თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 11.08.2020
ძალაში შესვლა 01.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 779 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.08.2020 მიღება
01.09.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება 94% 11.08.2020 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.04.2019 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემედებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 20.04.2021 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 18.04.2019 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 17.02.2017

დოკუმენტის ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №9 2020 წლის 11 აგვისტო ქ.თბილისი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗. 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიებში საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობისა და მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: ა) განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სამოქალაქო საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა.ა) სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავები, გარდა საკუთრების, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული დავები; გაკოტრების საქმეთა წარმოება; ა.ბ) ვალდებულებით-სამართლებრივი დავები და აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული დავები, გარდა ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავებისა; ა.გ) საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული სესხის (მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული სესხის) ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს და აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული დავები; ა.დ) საოჯახო სამართლებრივი დავები; სამემკვიდრეო დავები;  ა.ე) უდავო წარმოების საქმეები; გამარტივებული წარმოების საქმეები; შრომითი სამართლებრივი დავები; მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული  დავები;  პირადი  არაქონებრივი  უფლებების  დაცვასთან დაკავშირებული დავები; ნაწარმოების გამოყენების აკრძალვის და საავტორო უფლების მფლობელთან დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები;  ა.ვ) კომერციული დავები (ამ დადგენილების მიზნებისთვის, კომერციულ დავას წარმოადგენს და მხოლოდ ამ ქვეპუნქტს განეკუთვნება ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი კატეგორიის ქონებრივ-სამართლებრივი დავა, გარდა საოჯახო სამართლებრივი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მორალური ზიანის ანაზღაურების  შესახებ სარჩელებისა), თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს; სამეწარმეო სამართლებრივი დავები; ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები, გარდა ნაწარმოების გამოყენების აკრძალვის და საავტორო უფლების მფლობელთან დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ დავებისა; ბ) განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ადმინისტრაციულ საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ბ.ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე დავები; ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების თაობაზე დავები; აღიარებითი სარჩელის თაობაზე დავები; საგადასახადო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები (სხვა დავები); სააღსრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​​​1-VII​​​6, VII​​​10-VII​​​13 და VII​​​1​6-VII​1​7 თავებით განსაზღვრული დავები; ბ.ბ) სახელმწიფო სოციალური დაცვის თაობაზე დავები; ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების თაობაზე დავები; შრომითი დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის   VII​​​1-VII​​​5, VII​​​7, VII​​​9, VII​​​11-VII​​​1​5 და VII​​​1​7 თავებით განსაზღვრული დავები;  ბ.გ) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავები; მიწის კანონმდებლობიდან და სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავები; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​​​1-VII​​​5, VII​​​8, VII​​​11-VII​​​13 და VII​​​1​7 თავებით განსაზღვრული დავები; ბ.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველი საქმეები; გ) განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში სისხლის სამართლის საქმეთა შემდეგი კატეგორიებისა და სისხლის სამართლის პროცესის შემდეგი ეტაპების მიხედვით: გ.ა) არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაული; ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეები; წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე შესული შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე; გ.ბ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლისა); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ; დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (ტერორიზმი; სამოხელეო დანაშაული; დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ); გ.გ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში; დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ; სატრანსპორტო დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა; სამოხელეო დანაშაული); დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ; გ.დ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში; კიბერდანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (სამოხელეო დანაშაული); დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ; დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ; დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ; გ.ე) გამოძიების ეტაპი (ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, შუამდგომლობები გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის, ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, გამოძიების ეტაპთან დაკავშირებული სხვა საკითხები, გარდა წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შესული შუამდგომლობებისა); გ.ვ) წინასასამართლო სხდომის ეტაპი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“-„გ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლე ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმეთა კატეგორიების მიხედვით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ სასამართლოში შესულ შუამდგომლობებს, წარდგინებებსა და სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი                                                                                           გიორგი მიქაუტაძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიგიორგი მიქაუტაძე