სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, საიდენტიფიკაციო N206027155, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ საზოგადოების მორიგ აქციონერთა კრებას, რომელიც გაიმართება 2020 წლის 17 სექტემბერს, დღის 14:00 სთ-ზე.

სს „თბილლითონნაწარმის“ მორიგი აქციონერთა კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი ნავთლუღის ჩიხი №9, 1-ლი სართული, ნოტარიუს ქეთევან ბოჭორიშვილის სანოტარო ბიურო.

სს „თბილლითონნაწარმის“ მორიგი აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2020 წლის 11 აგვისტო.

აქციონერთა კრების დღის წესრიგია:

1. სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, დირექტორის წლიური ანგარიში 2019 წლის შედეგების შესახებ;

2. სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, სამეთვალყურეო საბჭოს წლიური ანგარიში 2019 წლის შედეგების შესახებ;

3. სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, მიერ 100% წილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება (საქმიანობის მიზნის და საგნის, საფირმო სახელწოდების, იურიდიული მისამართის, დირექტორის, წესდების და სხვა - არჩევა და დამტკიცება);

4. გადაწყვეტილების მიღება სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, მიერ 100% წილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებისას ახალ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალში (კაპიტალში) სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეტანაზე (ქონების შეტანა/გასხვისება 100% წილით დაფუძნებულ ახალ შპს-ზე);

5. სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, მიერ 100% წილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებასთან და მასზე უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ხელმომწერი პასუხისმგებელი უფლებამოსილი პირის არჩევა;

6. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, დირექტორატში მისამართზე: ქ. თბილისი ქ. თბილისი, მეველის ქ. №7/9.

საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო სრულად, რეკომენდაციას უწევს საერთო კრებას დამაკმაყოფილებლად ცნოს სააქციო საზოგადოება `თბილლითონნაწარმის" მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობა, ასევე იმსჯელოს და დადებითად გადაწყვიტოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების/აქციების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორში" მისამართზე:

ქ. თბილისი, მოსაშვილის №11, მე- 7 სართული, ტელ: 032 2 22 53 51, 032 2 25 15 60.

აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

 

სს „თბილლითონნაწარმის“

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე               ნიკოლოზ კუხალეიშვილი

 

დირექტორი                                        სოლომონ ადუაშვილი