„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№596
სარეგისტრაციო კოდი
170020000.22.027.017090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №596

2020 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 170020000.22.027.017075) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:

„42. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში, სადაც საქმიანობს ამ მუხლით გაცემული ნებართვის საფუძველზე შესაბამისი ნოტარიუსი (სანოტარო ბიურო), ეპიდემიური კერების სამართავად  შემოღებულ იქნება განსაკუთრებული შემზღუდავი ღონისძიებები (მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში შესვლის, გასვლის, მიმოსვლის  შეზღუდვა და სხვ.) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი), შემზღუდავი ღონისძიებების მოქმედების ვადით, უფლებამოსილია შეაჩეროს ამ ნოტარიუსის (სანოტარო ბიუროს) საქმიანობის ნებართვა, რის შესახებაც ინფორმაციას სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) დაუყოვნებლივ აწვდის საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) უფლებამოსილია აღადგინოს შეჩერებული ნებართვის მოქმედება შემზღუდავი ღონისძიებების მოქმედების დასრულებამდეც, რაც ასევე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი