„ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.803
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №53/1999
1999 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური
ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, საორგანიზაციო განყოფილების გამგის დემირ ნოზაძისა და ამავე განყოფილების თანამშრომლის დალი დავითაშვილის შემადგენლობით.
2. დაევალოს ჯგუფს, მიიღოს ცნობა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გადადგომის შესახებ და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. ჯგუფმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდოს ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამართულ პირველივე სხდომაზე.
თავმჯდომარის მოადგილე გ. ზესაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/49612/