„აეროდრომის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №134 |
|
2020 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აეროდრომის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებით დამტკიცებულ „აეროდრომების სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 310150000.54.066.016062) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აეროდრომების სერტიფიცირების წესის (შემდგომში – წესი) შემუშავებისას გამოყენებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში – ჩიკაგოს კონცენცია) მე-14 (აეროდრომები) და მე-17 („საავიაციო უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან“) დანართების, საქართველოს საჰაერო კოდექსის XIV თავის („სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა“), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში – იკაო) ოფიციალური გამოცემების DOC-9774 (აეროდრომების სერტიფიცირების სახელმძღვანელო) და Doc 8973 (საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელო) და ევროკომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის №1254/2009 რეგულაციის მოთხოვნები“; ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. აეროდრომის ტერიტორიაზე, აეროდრომის ექსპლუატანტისაგან დამოუკიდებლად მოქმედი პირი – ავიასაწარმო (სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო, საწვავგასამართი საწარმო და სხვა), რომელიც დაკავშირებულია აეროდრომის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან, თავის საქმიანობას ახორციელებს ამ პირსა და აეროდრომის ექსპლუატანტს შორის სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც აეროდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირების, ასევე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხები“. 2. მე–5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აეროდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის №242 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამით“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 06 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესით“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 03 ივლისის №109 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესით“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: „ო) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი; პ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ნუსხა“. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“–„ყ“ ქვეპუნქტები: „ს) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის რაოდენობისა და საავიაციო უშიშროების ზომების შესაბამისობის შემოწმებას; ტ) საკონტროლო-გამტარი და მგზავრთა შემოწმების პუნქტების განლაგების და აღჭურვილობის შემოწმებას, მათ შორის, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების რაოდენობას, ტიპებს და განლაგებას; უ) ბარგის დახარისხებისა და შემოწმების ზონების შემოწმებას; ფ) პერიმეტრის დაცვის საშუალებების შემოწმებას; ქ) კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების მთლიანობის შემოწმებას; ღ) საავიაციო უშიშროების სამსახურის მორიგე ცვლის მოსასვენებელი ოთახებისა და საგუშაგოების, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის განლაგებისა და აღჭურვის შემოწმებას; ყ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად მოწყობილი სხვა სივრცეების, მოწყობილობებისა და საშუალებების შემოწმებას“; ბ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აეროდრომის პერსონალს გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, რათა უზრუნველყოს აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების განხორციელება, ხოლო საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების ზომების განხორციელება“; 4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, საქართველოს საჰაერო კოდექსით, ამ წესით და/ან საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია/შეიძლება გამოიწვიოს საავიაციო შემთხვევა/ინციდენტი ან საფრთხე შეუქმნა/შეუქმნას ფრენის უსაფრთხოება ან/და საავიაციო უშიშროებას“. 5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს მიერ მუდმივი ზედამხედველობისა და კონტროლის საკითხები რეგულირდება ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართით („აეროდრომები“), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის № 242 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამით“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესით“. 6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. ჩიკაგოს კონვენციით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან აეროდრომის შესაბამისობის უზრუნველყოფა აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 („აეროდრომები“) და მე-17 (საავიაციო უშიშროება) დანართებით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, ამ წესის, ფრენის უსაფრთხოებასა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტებით და აეროდრომის სერტიფიკატით გათვალისწინებული, აეროდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირების პირობების დაცვას“. 7. 23-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აეროდრომზე ბაზირებული საწარმოები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს და/ან საჰაერო ხომალდების მომსახურებას, უზრუნველყოფენ აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების დაცვას. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას ამ მოთხოვნების შესრულებაზე“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს, კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერ დროს შეუძლია აწარმოოს აეროდრომის შენობა-ნაგებობების, საშუალებების, დანადგარებისა და სამსახურების, საექსპლუატაციო პროცედურების შემოწმება და გამოცდა, ექსპლუატანტის საბუთებისა და ჩანაწერების, ასევე – ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების შემოწმება. 2. აეროდრომის ექსპლუატანტი, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აძლევს აეროდრომის კონტროლირებად და/ან დაცულ ზონებში შესვლის უფლებას, მათ შორის, აღჭურვილობის, ჩანაწერებისა და საბუთების, ასევე, ექსპლუატანტის პერსონალის კვალიფიკაციისა და მუშაობის ეფექტურობის შესამოწმებლად“. 9. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ადგილობრივი საფრთხეების გათვალისწინებით, ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული ადგილობრივი რისკის შეფასების საფუძველზე, რომლის შედეგიც შესათანხმებლად წარედგინება სააგენტოს, აეროდრომის ექსპლუატანტი შეიძლება ნაწილობრივ გათავისუფლდეს ამ წესით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისაგან და დაუწესდეს ამ წესის 31-ე მუხლით დადგენილი სასერტიფიკაციო მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფს აეროდრომზე საავიაციო უშიშროების ზომების ეფექტურად განხორციელებას. ასეთ აეროდრომებს მიეკუთვნება აეროდრომები, საიდანაც ხორციელდება ფრენები მხოლოდ ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით: ა)15 000 კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებით; ბ) ვერტმფრენებით; გ) საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად; დ) იმ ავიაგადამზიდველების, საჰაერო ხომალდების მწარმოებლების და ტექნიკური მომსახურების საწარმოების მიერ, რომლითაც არ ხორციელდება მგზავრების, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის, ტვირთის ან ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვა; ე) საწარმოს პერსონალის, მგზავრების ან საქონლის გადაზიდვის მიზნით, 45 500 კგ ან ნაკლები მაქსიმალური ასაფრენის მასის მქონე საჰაერო ხომალდებით განხორციელებული არაკომერციული ფრენები, რომლებიც სრულდება საწარმოს საქმიანობის მიზნით. 32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს რისკის შეფასების მეთოდოლოგიას. სამოქალაქო ავიაციაში საავიაციო უშიშროების რისკის შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.“. 10. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. აეროდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ორგანიზაცია 1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ღონისძიებათა კომპლექსით, რომლებიც ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურის შექმნას, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ინფრასტრუქტურის მოწყობას, აეროდრომების, საჰაერო ხომალდებისა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, მგზავრების, ხელბარგის, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის, ტვირთის, ფოსტის, საბორტო მარაგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, აეროპორტის მარაგის შემოწმების უზრუნველყოფას, მართლსაწინააღმდეგო ქმედების მცდელობის გამოვლენას და აღკვეთას. 2. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება აეროდრომებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პირების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურებისა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილი ორგანოების/სამსახურების მიერ. 3. აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახურები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა აღიჭურვონ ავტოტრანსპორტითა და სხვა მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც საჭიროა შემოწმების, დაშვების კონტროლისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. 4. საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა უნდა გაიარონ სამსახურებრივი მოვალეობის შესაბამისი მომზადება და მიიღონ მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი. 5. აეროდრომის ექსპლუატანტს უნდა ჰქონდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის გასატარებელი ღონისძიებები, ბაზირების აეროდრომის ექსპლუატაციის პირობების თავისებურებების, საჰაერო ხომალდების ფრენების გეოგრაფიის, ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდების ტიპების, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. 6. აეროდრომის მშენებლობისა და/ან რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან, უნდა ითვალისწინებდეს: ა) სამგზავრო ტერმინალის მოწყობას ისეთი სივრცის გარეშე, რომელიც ხელს შეუწყობს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეუმჩნევლად განთავსებას; ბ) ისეთ სამშენებლო მასალას, რომელიც აფეთქების ან სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში, გამოიწვევს მინიმალურ მსხვერპლსა და ეკონომიკურ ზარალს (მაგ: ლამინირებული/უნამსხვრევო მინა, შენობის გასამყარებელი საშუალებები და ა.შ); გ) გაფრენისა და მოფრენის დარბაზებისთვის ცალ-ცალკე სივრცეებს; დ) არაკონტროლირებადი და კონტროლირებადი ზონების ერთმანეთისგან გამოყოფას კედლით, საკონტროლო-გამტარი პუნქტით ან მგზავრთა შემოწმების პუნქტით; ე) საკმარის სივრცეს საკონტროლო-გამტარი პუნქტებისა და მგზავრთა შემოწმების პუნქტების განსათავსებლად; ვ) საკმარის სივრცეს საავიაციო უშიშროების სამსახურის, სასაზღვრო-საიმიგრაციო, საბაჟო და სამართალდამცავი ორგანოების სამსახურების პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახების განსათავსებლად; ზ) მკაფიოდ განსაზღვრულ კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს, უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით აღჭურვილ შემოწმების პუნქტებს მგზავრების, ხელბარგის და ბარგის შემოწმებისათვის; თ) საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმებისა და დახარისხების ზონას; ი) ოთახს მგზავრების მიერ დროებით შესანახად გადაცემული იარაღის, ტყვია-წამლის შესამოწმებლად და გადასაზიდად გასაფორმებლად; კ) სათავსს საჰაერო დაცვის ოფიცრის სამსახურებრივი იარაღის შესანახად; ლ) სივრცეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული უწყებების თანამშომლებისათვის; მ) საკმარისი რაოდენობის მოსასვენებელი ადგილების მქონე დასასვენებელ სივრცეს საავიაციო უშიშროების სამსახურის მორიგე ცვლისთვის, ადეკვატური ვენტილაციითა და სანიტარიული პირობებით; ნ) საკმარის სივრცეს მგზავრთა საავიაციო უშიშროების შემოწების პუნქტებსა და სასაზღვრო-საიმიგრაციო შემოწმების პუნქტებს შორის, ეფეტური და შეუფერხებელი შემოწმების უზრუნველსაყოფად; ო) საგუშაგოებს; პ) საკონტროლო-გამტარ პუნქტებს (შემდგომში – სგპ); ჟ) აეროდრომის პერიმეტრის შემოღობვას; რ) რისკის შეფასების საფუძველზე გამოყოფილ არაკონტროლირებად ზონას; ს) სივრცეს ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის ოპერირებისთვის. 7. კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა შესრულებას უზრუნველყოფს აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური. 8. აეროპორტის არაკონტროლირებად ზონაში საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა შესრულებას უზრუნველყოფს აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური და სამართალდამცავი ორგანოები ურთიერთკოორდინაციით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის № 241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად“. 11. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. აეროდრომის კონტროლირებადი ზონები, სასაშვო სისტემის ორგანიზება და საკონტროლო-გამტარი პუნქტების აღჭურვილობა 1. აეროდრომის ტერიტორიაზე სასაშვო სისტემის ორგანიზება ხორციელდება აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შესაბამისად. სასაშვო სისტემა უნდა ითვალისწინებდეს პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაშვების შეზღუდვებს ბაქანზე და აეროპორტის შენობაში არსებულ შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, სამიმოსვლო ბილიკებზე, ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ზონებში და ა.შ. სახელმწიფო და სამოქალაქო ავიაციის ერთობლივი ბაზირების აეროდრომებზე, ტერიტორიები უნდა იყოს გამიჯნული და შემოღობილი, დამაკავშირებელი სგპ-ებზე, აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ, უნდა ხორციელდებოდეს დაშვების კონტროლი. 2. მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ აეროდრომის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან დაიცვან სასაშვო სისტემით გათვალისწინებული მოთხოვნები. 3. აეროდრომის კონტროლირებად ზონაში დაუშვებელია აეროდრომის ექსპლუატანტის ნებართვის გარეშე ფოტო და ვიდეო აპარატურის გამოყენება; 4. აეროდრომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სგპ აღიჭურვება კავშირის, განათების საშუალებებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაციისა და შემოწმების საშუალებებით (ფარანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა ზონების ეფექტურად შემოწმებისთვის ღამის საათებში, სარკე ან ვიდეოდაკვირვების სისტემა ფსკერის შესამოწმებლად), ავტოსატრანსპორტო საშუალების შესამოწმებელი ბუფერული ზონით, რომელიც არაკონტროლირებადი და კონტროლირებადი ზონებისგან გამოყოფილი იქნება ავტომატურად გაღების მექანიზმიანი რკინის ჭიშკრებით, რომელიც მოქმედებაში მოდის დისტანციური მართვის საშუალებებით, ჩაკეტილი სატელევიზიო და ვიდეოჩაწერის სისტემით, საგანგაშო სიგნალიზაციით, აეროპორტის მარაგის, ბორტკვების, საბორტო მარაგის, თანმდევი საშუალებების და კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესატანი სხვა მასალების შესამოწმებლად განკუთვნილი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით, საავიაციო უშიშროების სამსახურის მორიგე ცვლის სამორიგეო და მოსასვენებელი ოთახებით, ასევე სველი წერტილებით. 5. აეროდრომის მგზავრის სტატუსის არმქონე პირების სგპ აღიჭურვება კავშირის საშუალებებით, პირების იდენტიფიკაციის საშუალებებითა და ტურნიკეტებით, ჩაკეტილი სატელევიზიო და ვიდეოჩაწერის სისტემით, საგანგაშო სიგნალიზაციით, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შესამოწმებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით. აეროპორტის შენობის გარეთ არსებული სგპ-ები უნდა აღიჭურვოს საავიაციო უშიშროების სამსამსახურის მორიგე ცვლის სამორიგეო და მოსასვენებელი ოთახებით, ასევე სველი წერტილებით. 6. სგპ-ში უნდა მოეწყოს სტენდი აეროდრომის მომქმედი საშვების და ყველა სახის საშვზე ხელისმომწერის უფლების მქონე თანამდებობის პირების ხელმოწერის, საშვებზე დატანილი აეროდრომის ექსპლუატანტის და სააგენტოს ბეჭდების ნიმუშებით. 7. აეროდრომის პერიმეტრის შემოღობვაში უნდა იყოს გათვალისწინებული საჭირო რაოდენობის სათადარიგო გასასვლელები, ჩამკეტი ჭიშკრებით და დამცავი სიგნალიზაციის სისტემით. სათადარიგო გასასვლელების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების მისასვლელად ცალკე მდგომ ობიექტებთან კონტროლდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ. 8. აეროდრომის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების კონტროლი უნდა განხორციელდეს სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 06 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესისა“ და სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 03 ივლისის №109 ბრძანებით დატკიცებული „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. 12. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. აეროდრომების ობიექტების დაცვის ორგანიზება და უზრუნველყოფა 1. აეროდრომის კონტროლირებად ზონაში მუდმივი დაცვის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს: ა) საჰაერო ხომალდები; ბ) ცალკე მდგომი ობიექტები და საწვავგამმართველი სატრანსპორტო საშუალებები; გ) საფოსტო-სატვირთო ტერმინალები; დ) ბორტკვების საწარმოები; ე) საწყობები; ვ) სანავიგაციო საშუალებები; ზ) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ზონები; თ) სგპ-ები. 2. აეროდრომის და სამოქალაქო ავიაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2,13-2,44 მეტრი სიმაღლის შემოღობვა გამაფრთხილებელი ანშლაგებით, რომლებიც კრძალავენ კონტროლირებად ზონაში შეღწევას. გამაფრთხილებელ ანშლაგებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 100 მეტრს. შემოღობვის გარე და შიდა ზონებში ვიზუალური წვდომის უზრუნველსაყოფად, პერიმეტრული შემოღობვისთვის გამოიყენება მყარი, გამჭვირვალე მასალა, ისეთი როგორიცაა, ლითონის ბადე, შედუღებული ლითონის ცხაური და ა.შ. შემოღობვის საძირკველი მყარად უნდა იყოს ჩამაგრებული მიწაში ბეტონით ან სხვა მყარი სამშენებლო მასალით. გამორიცხული უნდა იყოს კონსტრუქციის დემონტაჟი მარტივი ხერხით. 3. ღამის საათებში საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ პატრულირების ხელშეწყობის მიზნით, შემოღობვის მთელ პერიმეტრზე უნდა მოეწყოს განათება. დაცვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემა, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამცავი სიგნალიზაციის სისტემა, და დაცვის სხვა საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები, რომელთა ტიპები და სახეობები წინასწარ თანხმდება სააგენტოსთან. პერიმეტრის შემოღობვის ზემოდან უნდა დამონტაჟდეს სხვადასხვა პროფილის მეტალის კონსტრუქციები (მჩხვლეტავი, ეკალმავთულხლართი და სხვა). პერიმეტრული შემოღობვის შიდა და გარეთა მხარეს, 3მ სიგანის ზოლი უნდა გასუფთავდეს ნარჩენების, ბუჩქნარის და ხეებისაგან. ამ ზოლში დაუშვებელია იმგვარი საქმიანობა/ობიექტის განთავსება, რომელიც შეზღუდავს ხილვადობას. 4. აეროდრომების ობიექტების შემოღობვის გასწვრივ შეიძლება დამატებით დაიდგას: ა) საგუშაგო კოშკურები ან საყურებელი მოედნები შემოღობვის და მიმდებარე ტერიტორიის სამეთვალყურეოდ; ბ) სამსახურებრივი ძაღლების ბლოკ-საგუშაგოები; გ) დამცავი სიგნალიზაციის სისტემები; დ) დამრღვევის მიერ პერიმეტრის შემოღობვის გადალახვის ან მისი მცდელობის გამომვლენი და განგაშის მიმცემი ელექტრონული მოწყობილობები. 5. აეროდრომების შემოღობვის გასწვრივ, შიდა მხარეს, უნდა გაკეთდეს გზა საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეუფერხებლად პატრულირებისთვის. 6. აეროდრომზე გათვალისწინებული უნდა იყოს საჭირო რაოდენობის საკონტროლო-გამტარი პუნქტები მგზავრის სტატუსის არმქონე პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების კონტროლისა და შემოწმების შეუფერხებლად და ეფექტურად განხორციელების მიზნით“. 13. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. აეროდრომის ტერიტორიაზე გაფრენისწინა შემოწმების ორგანიზება და უზრუნველყოფა 1. გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. 2. მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმება ხორციელდება სგპ-ზე. 3. ავიაბილეთების გაყიდვის ადგილებში, მგზავრების რეგისტრაციის ზონებში, ბარგის გაფორმების და შემოწმების პუნქტების წინ უნდა უნდა განთავსდეს საავიაციო უშიშროების სპეციალური ინფორმაციის შემცველი ბანერები/ეკრანები/პლაკატები რომლებშიც, უნდა მიეთითოს საჰაერო ტრანსპორტით გადასატანად აკრძალული ნივთიერებები და საგნები. 4. მგზავრები, დელეგაციები, მათ შორის, პირები, რომელთა მომსახურება ხორციელდება ოფიციალურ პირთა დარბაზებში, საჰაერო ხომალდში დაიშვებიან რეგისტრაციისა და გაფრენისწინა შემოწმების დადგენილი წესით გავლის შემდეგ. 5. შემნახველ საკნებში ჩასაბარებელი ბარგი ექვემდებარება შემოწმებას დადგენილი წესით. 6. შემოწმების პუნქტები აღიჭურვება საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით, ვიდეოჩაწერის სისტემით აღჭურვილი ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით, რომლის ინფორმაციაც ინახება სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში, ელექტრომომარაგებით, საგანგაშო სიგნალიზაციით, სატელეფონო კავშირებით, მათ შორის, პირდაპირი კავშირით მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების სამსახურის დისპეტჩერთან, ბილეთების რეგისტრაციისა და ბარგის მიმღებ პუნქტებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. 7. შემოწმების პუნქტი შეიძლება იყოს ცენტრალიზებული ან ინდივიდუალური. დაგეგმარება უნდა განხორციელდეს გაფრენისწინა შემოწმებაგავლილი და შეუმოწმებელი მგზავრების ერთმანეთში არევის გამორიცხვის გათვალისწინებით. 8. სამგზავრო ტერმინალი უნდა ითვალისწინებდეს: ა) მგზავრთა შემოწმების პუნქტში, არანაკლებ 4კვ.მ-ის ფართობის მქონე, საჭირო რაოდენობის პირადი შემოწმების სათავსებს მგზავრთა პირადი შემოწმების ჩასატარებლად; ბ) სტერილურ ზონას ფართით 1 მგზავრზე არანაკლებ 1,7კვ.მ-ისა, რომელშიც განთავსდება სკამები და საერთო სარგებლობის სივრცეები; გ) ოფიციალური პირების და დელეგაციების დარბაზებში მგზავრების, ხელბარგის და ბარგის შესამოწმებელ პუნქტებს. 9. შემოწმების პუნქტის შესასვლელი და გასასვლელი კარებები არ უნდა იყოს ერთმანეთთან შეთავსებული, უნდა აღიჭურვონ საკეტებით და დამცავი სიგნალიზაციით. კარების გასაღებები უნდა ინახებოდეს საავიაციო უშიშროების სამსახურში. 10. შემოწმების პუნქტები უნდა შემოიღობოს, მასში შესასვლელი და გასასვლელი ისე უნდა მოეწყოს, რომ გამოირიცხოს უცხო პირების მხრიდან შემოწმების პროცესის დანახვა და შემოწმებულ მგზავრებთან კონტაქტი. 11. აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ყოველდღიურ შემოწმებას. მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ“. 14. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში ღონისძიებათა დაგეგმვა 1. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა (შემდგომში – გეგმა) განსაზღვრავს: ა) კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული საავარიო- ოპერატიული ცენტრის ფუნქციებსა და ოპერტიული შტაბის უფლებამოსილებებს; ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული ქვედანაყოფების ამოცანებსა და კოორდინაციის სქემებს; გ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას: გ.ა) შეტყობინებისა და კავშირის სქემას; გ.ბ) შექმნილი სიტუაციების რეგულირებისთვის საჭირო ძალებისა და საშუალებების რაოდენობას; გ.გ) მუქარის მიღებისა და შეფასების პროცედურებს. 2. შეტყობინების და კავშირის სქემა, აგრეთვე ძალების და საშუალებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საბოლოოდ მიეწოდება აეროდრომის სამსახურებსა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას. 3. აეროდრომის საავარიო-ოპერატიული ცენტრი აღიჭურვება: ა) საჭირო რაოდენობის სამუშაო მაგიდებითა და სკამებით; ბ) საკანცელარიო ნივთებით; გ) კომპიუტერული ტექნიკით (კომპიუტრი, პრინტერი, სკანერი და ა.შ.) ; დ) კავშირგაბმულობის საშუალებებით (სტაციონარული ტელეფონები, მობილური ტელეფონები, ინტერნეტი, სატელევიზიო, რადიო და სატელიტური კავშირის საშუალებები და ა.შ.); ე) აეროდრომის რუკებითა და სქემებით; ვ) აეროდრომის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით; ზ) საერთაშორისო და ეროვნული ნორმატიული ბაზის ბიბლიოთეკით; თ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული პირებისა და სხვა აუცილებელი საკონტაქტო მონაცემებით; ი) სათადარიგო ელექტროკვების წყაროთი; კ) სამზარეულოთი და სველი წერტილებით. 4. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას დაზარალებული მგზავრების ოჯახის წევრებისა და მასმედიის წარმომადგენლების განსათავსებელი სივრცეები. 5. აეროდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სპეციალური იზოლირებული სადგომი, სადაც გადაიყვანება საჰაერო ხომალდები, რომლებზეც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ან/და არსებობს ინფორმაცია ან ვარაუდი საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. 6. ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით, საეჭვო საგნების შემოწმებისათვის აეროდრომს უნდა გააჩნდეს სპეციალური ზონა, აღჭურვილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ლოკალიზატორებით. 7. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში აეროდრომის ექსპლუატანტის პერსონალი, ავიასაწარმოების თანამშრომლები და აეროდრომის ტერიტორიაზე საქმიანობის მწარმოებელი სხვა პირები ვალდებულნი არიან დახმარება გაუწიონ ოპერატიულ შტაბს სიტუაციის რეგულირებისათვის გატარებულ ღონისძიებებში, აეროდრომის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული სქემის თანახმად. 8. მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ვითარების დარეგულირებისთვის, აეროდრომის ექსპლუატანტს უფლება აქვს, აეროდრომზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიღოს უშიშროების დამატებითი ზომები, როგორიცაა: ფიზიკურ პირთა მოქმედების შეზღუდვა, საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების აკრძალვა ან შეზღუდვა, სამგზავრო ტერმინალისა და აეროდრომის სხვა ობიექტების შენობებიდან მგზავრების, პერსონალის და სხვა პირების გაყვანა“. |
| მუხლი 2 |
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-9 პუნქტით გათვალიწინებული 30-ე მუხლის 31 და 32 პუნქტებისა და მე-12 პუნქტით გათვალისწინებული 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტებრიდან.
2. ბრძანების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული 30-ე მუხლის 31 და 32 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 3. ბრძანების მე-12 პუნქტით გათვალისწინებული 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან. |
|