებს შორის განაწილდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.