საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2020
ძალაში შესვლა 01.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №036
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,240 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2020 მიღება
01.09.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი 94% 30.11.2018 საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 91% 26.08.2020 საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 89% 15.01.2026 პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ ძალიან დატვირთული 88% 10.12.2020 საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 88% 30.10.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №036 2020 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,შ“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა  რანგირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომელთა რანგირების წესსა და პირობებს. 2. რანგირების მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა კარიერის სწორად დაგეგვმა და განვითარება, მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. 3. რანგი ენიჭება  კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპების დაცვით. 4. ამ წესით განსაზღვრულ რანგირებას ექვემდებარებიან პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები. 5. რანგირებას არ ექვემდებარებიან  პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები და მათი მოადგილეები, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის პრაქტიკანტი, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 6. პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელს ამ წესით განსაზღვრულ რანგს ანიჭებს, უცვლის ანდა უცვლელად ტოვებს  საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი) შესაბამისი ბრძანებით. 7. მეორე და პირველი რანგის პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი იღებს  შესაბამის სახელფასო დანამატს. მუხლი 2🔗. რანგირების სისტემა ამ წესით განსაზღვრული რანგირების სისტემა ერთიანია საქართველოს გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის. მუხლი 3🔗. რანგები 1. პროკურატურაში წესდება შემდეგი რანგები: ა) პირველი რანგი; ბ) მეორე რანგი; გ) მესამე რანგი. 2. რანგის მინიჭება და შეცვლა წარმოებს თანმიმდევრობით, რიგითობის დაცვით, რანგის გამოტოვების გარეშე. 3. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის  სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) რეკომენდაციის საფუძველზე, მოტივირებული გადაწყვეტილებით, პროკურორს ანდა პროკურატურის გამომძიებელს რანგი მიანიჭოს ან შეუცვალოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის დაცვის გარეშე, შესაბამისი საფეხურის გამოტოვებით. მუხლი 4🔗. რანგის მინიჭების, შეცვლის ან უცვლელად დატოვების ზოგადი საფუძვლები 1. პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლისთვის რანგის მინიჭების ან შეცვლის საკითხს განიხილავს და გენერალურ პროკურორს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საბჭო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას საბჭო მხედველობაში იღებს: ა) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგებს; ბ) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომით სტაჟს, რომელიც, მეორე რანგის მისანიჭებლად არ უნდა იყოს  პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის 2 წლის სტაჟზე ნაკლები, ხოლო პირველი რანგის მისანიჭებლად – პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის 3 წლის სტაჟზე ნაკლები; გ) ინფორმაციას წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ; დ) ინფორმაციას განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის შესახებ; ე) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ხელმძღვანელის წარდგინებას (დახასიათებას), რომელიც ასევე მოიცავს ინფორმაციას პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შესახებ (დანართი N1); ვ) გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  წარდგინებას; ზ)  გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგლის ან მოადგილეების წარდგინებას. 3. პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლისთვის რანგის მინიჭების/შეცვლასთან დაკავშირებით მასალების საბჭოსთვის გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). გადაწყვეტილების მიღებისას სამდივნო მხედველობაში იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შეფასების შედეგებსა და მასალებს სამდივნოს წარუდგენს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი. 5. ინფორმაციას შრომითი სტაჟის, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის, ასევე მენტორობის შესახებ, სამდივნოს წარუდგენს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. 6. ინფორმაციას პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიმართ დისციპლინური წარმოების შესახებ სამდივნოს წარუდგენს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია. 7. ინფორმაციას პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის შესახებ სამდივნოს წარუდგენს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაცია. 8. ინფორმაციას პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შედეგების შესახებ, მათ შორის ინფორმაციას განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის შესახებ, სამდივნოს წარუდგენს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი. მუხლი 5🔗. რანგის მინიჭების ვადები 1. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს მორიგი რანგი შესაძლოა მიენიჭოს, როგორც წესი,  წინა რანგის მინიჭებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ, შეფასების შედეგების გათვალისწინებით. 2. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლისთვის რანგის მინიჭება/შეცვლა როგორც წესი,  შესაძლებელია საქმიანობის ყოველი შეფასების შემდეგ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვით. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რანგის მინიჭების/შეცვლის საკითხის განხილვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვის გარეშე შესაძლებელია პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ხელმძღვანელის ან/და გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  მოტივირებული და დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე ან რანგის შეცვლის დისციპლინურ სახდელად გამოყენებისას. 3. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე მორიგი რანგი არ მიენიჭება. 4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიმართ დისციპლინური წარმოება მხედველობაში იქნება მიღებული რანგის მინიჭების/შეცვლის საკითხის განიხილვისას. მუხლი 6🔗. მესამე რანგი 1. მესამე რანგი ენიჭება: ა) სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნულ პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს; ბ) საკადრო რეზერვიდან პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნულ ყოფილ სტაჟიორს; გ) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით დანიშნულ პირს; დ) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშნულ პირს. 2. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს მესამე რანგი შეიძლება მიენიჭოს: ა)  საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, პირველი ან მეორე რანგის მესამე რანგით შეცვლის შემთხვევაში; ბ) საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, მესამე რანგის უცვლელად დატოვების შემთხვევაში; გ) დისციპლინური სახდელის სახედ, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანისას. მუხლი 7🔗. მეორე რანგი პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, საბჭოს რეკომენდაციით, მეორე რანგი ენიჭება: ა) საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, მესამე რანგის მეორე რანგით შეცვლის შემთხვევაში (რანგის მომატება); ბ) საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, პირველი რანგის მეორე რანგით შეცვლის შემთხვევაში; გ) საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, მეორე რანგის უცვლელად დატოვების შემთხვევაში; დ) დისციპლინური სახდელის სახედ, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანისას. მუხლი 8🔗. პირველი რანგი პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, საბჭოს რეკომენდაციით, პირველი რანგი ენიჭება: ა) საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, მეორე რანგის პირველი რანგით შეცვლის შემთხვევაში (რანგის მომატება); ბ) საქმიანობის  შეფასების შედეგების საფუძველზე, პირველი რანგის უცვლელად დატოვების შემთხვევაში. მუხლი 9🔗. რანგის მინიჭების/შეცვლის ცალკეული შემთხვევები 1. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს სხვა პოზიციაზე გადაყვანისას, შიდა კონკურსისა და თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესით სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას, უნარჩუნდება არსებული რანგი. 2. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებლს ხელმძღვანელი თანამდებობიდან სხვა, არახელმძღვანელ თანამდებობაზე გადაყვანისას, რანგის არარსებობის შემთხვევაში, ენიჭება მესამე რანგი. 3. ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურებულ პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, არახელმძღვანელ თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში უნარჩუნდება დაწინაურებამდე არსებული რანგი. 4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით დაქვეითების გამოყენებისას, მის რანგს, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 5. რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში, პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს, პროკურატურის სისტემაში სხვა ვაკანტურ პოზიციაზე დანიშვნისას, უნარჩუნდება არსებული რანგი. 6. რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო პროკურატურის სისტემის საკადრო რეზერვში ჩარიცხულ პირს, შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისას, უნარჩუნდება რეორგანიზაციამდე/შტატების შემცირებამდე არსებული  რანგი. 7. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება არსებული რანგი. 8. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის დანიშვნისას, მას არ მიენიჭება საწყისი რანგი და უნარჩუნდება დათხოვნის მომენტისათვის არსებული რანგი, თუ იგი ბოლო 2 წლის განმავლობაში დათხოვნილი იყო  ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ა) პირადი განცხადებით; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; გ) სხვა სამსახურში გადასვლის გამო. მუხლი 10🔗. რანგის მინიჭების/შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება რანგის მინიჭების/შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საერთო წესით, გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. მუხლი 11🔗. რანგის თავდაპირველად მინიჭება 1. ამ წესის ამოქმედებისთანავე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებს მიენიჭებათ მესამე რანგი.   2. საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, შესაძლებელია პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის მეორე ან პირველი რანგის მინიჭება. 3. მეორე ან პირველი რანგის მინიჭებისას, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველია ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან ერთად: ა) მეორე რანგის მისანიჭებლად – პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ მაღალი ან უმაღლესი შეფასების მიღება, თუ მას აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლის  სტაჟი; ბ) პირველი რანგის მისანიჭებლად – პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ უმაღლესი შეფასების შემთხვევაში, თუ მას აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. დანართი N1 წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა ადგენს პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი რანგის მინიჭების/ცვლილების დროს. უნდა მიეთითოს: პროკურატურის თანამშრომლის სახელი, გვარი: დაკავებული თანამდებობა: როდიდან მუშაობს მოცემულ თანამდებობაზე: ინფორმაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში თანამშრომლის საქმიანობის შესახებ: საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სპეციალიზაცია, ძირითადი მიღწევები და გამოწვევები, ინფორმაცია განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის შესახებ და ა.შ. თანამშრომლის პიროვნული და საქმიანი თვისებები: (გთხოვთ მიუთითოთ კონკრეტული ქულა) 0-დან 65-ქულამდე - დაბალი შეფასება; 65-დან 75-ქულამდე - საშუალოზე დაბალი შეფასება; 75-დან  85-ქულამდე საშუალო შეფასება; 85-ქულიდან  90-ქულამდე - მაღალი; 90-დან 100-ქულამდე უმაღლესი შეფასება. საერთო დახასიათება: დადებითი ან უარყოფითი ხელმძღვანელის რეკომენდაცია თანამშრომლის სამომავლო საქმიანობის შესახებ: ხელმძღვანელის რეკომენდაცია რანგის მინიჭების/ცვლილების შესახებ. ხელმოწერა თარიღი შენიშვნა: თუ წინა რანგის მინიჭების შემდეგ (ბოლო 2 წლის განმავლობაში) თანამშრომელმა ერთხელ ან რამდენჯერმე შეიცვალა თანამადებობა, წარდგინებას აკეთებს ბოლო ხელმძღვანელი და ითვალისწინებს წინა თანამდებობაზე არსებულ მონაცემებს. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე