სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, საიდენტიფიკაციო N206027155, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ საზოგადოების მორიგ აქციონერთა კრებას, რომელიც გაიმართება 2020 წლის 17 სექტემბერს, დღის 14:00 სთ-ზე.

სს „თბილლითონნაწარმის“ მორიგი აქციონერთა კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი ნავთლუღის ჩიხი №9, 1-ლი სართული, ნოტარიუს ქეთევან ბოჭორიშვილის სანოტარო ბიურო.

სს „თბილლითონნაწარმის“ მორიგი აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2020 წლის 11 აგვისტო.

აქციონერთა კრების დღის წესრიგია:

1. სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, დირექტორის წლიური ანგარიში 2019 წლის შედეგების შესახებ;

2. სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, სამეთვალყურეო საბჭოს წლიური ანგარიში 2019 წლის შედეგების შესახებ;

3. სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, მიერ 100% წილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება (საქმიანობის მიზნის და საგნის, საფირმო სახელწოდების, იურიდიული მისამართის, დირექტორის, წესდების და სხვა - არჩევა და დამტკიცება);

4. გადაწყვეტილების მიღება სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, მიერ 100% წილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებისას ახალ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალში (კაპიტალში) სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეტანაზე (ქონების შეტანა/გასხვისება 100% წილით დაფუძნებულ ახალ შპს-ზე);

5. სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, მიერ 100% წილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებასთან და მასზე უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ხელმომწერი პასუხისმგებელი უფლებამოსილი პირის არჩევა;

6. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოება „თბილლითონნაწარმის“, დირექტორატში მისამართზე: ქ. თბილისი ქ. თბილისი, მეველის ქ. №7/9.

საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო სრულად, რეკომენდაციას უწევს საერთო კრებას დამაკმაყოფილებლად ცნოს სააქციო საზოგადოება `თბილლითონნაწარმის" მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობა, ასევე იმსჯელოს და დადებითად გადაწყვიტოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების/აქციების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორში" მისამართზე:

ქ. თბილისი, მოსაშვილის №11, მე- 7 სართული, ტელ: 032 2 22 53 51, 032 2 25 15 60.

აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

 

სს „თბილლითონნაწარმის“

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე               ნიკოლოზ კუხალეიშვილი

 

დირექტორი                                        სოლომონ ადუაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, განცხადება „სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.08.2020.
როდის იქნა მიღებული „სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ“?
„სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 14.08.2020. მიმღები ორგანო — ს.ს."თბილლითონნაწარმი". დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.08.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ“, №0, 14.08.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4963758/