„გემის რიგითი ელექტროტეკნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.08.2020
ძალაში შესვლა 26.08.2020
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,400 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.2020 მიღება
26.08.2020 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
შერჩეული   დაწესებულება
ამ წესით დადგენილი პირობების მიხედვით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ შერჩეული დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამა
მუხლი 2
მომზადების პროგრამა
საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარების მინიჭების საფუძველზე არსებული პროგრამა
მუხლი 2
მსმენელი
პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ მომზადების პროგრამაზე
მუხლი 2
გემის რიგითი ელექტროტექნიკოსი
გემის რიგითი შემადგენლობის წევრი, რომელიც სერტიფიცირებულია და ფლობს კვალიფიკაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად
მუხლი 2
საჯაროდ გამოცხადება
მომზადების პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველთათვის პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, სწავლის ხანგრძლივობისა და საფასურის, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის განთავსება მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების ვებგვერდზე ან სხვა პორტალზე ან სხვა საშუალებებით
მუხლი 2
მეზღვაურის  სამედიცინო მოწმობა
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს  კანონით განსაზღვრული  მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული ან წინასაზღვაო  სამედიცინო შემოწმების დროს გაცემული მოწმობა  შრომისუნარიანობის  შესახებ, რომელიც დამოწმებულია უფლებამოსილი  ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდებით
მუხლი 2
გემის ელექტრიკოტექნკოსის/რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის  №002 მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ  ბრძანებით დადგენილი  სერტიფიკატები
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 27.12.2024 ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 04.09.2024 გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 28.09.2022 საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები სფეროს დასახელება 89% 23.05.2019 „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 25.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

„გემის რიგითი ელექტროტეკნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება  №11 2020 წლის 10 აგვისტო ქ. ბათუმი „გემის რიგითი ელექტროტეკნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის, ,,მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის, ,,პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოს  დებულების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585  ბრძანებით  დამტკიცებული  დებულების  მე-4  მუხლის  მე-2  პუნქტის  „დ"  ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების  პროგრამის აღიარების წესი და პირობები.“ მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების  გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი ადგენს გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებული დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების  პროგრამის აღიარების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის  სფეროსთვის (სავაჭრო, სატვირთო და სამგზავრო),  გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადება 3. ამ   წესში   მოცემული   ცნებები   და   ტერმინები,   თუ   არ   არის   სპეციალური   მითითება, გამოიყენება  „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციისა (ცვლილებებით) და კოდექსით (შემდგომში  – STCW კოდექსი) განსაზღვრული მნიშვნელობით. ყველა სხვა ტერმინი თუ ცნება გამოიყენება საქართველოს საზღვაო კოდექსით, სხვა კანონქვემდებარე საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული მნიშვნელობებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა)  შერჩეული   დაწესებულება – ამ წესით დადგენილი პირობების მიხედვით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ შერჩეული დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამა; ბ) მომზადების პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარების მინიჭების საფუძველზე არსებული პროგრამა; გ) მსმენელი – პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ მომზადების პროგრამაზე; დ)გემის რიგითი ელექტროტექნიკოსი – გემის რიგითი შემადგენლობის წევრი, რომელიც სერტიფიცირებულია და ფლობს კვალიფიკაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ე) საჯაროდ გამოცხადება – მომზადების პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველთათვის პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, სწავლის ხანგრძლივობისა და საფასურის, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის განთავსება მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების ვებგვერდზე ან სხვა პორტალზე ან სხვა საშუალებებით; ვ) მეზღვაურის  სამედიცინო მოწმობა„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს  კანონით განსაზღვრული  მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული ან წინასაზღვაო  სამედიცინო შემოწმების დროს გაცემული მოწმობა  შრომისუნარიანობის  შესახებ, რომელიც დამოწმებულია უფლებამოსილი  ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდებით; ზ) გემის ელექტრიკოტექნკოსის/რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის  №002 მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ  ბრძანებით დადგენილი  სერტიფიკატები; თ) საზღვაო განათლება -  „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების“ შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მიზნებისთვის ამ წესის თანახმად მიღებული განათლება. მუხლი 3🔗.  გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის წესი 1. გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად და განსაზღვრავს  სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ დაწესებულების გამოვლენა და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება განახორციელოს გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების აღიარებული პროგრამა და გასცეს კურსის გავლის შესაბამისი დოკუმენტი. 2. გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა სააგენტოს მიერ ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამები; ბ) პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაცია (სერტიფიკატი,  ქვესპეციალობის მოწმობა) და გამოცდილება (მუშაობის სტაჟი); გ) პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის პროცესის გამჭვირვალობის   უზრუნველყოფა; დ) მსმენელის მიერ გავლილი კურსის შესახებ  ინფორმაციაზე  წვდომის შესაძლებლობა; ე) ამ ბრძანების დანართი N1, N2, N3-ით განსაზღვრული პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 4🔗. გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების პირობები 1. მომზადების პროგრამის აღიარების პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. მომზადების პროგრამის პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულება ვალდებულია აკმაყოფილებდეს შერჩევის შემდეგ პირობებს: ა) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; ბ) აწარმოებდეს მსმენელის მიერ მომზადების პროგრამის გავლის შესახებ  ელექტრონულ რეესტრს; გ)  გააჩნდეს ამ წესის დანართ №1-ში „გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის ჩარჩო დოკუმენტში“ მითითებული ინვენტარი სასწავლო პროცესის წარმართვისათვის;     დ) დასაქმებული ჰყავდეს ამ წესის დანართ №1 „გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების ჩარჩო დოკუმენტში“ მითითებული შესაბამისად კვალიფიციური პერსონალი. 3. გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული  განაცხადის წარდგენა. 4. განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) საფასურის გადახდის ქვითარი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის  №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის  განაკვეთების,  ასევე  საფასურის  გადახდისა  და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში „საფასურის წესი“) შესაბამისად; ბ) მომზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა); გ) მომზადების პროგრამის  სასწავლო  გეგმა,  პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართში მოცემული  მომზადების პროგრამის შესაბამისად; დ) ამ წესის დანართში განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და ინვენტარის ჩამონათვალი და/ან აღწერილობა; ე) ინსტრუქტორების სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; ვ) მომზადების პროგრამაზე  მისაღებ  მსმენელთა მაქსიმალური  რაოდენობა, პროგრამის მსმენელების პროპორციულობა  ინსტრუქტორების  რაოდენობასთან მიმართებით; ზ) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი; თ) აღნიშნული პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში; ი) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 5. სააგენტოს მიერ მოსამზადებელი კურსის აღიარების განცხადება და თანდართული მასალები განიხიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 6. სააგენტო გადაწყვეტილებას  მომზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის  სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში. 7. სააგენტო შესაბამის  შერჩეულ დაწესებულებებში  ადგილზე  ამოწმებს  წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია  მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.   8. სააგენტოს გადაწყვეტილება მომზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. მომზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 2 წელი. 10. სააგენტო ახორციელებს აღიარებული პროგრამის მონიტორინგს ყოველწლიურად, რომლის დროსაც გამოვლენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უფლებამოსილია გააუქმოს აღიარება. 11. შერჩეული დაწესებულება ვალდებულია მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონული მოდულში, სადაც ხდება პროგრამის დაწყების  დადასტურება სააგენტოს მიერ. 12. მომზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს.  სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და თუ მომზადების პროგრამის სილაბუსში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების  შეტანას  ადასტურებს  ოფიციალური წერილით. 13. აღიარებული მომზადების კურსის განმახორციელებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად განაახლონ და საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი მომზადების პროგრამა. საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ შერჩეულ დაწესებულებებს ეცნობება სააგენტოს მიერ. სააგენტო მათ ასევე განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში შერჩეული დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ მითითებულ ვადებში, შერჩეული დაწესებულებების მიერ, აღიარებული მომზადების პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი პროგრამის აღიარების გაუქმების თაობაზე. 14. მომზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა ტარდება სასწავლო დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მსმენელმა უნდა ჩააბაროს გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც ჩატარდება დაწესებულებაში, სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. 16. მომზადების პროგრამის აღიარების  სერტიფიკატის  ფორმა  და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება  სააგენტოს  დირექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით. პროგრამის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 5🔗. მომზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები მომზადების პროგრამის   გავლის  დოკუმენტური  დასაბუთება  უნდა  შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) შერჩეული დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს; გ) გავლილი მომზადების პროგრამის დასახელებას; დ)  კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს და მეზღვაურის ნომერს; ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების  შესახებ; ვ)  მითითებას „მომზადების პროგრამა აღიარებულია სააგენტოს მიერ“; ზ) შერჩეული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; თ) კურსდამთავრებულის ხელმოწერას. მუხლი  6🔗.  ამ წესის დანართი N1-ით განსაზღვრულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა 1. გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატის მისაღებად პირს უნდა გააჩნდეს: ა) საბაზისო პროფესიული ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია ელექტროობაში ან/და ბ) საშუალო  პროფესიული ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია ელექტროობაში; ან/და გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული მეორე და მესამე საფეხურის ელექტრიკოსის კვალიფიკაცია; ან/და დ) საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით  მინიჭებული კვალიფიკაცია ელექტროინჟინერიაში; ე) შეფასების სისტემა „Marlins“ ტესტის სულ მცირე 60 %-იანი დადებითი შედეგი. მუხლი 7🔗. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ყველა პირზე, რომელთაც სურთ განახორციელონ რიგითი ელექტროტექნიკოსის საქმიანობა გემზე; 2. ამ წესის ამოქმედებისთანავე ყველა პირმა, გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატის პირველად მისაღებად, უნდა გაიაროს გემის ელექტროტექნიკოსის  მოსამზადებელი პროგრამა. 3. პირი, რომელსაც  გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული რიგითი ელექტროტექნიკოსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი არ ექვემდებარება გადამზადებას. 4. ამ წესით განსაზღვრულ მომზადების პროგრამას არ ექვემდებარება ასევე საზღვაო ელექტროტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული.