თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 11.08.2020
ძალაში შესვლა 01.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება №10
2020 წლის 11 აგვისტო
ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗.
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის, კოლეგიურად განსახილველ საქმეთა კატეგორიებისა და მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის 21 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
ა) განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია სამოქალაქო საქმეთა პალატაში სამოქალაქო საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა.ა) სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავები; საოჯახო სამართლებრივი დავები; სამემკვიდრეო დავები;
ა.ბ) ვალდებულებით-სამართლებრივი დავები;
ა.გ) კომერციული დავები (ამ დადგენილების მიზნებისთვის, კომერციულ დავას წარმოადგენს და მხოლოდ ამ ქვეპუნქტს განეკუთვნება ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი კატეგორიის ქონებრივ-სამართლებრივი დავა, გარდა საოჯახო სამართლებრივი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებისა), თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს; სამეწარმეო სამართლებრივი დავები; უდავო წარმოების საქმეები; გამარტივებული წარმოების საქმეები; შრომითი სამართლებრივი დავები; მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავები; პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები; ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები;
ა.დ) არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები, მათ შორის, განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ/შუამდგომლობა არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეზე;
ბ) განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ადმინისტრაციულ საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ბ.ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე დავები; ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების თაობაზე დავები; აღიარებითი სარჩელის თაობაზე დავები; სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავები; სახელმწიფო სოციალური დაცვის თაობაზე დავები; საგადასახადო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VIII-VII17 თავებით განსაზღვრული დავები;
ბ.ბ) ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების თაობაზე დავები; შრომითი დავები; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავები; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები; მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VIII -VII17 თავებით განსაზღვრული დავები;
ბ.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველი საქმეები;
გ) განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
გ.ა) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლისა); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ; დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (ტერორიზმი; სამოხელეო დანაშაული; დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ);
გ.ბ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში; დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ; სატრანსპორტო დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა; სამოხელეო დანაშაული); დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ;
გ.გ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში; კიბერდანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (სამოხელეო დანაშაული); დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ; დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ; დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 30 იანვრის №1 დადგენილების დანართი 20-ით დამტკიცებული „საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები თანაბრად განიხილავენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობებს, საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 282-289-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებზე და სხვა კატეგორიის საქმეებს.
3. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 581 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულმა სისხლის სამართლის საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ შესაძლებელია იმავე პალატის სხვა ვიწრო სპეციალიზაციის საქმის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.
4. სამართალწარმოების მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ სასამართლოში შემოსულ შუამდგომლობებს და სხვა დამატებით საკითხებს განიხილავს საქმის განმხილველი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლე.
5. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, საქმეს განიხილავს გადაწყვეტილების/განჩინების გამომტანი მოსამართლე, ხოლო მისი უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა სასამართლოში/კოლეგიაში/პალატაში/ვიწრო სპეციალიზაციაში გადასვლის ან სხვა სასამართლოში მივლინების შემთხვევაში – შესაბამისი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლე.
6. ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა შემადგენლობას განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით.
7. სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების შესაბამის ვიწრო სპეციალიზაციაში განაწილებას უზრუნველყოფს სასამართლოს კანცელარია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 30 იანვრის №1 დადგენილების დანართი 20-ით დამტკიცებული „საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მიხედვით.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიგიორგი მიქაუტაძე