აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ
მიღების თარიღი 08.08.2020
ძალაში შესვლა 01.03.2025
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №135-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 430210000.30.056.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების
ხელშეწყობის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კ ა ნ ო ნ ი
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების
ხელშეწყობის შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
ეს კანონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის პირობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განათლება – სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მოიცავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლება არის: ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი;
ბ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;
გ) პროფესიული განათლება – განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პირისთვის იმ კომპეტენციის/კომპეტენციების გამომუშავებას, რომელსაც/რომლებსაც მოითხოვს კონკრეტული პროფესია ან/და შრომის ბაზარი და რომელიც/რომლებიც მიმართულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ;
დ) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6−მე-8 დონეების შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას და დასტურდება კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;
ე) სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო განათლება – სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე;
ვ) არაფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას;
ზ) სკოლისგარეშე სასპორტო განათლება – სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფუძნებული განათლება, რომელსაც სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე;
თ) ინკლუზიური განათლება – თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება;
ი) გრანტი – გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსი ფულადი ან ნატურალური ფორმით;
კ) განათლების სისტემაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაფუძნებული დაწესებულება, რომლის დებულებას ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი და რომლის ხელმძღვანელსაც შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრი;
ლ) ქონება – საგანმანათლებლო, სახელოვნებო, სასპორტო, პროფესიული, უმაღლესი დაწესებულებებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ქონება;
მ) განათლების სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულებები – კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ამტკიცებს წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს. ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებზეც სამინისტრო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
ნ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 თებერვლის კანონი №27-რს - ვებგვერდი, 26.02.2025წ.
მუხლი 3🔗.
კანონის ძირითადი მიზნებია
1.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების სფეროში უზრუნველყოს:
ა) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა;
გ) სახელოვნებო და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
დ) სკოლისგარეშე სასპორტო განათლების მხარდაჭერა;
ე) ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა;
ვ) განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2. განათლების სფეროში საქართველოს ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გატარებისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება.
მუხლი 4🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების ფუნქციები განათლების ხელშეწყობის სფეროში
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გასცემს რეკომენდაციებს განათლების ხელშეწყობის პრიორიტეტების განსაზღვრისას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ახორციელებენ ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების შექმნას, მართვას და მხარდაჭერას.
მუხლი 5🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება განათლების ხელშეწყობის სფეროში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო):
ა) განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, განათლების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახორციელებს შესაბამის პროგრამებს;
ბ) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
გ) ახორციელებს: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, სახელოვნებო და არაფორმალური განათლების, სკოლისგარეშე სასპორტო განათლების, ინკლუზიური განათლების, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის პროგრამებს;
დ) გასცემს გრანტს;
ე) აფუძნებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შესაბამის სფეროში;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ პირებს;
ზ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებას მისცეს წერილობითი გაფრთხილება;
თ) სამინისტრო უფლებამოსილია, სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება, თუ დაწესებულება ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
კ) უფლებამოსილია:
კ.ა) საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე;
კ.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
ლ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საქართველოს კანონმდებლობით,
„
ზოგადი განათლების შესახებ
“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
მ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კოორდინაციით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 თებერვლის კანონი №27-რს - ვებგვერდი, 26.02.2025წ.
მუხლი 6🔗.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ქონება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები მისთვის კანონმდებლობით გადაცემულ ქონებას განკარგავენ შესაბამისი სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 7🔗.
განათლების სფეროს დაფინანსებააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, უმაღლესი, პროფესიული, სკოლამდელი, ზოგადი, სახელოვნებო, სასპორტო, სკოლისგარეშე, არაფორმალური
განათლების პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 თებერვლის კანონი №27-რს - ვებგვერდი, 26.02.2025წ.
მუხლი 8🔗.
კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე
ბათუმი,
8 აგვისტო 2020 წ.
N135-უ.ს.რ.ს.