„საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი არჩევნები
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 090.008.003.798

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №47/1999

1999 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის 1999  წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები (შემდგომში – პარტია), საარჩევნო ბლოკები (შემდგომში – ბლოკი) და პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატები (შემდგომში – დამოუკიდებელი კანდიდატი) საარჩევნო ფონდების სახსრების გამოყენებასა და საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას ახორციელებენ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. პარტია, ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატი ქმნიან საარჩევნო ფონდს ბანკში საანგარიშსწორებო ანგარიშის გახსნით, რისთვისაც მათ უფლება აქვთ გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, საკუთარი სახსრები, მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა (რომელშიც სახელმწიფოს არა აქვს წილი), საქართველოს მოქალაქეთა და პოლიტიკურ გაერთიანებათა შემოწირულობანი.

3. განისაზღვროს დამოუკიდებელი კანდიდატისათვის საარჩევნო ფონდიდან სახსრების ხარჯვის ზღვრული თანხა 5000 ლარის ოდენობით.

4. განისაზღვროს პარტიისა და ბლოკისათვის საარჩევნო ფონდიდან სახსრების ხარჯვის ზღვრული თანხა პარტიისა და ბლოკის მიერ დასახელებული კანდიდატების რაოდენობისა და დამოუკიდებელი კანდიდატისათვის დადგენილი თანხის ნამრავლის ოდენობით.

5. პარტიის, ბლოკისა და დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიისათვის საარჩევნო ფონდიდან დახარჯული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ოდენობას.

6. პარტიისა და ბლოკის საარჩევნო ფონდს განაგებს მისი გამგეობა ფონდის გამგებლის, ბუღალტერისა და მოლარის შემადგენლობით, რომელთაც შესაბამისად ნიშნავს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ბლოკში შემავალი პარტიების ხელმძღვანელი პირები.

7. დამოუკიდებელი კანდიდატის ფონდს განაგებს კანდიდატის მიერ დანიშნული ფონდის გამგებელი.

8. პასუხისმგებლობა ფონდის მიზნობრივი გამოყენებისათვის ეკისრება საარჩევნო ფონდის გამგებელს.

9. დამტკიცდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის ფორმა (დანართი №1) საარჩევნო ფონდის ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით.

10. საარჩევნო ფონდისათვის განკუთვნილი თანხა უნდა ჩაირიცხოს პარტიის, ბლოკის, დამოუკიდებელი კანდიდატის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ბანკებში (მათ შესაბამის განყოფილებებში) ცენტრალურ (საოლქო) საარჩევნო კომისიაში მათი რეგისტრირების შემდეგ.

11. პარტიის ან დამოუკიდებელი კანდიდატის პირადი ანგარიში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საარჩევნო ფონდის ანგარიშად. აიკრძალოს საარჩევნო ფონდისათვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა.

12. ნება დაერთოს პარტიის საარჩევნო ფონდს ისარგებლოს პარტიის ბეჭდით და ბანკში გახსნას ქვეანგარიში, რომელიც დამოუკიდებელი იქნება პარტიის ძირითადი ანგარიშისაგან, ხოლო ბლოკს – შეთანხმებით, ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდით და იმავე პარტიის  ქვეანგარიშით.

13. პარტიების, ბლოკებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მოზიდული ყველა სახის ფულადი სახსრები უნდა ჩაირიცხოს საარჩევნო ფონდის ანგარიშზე. ანგარიში გაიხსნას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

14. ნება დაერთოს საარჩევნო ფონდს მოზიდული სახსრების ხარჯვა აწარმოოს როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. საარჩევნო ფონდის ბუღალტერმა ყველა სახის ოპერაციები დოკუმენტურად უნდა გააფორმოს. თუ რომელიმე ხარჯი ვერ ფორმდება საბუღალტრო დოკუმენტის სახით, იგი უნდა გაფორმდეს ორმხრივი აქტით.

15. საარჩევნო ფონდის შემოსავლად ჩაითვალოს როგორც მის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ისევე უფასოდ მიღებული ყველა საქონელი, სამუშაოები, მომსახურება (საბაზრო ფასებით).

16. პარლამენტის არჩევნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა – 30 ნოემბრისა – შეწყდეს ყოველგვარი ანგარიშსწორება საარჩევნო ფონდებთან, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.

17. პარტიებმა და ბლოკებმა, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით გადალახეს ბარიერი, აგრეთვე, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტის წევრად არჩეულმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა – 10 ნოემბრისა – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინონ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიში დადგენილი ფორმით. ანგარიშს უნდა ერთვოდეს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების დასკვნა.

18. პარტიებმა, ბლოკებმა და პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, რომლებმაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ვერ გადალახეს ბარიერი, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 2 თვისა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინონ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიში დადგენილი ფორმით. ანგარიშს უნდა ერთვოდეს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების დასკვნა.

19. საარჩევნო ბლოკის შექმნისას რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში შეიქმნას საარჩევნო ფონდი და გაუქმდეს ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების საარჩევნო ფონდები, ხოლო ბლოკის შექმნანმდე ამ პარტიების მიერ გაწეული ხარჯები ჩაითვალოს ბლოკის საარჩევნო ფონდში.

20. აეკრძალოს საქართველოს პარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს, აგრეთვე ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, რომლებიც გადაამეტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი საარჩევნო ფონდის ზღვრულ ოდენობას, ამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენენ არჩევნებში გამოყენებული სახსრების ანგარიშს, ხოლო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ბარიერგადალახულ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და პარლამენტის წევრად არჩეულ დამოუკიდებელ კანდიდატებს ჩამოერთმევათ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული მანდატები.

21. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და დამოუკიდებელი კანდიდატის ანგარიშის ფორმა (დანართი №2).

თავჯდომარის მოადგილე                           გ.ზესაშვილი

 

                                                                                                             დანართი №1

         OUR  REF . : –––––––––––––

                        მიმართვა-ცნობა

––––––––––––––––––––

  (ბანკის დასახელება)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

არჩევნებში მონაწილე პარტია (საარჩევნო ბლოკი),

დამოუკიდებელი კანდიდატი

რეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში. მას შექმნილი აქვს საარჩევნო ფონდი, რომლის გამგებელიცაა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                      (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი)

ბუღალტერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                             (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი)

გთხოვთ გაუხსნათ საარჩევნო ფონდის ანგარიში.

––––––––––––––––––––––––

კომისიის თავჯდომარე

 

                                                                                                                                  დანართი №2)

საქართველოს პარლამენტის 1999 წლის

ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიის

(ბლოკის) და პარლამენტის წევრობის

დამოუკიდებელი კანდიდატის

ანგარიში

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

არჩევნებში მონაწილე პარტია, საარჩევნო ბლოკი, დამოუკიდებელი კანდიდატი

საარჩევნო ფონდის საბანკო რეკვიზიტები ––––––––––––––––

საარჩევნო ფონდის გახსნის თარიღი         ––––––––––––––––

საარჩევნო ფონდის დახურვის თარიღი      ––––––––––––––––

 

შემოსავლებისა და ხარჯების დასახელება

ხარჯების კოდი ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით

თანხა (ლარებში)

 

შემოსავლები:

 

 

1.

საკუთარი სახსრები

 

 

2.

საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა (რომლებშიც არ არის სახელმწიფოს წილი) შემოწირულობანი

 

 

3.

საქართველოს მოქალაქეთა შემოწირულობანი

 

 

4.

პოლიტიკურ გაერთიანებათა შემოწირულობანი

 

 

5.

უფასოდ მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა და სხვადასხვა სახის მომსახურების საფასური (საბაზრო ღირებულებით)

 

 

6.

სულ შემოსავლები

 

 

 

ხარჯები:

 

 

1.

შრომის ანაზღაურება

010100

 

2.

ანარიცხები დამქირავებლისგან:

010200

 

 

სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში

010201

 

 

დასაქმების სახელმწიფო ფონდში

010202

 

 

სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში

010203

 

3.

მივლინება

010300

 

 

მივლინება ქვეყნის შიგნით

010301

 

 

მივლინება ქვეყნის გარეთ

010302

 

4.

სხვა საქონელი და მომსახურება

010400

 

 

ოფისის ხარჯები

010401

 

 

კომუნალური მომსახურება

010402

 

 

ტრანსპორტისა და ტექნიკის საექსპლუატაციო ხარჯები

010406

 

 

სხვა მატერიალური დანახარჯები

010408

 

5.

ძირითადი კაპიტალის შეძენა

040000

 

 

სულ ხარჯები

 

 

 

ნაშთი

 

 

 

საარჩევნო ფონდის გამგებელი:

საარჩევნო ფონდის ბუღალტერი: