აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.08.2020
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/40
სარეგისტრაციო კოდი 010240030.33.062.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2020
matsne.gov.ge 1,455 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
სტაჟირება
წესით რეგულირებადი, არაანაზღაურებადი საქმიანობა სამინისტროში
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას
მუხლი 2
სტაჟიორობის კანდიდატი
პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სამინისტროში
მუხლი 2
პრაქტიკა
წესით რეგულირებადი არაანაზღაურებადი საქმიანობა სამინისტროში პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით
მუხლი 2
პრაქტიკანტი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის პრაქტიკას
მუხლი 2
სტუდენტი
პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე ან მაგისტრატურაში
მუხლი 2
ხელმძღვანელი
პირი,  რომელიც  უშუალო  კოორდინაციასა  და  ზედამხედველობას უწევს სტაჟიორს/პრაქტიკანტს მისთვის დაკისრებული საქმიანობის ფარგლებში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 პუნქტუალურობა/დისციპლინა
2 შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის დონე
3 დავალების შესრულების ხარისხი
4 დავალებების დადგენილ ვადებში  შესრულება
5 დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
6 გუნდურად მუშაობის უნარი
7 პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირება
8 ინიციატივის გამოვლენა
9 კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
10 კომუნიკაციის უნარი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი
შეფასების კრიტერიუმები
უცხო ენები უცხო ენების ცოდნა
□ ინგლისური □ სუსტად
□ რუსული □ სუსტად
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 09.07.2024 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 92% 04.03.2026 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 12.04.2017 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 90% 04.04.2017 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 90% 30.11.2022

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №01/40 2020 წლის 5 აგვისტო ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა  და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ და „ლ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ 1.დამტკიცდეს: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი (დანართი №1); ბ) სტაჟირების/პრაქტიკის სააპლიკაციო ფორმა (დანართი №2); გ) სტაჟიორის/პრაქტიკანტის შეფასების ფორმა (დანართი №3); დ) სერთიფიკატის ფორმა (დანართი №4). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 14 მარტის  №01/16  ბრძანება; 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრიივანე დოლიძე დანართი №1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. სამინისტრო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით უზრუნველყოფს სტაჟიორთა მიღებას, ხოლო სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით – პრაქტიკანტთა მიღებას. მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – წესით რეგულირებადი, არაანაზღაურებადი საქმიანობა სამინისტროში; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) სტაჟიორობის კანდიდატი – პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სამინისტროში; დ) პრაქტიკა – წესით რეგულირებადი არაანაზღაურებადი საქმიანობა სამინისტროში პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით; ე) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის პრაქტიკას; ვ) სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე ან მაგისტრატურაში; ზ)  ხელმძღვანელი – პირი,  რომელიც  უშუალო  კოორდინაციასა  და  ზედამხედველობას უწევს სტაჟიორს/პრაქტიკანტს მისთვის დაკისრებული საქმიანობის ფარგლებში. თავი II. სტაჟიორად მიღება მუხლი 3🔗 1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას. 2. სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მინისტრი. 3. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 6 თვეზე ნაკლები ვადით მიღებულ სტაჟიორს, შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 4. სამინისტროს  მიერ სტაჟირების გამოცხადების თაობაზე განაცხადი შეიძლება განთავსდეს სამინისტროს  ვებგვერდზე (abkhazia.gov.ge). 5. სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შემთხვევაში, კანდიდატი  განცხადებას წარადგენს სამინისტროში. მუხლი 4🔗 1. სტაჟიორის მიღების    შესახებ    გადაწყვეტილებას    იღებს    აფხაზეთის    ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის  მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. სამინისტროში სტაჟიორთა მიღების საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი. მუხლი 5🔗 სტაჟირების დაწყებამდე პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) CV/რეზიუმე; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; ე) 2 ფოტოსურათი 3/4-ზე. მუხლი 6🔗 1. განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის მინისტრთან. 2. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მინისტრი განსაზღვრავს  სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. თავი III. პრაქტიკანტად მიღება მუხლი 7🔗 1. პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო სწავლების საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტი, საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას. 2. შესაბამისი  სტრუქტურული  ქვედანაყოფის  ხელმძღვანელთან  გასაუბრების  შედეგების გათვალისწინებით  კანდიდატი დაშვებული იქნება პრაქტიკაზე. მუხლი 8🔗 სტუდენტმა სამინისტროში  პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) CV/რეზიუმე; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; ე)  სტუდენტის მოწმობის წიგნაკი ან ცნობა აკადემიური მიღწევის შესახებ; ვ) 2 ფოტოსურათი 3/4-ზე. მუხლი 9🔗 გადაწყვეტილებას სტუდენტის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მინისტრი განსაზღვრავს პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. თავი IV. სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები მუხლი 10🔗 1. სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიღების შემდეგ მათ ენიშნებათ  ხელმძღვანელი. 2. სტაჟიორს/პრაქტიკანტს ხელმძღვანელის თანხმობით უფლება აქვს: ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს; ბ) დაესწროს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, გაეცნოს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში; გ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 3. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ხელმძღვანელის მითითებით ასრულებს კონკრეტულ დავალებებს, რომელიც შედის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში. 4. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია: ა) დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა როგორც სტაჟირების/პრაქტიკის პერიოდში, ისე მისი დასრულების შემდგომ; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ; გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებები, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობიდან; დ) წინასწარ ცნობილი მიზეზებით სამინისტროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია წინასწარ აცნობოს ხელმძღვანელს სამინისტროში არყოფნის სავარაუდო პერიოდის შესახებ. თავი V. სამინისტროს მოვალეობები მუხლი 11🔗 1. სამინისტრო სტაჟიორს/პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ- ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის/პრაქტიკანტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს  ხელმძღვანელი, რომელიც პირადად აკონტროლებს მის მუშაობას, აწვდის სასწავლო თემატიკას და აძლევს სხვადასხვა დავალებებს. 3. ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს/პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწოდოს მას დროული და სწორი ინფორმაცია. თავი VI. სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის სხვა პირობები მუხლი 12🔗 1. სტაჟირების/პრაქტიკის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სტაჟიორის/პრაქტიკანტის პირადი განცხადება; ბ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში სტაჟირების/პრაქტიკის გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით. დ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა; ე) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა. 2. სტაჟირების/პრაქტიკანტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. მუხლი 13🔗 სტაჟიორი ან პრაქტიკანტი, რომელსაც სტაჟირების ან პრაქტიკის ვადა შეუწყდა მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროში განმეორებით სტაჟირებაზე ან პრაქტიკაზე არ დაიშვება. მუხლი 14🔗 იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი/პრაქტიკანტი, კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმდა სამინისტროში, მას სტაჟირება/პრაქტიკა  ჩაეთვლება წარმატებით გავლილად, რისთვისაც სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დანართი №4), ხოლო პრაქტიკანტს – პრაქტიკის წარმატებით გავლის დამადასტურებელი ცნობა. მუხლი 15🔗 1. სტაჟიორის/პრაქტიკანტის შეფასება ხდება უშუალო ხელმძღვანელის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ. 2. სტაჟიორის/პრაქტიკანტის შეფასება ხდება სტაჟირების/პრაქტიკის დასრულებისას. 3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას წარუდგინოს სტაჟიორის/პრაქტიკანტის  შეფასება (დანართი №3). 4. სტაჟიორი/პრაკტიკანტი ფასდება ქულათა სისტემით 1-დან 4 ქულის ჩათვლით. შეფასება ხორციელდება მთელი ქულებით და გამოიანგარიშება საშუალო ქულა. 5. პრაქტიკანტს/სტაჟიორს სტაჟირება/პრაქტიკა გავლილად ჩაეთვლება, თუ მისი შეფასება მინიმუმ 2 ქულაა. 6. სტაჟიორს,  რომლის შეფასება 2 ქულაა, სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატში  ჩაეწერება – ,,გაიარა“ (დანართი №4). 7. სტაჟიორს  სტაჟირება  წარმატებით  გავლილად ჩაეთვლება,  თუ მისი შეფასება 3 ქულა ან 3  ქულაზე  მაღალია და მას სტაჟირების გავლის  დამადასტურებელ  სერტიფიკატში ჩაეწერება – „წარმატებით გაიარა“ (დანართი №4). 8. პრაქტიკისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ პრაქტიკანტს გადაეცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა. 9. პრაქტიკანტი, რომელიც შეფასებაში მიიღებს 3 ქულას ან 3 ქულაზე მეტს, პრაქტიკის გავლის დამადასტურებელ ცნობაში ჩაეწერება – „წარმატებით გაიარა“. 10. პრაქტიკანტი, რომელიც შეფასებაში მიიღებს 2 ქულას, პრაქტიკის გავლის დამადასტურებელ ცნობაში ჩაეწერება – „გაიარა“. თავი VII დავის გადაწყვეტა მუხლი 16🔗 დავები, რომლებიც წარმოიშობა სტაჟირებასთან/პრაქტიკასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2  სტაჟიორის /პრაქტიკანტის სააპლიკაციო ფორმა პირადი ინფორმაცია გვარი, სახელი, მამის სახელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––– მოქალაქეობა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბადების რიცხვი, თვე, წელი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––– ოჯახური მდგომარეობა: □ დასაოჯახებელი       □ დაოჯახებული          □ განქორწინებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– □ პირადობის მოწმობის □ პასპორტის №   □   პირადი №  –––––––––––––––––––––– სახლის ტელეფონის №:  ––––––––––––––––  მობილური ტელეფონის №: –––––––––––––––– ელფოსტა:  –––––––––––––––––––––––– განათლება № საგანმანათლებლო დაწესებულება საგანმანათლებლო პერიოდი ფაკულტეტი/ მიმართულება ხარისხი უცხო ენები (მიუთითეთ, რომელ უცხო ენებს ფლობთ და რა დონეზე) უცხო ენები უცხო ენების ცოდნა □ ინგლისური □ სუსტად □ საშუალოდ □ კარგად □ ძალიან კარგად □ რუსული □ სუსტად □ საშუალოდ □ კარგად □ ძალიან კარგად □ გერმანული □ სუსტად □ საშუალოდ □ კარგად □ ძალიან კარგად □ ფრანგული □ სუსტად □ საშუალოდ □ კარგად □ ძალიან კარგად □ სხვა (მიუთითეთ რომელი) □ სუსტად □ საშუალოდ □ კარგად □ ძალიან კარგად კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მიუთითეთ რომელი პროგრამები იცით) პროგრამები პროგრამების ცოდნა □ სუსტად □ საშუალოდ □ კარგად □ ძალიან კარგად □ სუსტად □ საშუალოდ □ კარგად □ ძალიან კარგად □ სუსტად □ საშუალოდ □ კარგად □ ძალიან კარგად □ სუსტად □ საშუალოდ □ კარგად □ ძალიან კარგად □ სუსტად □ საშუალოდ □ კარგად □ ძალიან კარგად სამუშაო გამოცდილება № ორგანიზაციის დასახელება თანამდებობა სამუშაო პერიოდი ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს . თანახმა ვარ , სამინისტროს მიერ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია! შევსების თარიღი:         ––––––––––––––––––––––––––– 202    წელი პირადი ხელმოწერა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––– დანართი №3 სტაჟიორის /პრაქტიკანტის შეფასების ფორმა დაწესებულება (დასახელება): –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--- სტრუქტურული ერთეული: ––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------- სტაჟიორის სახელი/გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სტაჟიორის ხელმძღვანელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შევსების პერიოდი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  №  შეფასების კრიტერიუმები  მიუღებელი (1) საშუალო (2) კარგი (3) ძალიან კარგი(4) 1 პუნქტუალურობა/დისციპლინა 2 შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის დონე 3 დავალების შესრულების ხარისხი 4 დავალებების დადგენილ ვადებში  შესრულება 5 დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 6 გუნდურად მუშაობის უნარი 7 პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირება 8 ინიციატივის გამოვლენა 9 კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი 10 კომუნიკაციის უნარი საბოლოო ქულა  (საშუალო არითმეტიკული) დამატებითი კომენტარი/რეკომენდაცია სტაჟიორის შეფასებასთან დაკავშირებით: ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- სტაჟიორის/პრაქტიკანტის ხელმძღვანელის ხელმოწერა:  ---------------------------- სტაჟიორის/პრაქტიკანტის ხელმოწერა:  ------------------------------------