სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №501
სარეგისტრაციო კოდი 140070000.10.003.022219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,593 სიტყვა · ~13 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
საერთაშორისო დახმარება
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, მათი შედეგების ლიკვიდაციისა და აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით დამხმარე მხარის მხარდაჭერა, რომელიც ხორციელდება საქონლის (მათ შორის, ჰუმანიტარული ტვირთი), აღჭურვილობის, მომსახურების, საერთაშორისო პერსონალის მოწოდებისა და ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენების გზით
მუხლი 2
საერთაშორისო დახმარების პერიოდი
დამხმარე მხარის მიერ საერთაშორისო დახმარების შეთავაზებაზე დათანხმებიდან საერთაშორისო დახმარების დასრულებამდე პერიოდი
მუხლი 2
საერთაშორისო პერსონალი
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, მათი შედეგების ლიკვიდაციისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით დამხმარე მხარის მიერ მოვლინებული სპეციალისტები და სახანძრო-სამაშველო ძალები
მუხლი 2
დამხმარე მხარე
ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საქართველოში საერთაშორისო დახმარებას ან საქართველოს ტერიტორიაზე – ტრანზიტს სხვა მასპინძელი ქვეყნის საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფის მიზნით
მუხლი 2
მასპინძელი ქვეყანა
საგანგებო სიტუაციის შედეგად დაზარალებული ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება საერთაშორისო დახმარება, ასევე ქვეყანა, რომელიც მოსალოდნელი გარდაუვალი საგანგებო სიტუაციის დადგომამდე აგზავნის საერთაშორისო დახმარების მოთხოვნას. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (3)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
საქონელი /სერვისი დიახ
დიახ არა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 01.06.2015 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით     _________________________     დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი 85% 11.07.2019 საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 30.05.2014 სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ საგანგებო დახმარების ფუნქციები 82% 24.09.2015 ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 26.09.1986

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №501 2020 წლის 14 აგვისტო  ქ. თბილისი სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების  წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მიზანი და რეგულირების სფერო სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციის განვითარების დროს ან გარდაუვალი საგანგებო სიტუაციის დადგომამდე საერთაშორისო დახმარების მიღების პროცედურებს, საერთაშორისო დახმარების განხორციელების პროცესში საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის (შემდგომში – ეროვნული სისტემა) შესაბამისი სუბიექტებისა და დამხმარე მხარის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს,  ასევე სხვა ქვეყნისთვის საერთაშორისო დახმარების აღმოსაჩენად ქვეყნის ტრანზიტისათვის გამოყენების საკითხებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება   1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საერთაშორისო დახმარება – საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, მათი შედეგების ლიკვიდაციისა და აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით დამხმარე მხარის მხარდაჭერა, რომელიც ხორციელდება საქონლის (მათ შორის, ჰუმანიტარული ტვირთი), აღჭურვილობის, მომსახურების, საერთაშორისო პერსონალის მოწოდებისა და ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენების გზით; ბ) საერთაშორისო დახმარების პერიოდი – დამხმარე მხარის მიერ საერთაშორისო დახმარების შეთავაზებაზე დათანხმებიდან საერთაშორისო დახმარების დასრულებამდე პერიოდი; გ) საერთაშორისო პერსონალი – საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, მათი შედეგების ლიკვიდაციისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით დამხმარე მხარის მიერ მოვლინებული სპეციალისტები და სახანძრო-სამაშველო ძალები; დ) დამხმარე მხარე –  ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საქართველოში საერთაშორისო დახმარებას ან საქართველოს ტერიტორიაზე – ტრანზიტს სხვა მასპინძელი ქვეყნის საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფის მიზნით; ე) მასპინძელი ქვეყანა – საგანგებო სიტუაციის შედეგად დაზარალებული ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება საერთაშორისო დახმარება, ასევე ქვეყანა, რომელიც მოსალოდნელი გარდაუვალი საგანგებო სიტუაციის დადგომამდე აგზავნის საერთაშორისო დახმარების მოთხოვნას. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. საერთაშორისო დახმარების პერიოდში დამხმარე მხარის სახელმძღვანელო პრინციპები საერთაშორისო დახმარების პერიოდში დამხმარე მხარის სახელმძღვანელო პრინციპებია: ა) ჰუმანურობა და მიუკერძოებლობა; ბ) მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა; გ) საერთაშორისო დახმარების ფარგლებში საქონლის ხარისხის მინიმალური სტანდარტების დაცვა; დ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა; ე) დაზარალებული მოსახლეობის კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა; ვ) დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ზ) გამჭვირვალობა; თ) ჩართულობა და კოორდინირებული თანამშრომლობა. თავი  II საერთაშორისო დახმარების ინიციირება, ორგანიზება და კოორდინირება მუხლი 4🔗. საერთაშორისო დახმარების საჭიროების შეფასება საგანგებო სიტუაციის წარმოშობისთანავე ან გარდაუვალი საგანგებო სიტუაციის დადგომამდე, როდესაც, წინასწარი შეფასებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება შეუძლებელია ან დიდ დროს მოითხოვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური), საქართველოს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კოორდინაციის საფუძველზე, ეროვნული შესაძლებლობების შეფასების შედეგად, განსაზღვრავს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის საჭიროებას და საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს (შემდგომში – მინისტრი). საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (თუ ასეთი პირი განსაზღვრულია). მუხლი  5🔗. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სამსახური, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით,  მოთხოვნას უგზავნის შესაბამის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 2. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნაში (დანართი 1) უნდა მიეთითოს: ა) მოთხოვნის გამგზავნი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) მოთხოვნილი დახმარების ზოგადი აღწერა, ტიპი და საჭიროების სავარაუდო ხანგრძლივობა; გ) მასპინძელი ქვეყნის მიერ საერთაშორისო პერსონალის საჭირო საქონლით ან/და სერვისით უზრუნველყოფის შესაძლებლობა; დ) მასპინძელი ქვეყნის მიერ საერთაშორისო პერსონალის სავიზო ან/და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლისგან გათავისუფლების შესაძლებლობა; ე) მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო პერსონალის სახმელეთო, საჰაერო ან/და საზღვაო ტრანსპორტით შესვლის პუნქტების კოორდინატები; ვ) სხვა აუცილებელი ინფორმაცია. 3. საერთაშორისი დახმარების მოთხოვნაში, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნას ეხება (დანართი 3), უნდა მიეთითოს: ა) მოთხოვნის გამგზავნი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) მოთხოვნილი დახმარების ზოგადი აღწერა, ტიპი, ოდენობა, ტექნიკური პარამეტრები და სხვა სპეციფიკური ინფორმაცია და საჭიროების სავარაუდო ხანგრძლივობა; გ) მასპინძელი ქვეყნის მიერ შიდასასაწყობო მომსახურების უზრუნველყოფის შესაძლებლობა; დ) მასპინძელი ქვეყნის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების საბაჟო კონტროლისა და სხვა საიმპორტო და საექსპორტო შეზღუდვებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა; ე) მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების სახმელეთო, საჰაერო ან/და საზღვაო ტრანსპორტით მიწოდების პუნქტების კოორდინატები და მისი მიმღების საკონტაქტო ინფორმაცია; ვ) სხვა აუცილებელი ინფორმაცია. 4. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის თაობაზე წინადადებაში აღნიშნული ჩამონათვალი, საგანგებო სიტუაციის დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სისტემატურად  ახლდება. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს საერთაშორისო დახმარების მიღების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციის დროს განახლებული ინფორმაციის ან შეცვლილი ვითარების გამო. 6. საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის თაობაზე წინადადებაში ასევე უნდა მიეთითოს ერთიანი ინფორმაცია მასპინძელი ქვეყნის შესახებ (დანართი 6). მუხლი 6🔗. დამხმარე მხარის მიერ საერთაშორისო დახმარების შეთავაზება 1. დამხმარე მხარე, რომელიც დაინტერესებულია საერთაშორისო დახმარების აღმოჩენით, შეთავაზებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 2. დამხმარე მხარის მიერ სხვა პირისადმი გაგზავნილი საერთაშორისო დახმარების შეთავაზება დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 3. საერთაშორისო დახმარების შეთავაზებაში (დანართი 2) უნდა მიეთითოს: ა) დახმარების შემთავაზებელი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) შეთავაზებული დახმარების ზოგადი აღწერა, ტიპი და შეთავაზებული დახმარების ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა; გ) დამხმარე მხარის მიერ საქონლით ან/და მომსახურებით თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობა; დ) საერთაშორისო დახმარების უსასყიდლო ბუნება ან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა; ე) მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო პერსონალის სახმელეთო, საჰაერო ან/და საზღვაო ტრანსპორტით შესვლის პუნქტების კოორდინატები; ვ) სხვა აუცილებელი მოთხოვნები. 4. საერთაშორისო  დახმარების (დანართი 4) შეთავაზებაში, რომელიც ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, უნდა მიეთითოს: ა) დახმარების შემთავაზებელი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) შეთავაზებული დახმარების ზოგადი აღწერა, ტიპი, ოდენობა, ტექნიკური პარამეტრები და სხვა სპეციფიკური ინფორმაცია; გ) საერთაშორისო დახმარების უსასყიდლო ბუნება ან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა; დ) მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების სახმელეთო, საჰაერო ან/და საზღვაო ტრანსპორტით მიწოდების პუნქტების კოორდინატები და მისი მიმღების საკონტაქტო ინფორმაცია; ე) სხვა აუცილებელი მოთხოვნები. 5. საერთაშორისო დახმარების შეთავაზების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ შეთავაზებაზე სრული ან ნაწილობრივი თანხმობის ან უარის თქმის შესახებ, რაც ფორმდება შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 6. გადაწყვეტილება საერთაშორისო დახმარების შეთავაზებაზე დაუყოვნებლივ ეცნობება დამხმარე მხარეს. 7. დამხმარე მხარე უფლებამოსილია, საერთაშორისო დახმარების შეთავაზება გააკეთოს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის წარდგენის გარეშე, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 7🔗. საერთაშორისო დახმარებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი მიზნობრივი ჯგუფი 1. საერთაშორისო დახმარების მიღებისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, იქმნება საერთაშორისო დახმარებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი მიზნობრივი ჯგუფი (შემდგომში – მიზნობრივი ჯგუფი). 2. მიზნობრივი ჯგუფის ფუნქციებია: ა) დამხმარე მხარის ინფორმირების მიზნით, საერთაშორისო დახმარების მიღების პროცედურებთან დაკავშირებული მასპინძელი ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ სახელმძღვანელოების, გზამკვლევებისა და სამუშაო გეგმების მომზადება და განახლება;  ბ) რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებზე ინფორმაციის სრულყოფა და განახლება. ამგვარი მექანიზმების განვითარების მიზნით, სამსახურთან კონსულტაციების საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება; გ) საერთაშორისო პერსონალის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი შეღავათებით სარგებლობის, ქვეყნის შიდასატრანსპორტო საშუალებებით, საცხოვრებლით (კვება, თავშესაფარი, სანიტარია, ჰიგიენა), სამედიცინო მომსახურებით,  კავშირგაბმულობითა  და საწვავით უზრუნველყოფის, ასევე აღჭურვილობის ტექნიკური და ფუნქციონალური შესაბამისობის დადგენის შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; დ) სხვა ფუნქციები, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო დახმარების მიღებისათვის ქვეყნის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. 3. მიზნობრივი ჯგუფი იკრიბება: ა) დაუყოვნებლივ – საერთაშორისო დახმარების პერიოდის დაწყებისთანავე, ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების გატარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად; ბ) გეგმურად – არანაკლებ წელიწადში ორჯერ, ეროვნული მზადყოფნის შესაფასებლად, ასევე ამ მუხლით გათვალისწინებული  ფუნქციების განხორციელების მიზნით. 4. მიზნობრივი ჯგუფი კომპლექტდება სამსახურის, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების, საგანგებო სიტუაციების მართვაში აქტიურად ჩართული ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. მიზნობრივ ჯგუფში შესაძლებელია, მიწვეულ იქნენ  შესაბამისი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, რეგიონული ორგანიზაციების ან/და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 8🔗. საერთაშორისო დახმარების მიღების ჯგუფი 1. საერთაშორისო დახმარების მიღების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქმნება საერთაშორისო დახმარების მიღების ჯგუფი (შემდგომში – დახმარების მიღების ჯგუფი), რომელიც კომპლექტდება შემდეგი უწყებების უფლებამოსილი წარმომადგენლებით: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 2. დახმარების მიღების ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია, მიწვეულ იქნენ სხვა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი სააგენტოების, ევროკავშირის, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები. 3. ჯგუფის სახელობითი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 4. დახმარების მიღების ჯგუფს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი ან მისი პირველი მოადგილე/მოადგილე. 5. დახმარების მიღების ჯგუფის ფუნქციებია: ა) მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების სამუშაო გეგმის შესაბამისად,  საერთაშორისო დახმარების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;   ბ) რეკომენდაციებისა და გეგმების შემუშავება, კოორდინირებული მოქმედებისათვის სხვა ღონისძიებების განხორციელება; გ) საერთაშორისო დახმარების საქართველოს ტერიტორიაზე მიღებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის დამხმარე მხარისთვის მიწოდების მიზნით საკონტაქტო პირის გამოყოფა; დ) მასპინძელ ქვეყანაში შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისას საერთაშორისო პერსონალის ჯგუფებთან კავშირის უზრუნველყოფა; ე) მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართული ჯგუფის კავშირგაბმულობის სისტემებთან შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა; ვ) საერთაშორისო პერსონალის ჩამოსვლის მომენტიდან მათი შესაძლებლობების ოპტიმალური გამოყენება; ზ) საერთაშორისო დახმარების პერიოდში საერთაშორისო პერსონალის, საქონლისა და აღჭურვილობის, ტრანსპორტის შემოტანის/გატანისა და ტრანზიტის საკითხების ხელშეწყობა; თ) საერთაშორისო პერსონალის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, საწვავით, სატრანსპორტო საშუალებებით, კვებით, საცხოვრებლით) უზრუნველყოფა; ი) საერთაშორისო დახმარების შეუფერხებელი მიღება, მათ შორის, საერთაშორისო დახმარების შემოსვლის პუნქტებში (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო); საქონლისა და აღჭურვილობის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის/ტრანზიტის, გატანის პროცედურების, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების ორგანიზება; კ) საერთაშორისო პერსონალის სამოქმედო ტერიტორიაზე გაცილება; ლ) საერთაშორისო დახმარების მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; მ) საერთაშორისო დახმარების საჭიროების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება; ნ) საერთაშორისო პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება: ნ.ა) საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებული ვითარების შესახებ; ნ.ბ) საქართველოში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვისა და კონტროლის შესახებ; ნ.გ) საკომუნიკაციო სისტემის შესახებ; ნ.დ) მათი განთავსების ლოკაციებისა და იმ ადგილების შესახებ, სადაც მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება ან/და მისი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები; ნ.ე) ტერიტორიისა და მოსახლეობის თავისებურებათა  (რელიეფი, გეოლოგია, კლიმატი, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და სხვა) შესახებ; ნ.ვ) პრესასთან ურთიერთობის წესების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. დახმარების მიღებისა და გაგზავნის ჯგუფი იკრიბება: ა) დაუყოვნებლივ – საერთაშორისო დახმარების პერიოდის დაწყებისთანავე; ბ) სხვა შემთხვევებში – აუცილებლობის პირობებში. მუხლი 9🔗. მასპინძელი ქვეყნის ვალდებულება 1. მეზობელ სახელმწიფოზე საგანგებო სიტუაციის უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, მასპინძელი ქვეყანა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საფუძველზე, უზრუნველყოფს მეზობელ ქვეყნებთან საგანგებო სიტუაციისა და საგანგებო სიტუაციის საფრთხის შესახებ ინფორმაციის გაცვლას.  2. მასპინძელი ქვეყანა, დახმარების მიღებისა და გაგზავნის ჯგუფის მეშვეობით, აგრეთვე ყველა შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინაციით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საერთაშორისო პერსონალის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და მოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას. მუხლი 10🔗. დამხმარე მხარის ვალდებულება დამხმარე მხარე  ვალდებულია: ა) იმოქმედოს მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქმიანობა წარმართოს სამსახურსა და დაინტერესებულ უწყებებთან კოორდინირებით; ბ) დაიცვას საგანგებო სიტუაციებით დაზარალებული ადამიანების პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის გახდა ცნობილი; გ) უარი თქვას მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შეგროვებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საგანგებო სიტუაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობასთან; დ) საერთაშორისო დახმარების დროს, პირველ რიგში, გაგზავნოს იმ სახის დახმარება, რომელიც მოთხოვნილია მასპინძელი ქვეყნის მიერ; ე) წარმოადგინოს შესაბამისი ლიცენზიები და სერტიფიკატები, რომლებიც აუცილებელია მასპინძელი ქვეყნის დასახმარებლად; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს ისეთი იმპორტირებული პროდუქციისა და აღჭურვილობის ან/და მათ მიერ წარმოებული ნარჩენი პროდუქტების (სახიფათო ნარჩენების ჩათვლით) ამოღება, განადგურება, გადამუშავება ან გადატანა საკუთარი ხარჯით, გარემოსადმი ზიანის მიყენების გარეშე, რომელიც არის ან გახდება გამოუყენებელი; ზ) დაიცვას მასპინძელი ქვეყნის მითითება საგანგებო სიტუაციის დროს დახმარების გადაადგილების მარშრუტისა და დანიშნულების პუნქტის შესახებ. მუხლი 11🔗. საერთაშორისო დახმარების ტრანზიტი 1. დაზარალებული ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში, სამსახურის მიმართვის საფუძველზე, მინისტრი შესაბამის დასკვნას ტრანზიტის ხელშეწყობის, ტრანზიტის პერიოდის დაწყებისა და დასრულების თაობაზე წარუდგენს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს. 2. საერთაშორისო ტრანზიტის მოთხოვნაში (დანართი 5) უნდა მიეთითოს: ა) მოთხოვნის გამგზავნი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) ქვეყნის სასაზღვრო გამშვები პუნქტები; გ) ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან მისვლის სავარაუდო დრო; დ) ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, ტიპი და სარეგისტრაციო ნომრები (შესაძლებლობის შემთხვევაში); ე) სხვა მოთხოვნა. 3. ქვეყნის ტრანზიტისთვის გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თავი III საერთაშორისო დახმარების პერიოდის დასრულება მუხლი 12🔗. საერთაშორისო დახმარების პერიოდის დასრულების პროცედურები 1. საერთაშორისო დახმარების პერიოდში საერთაშორისო დახმარების საჭიროებისა და შედეგების შეფასებისა და დამხმარე მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე, სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე მინისტრი საერთაშორისო დახმარების პერიოდის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 2. გადაწყვეტილება საერთაშორისო დახმარების პერიოდის დასრულების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის დამხმარე მხარეს.  3. საერთაშორისო დახმარების პერიოდი დასრულებულად მიიჩნევა საერთაშორისო პერსონალის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების მომენტიდან. დანართი 1 განაცხადი საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ 1. მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნის გამგზავნი უწყება და საკონტაქტო ინფორმაცია: 2. მოთხოვნილი დახმარების ზოგადი აღწერა: 3. მოთხოვნილი დახმარების სახე (დეტალური ინფორმაცია): 4. განთავსების (დისლოცირების, ბაზირების) სავარაუდო ხანგრძლივობა: 5. ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელი პუნქტების ადგილმდებარეობა (GPS კოორდინატები): სახმელეთო ტრანსპორტით: საჰაერო ტრანსპორტით: საზღვაო ტრანსპორტით: 6. საგანგებო სიტუაციების ზონაში სამოქმედო ტერიტორიის სახელწოდება, ადგილმდებარეობა და GPS კოორდინატები (თუ უკვე განსაზღვრულია/ხელმისაწვდომია/ცნობილია). 7. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობა: საქონელი /სერვისი დიახ არა უსასყიდლოდ          დიახ არა საკვები სასმელი წყალი საწვავი საცხოვრებელი შიდა ტრანსპორტი სამედიცინო დახმარება მეკავშირე ოფიცერი თარჯიმნები დამატებითი შენიშვნები: 8. მასპინძელი ქვეყანა: დიახ არა ათავისუფლებს ნებისმიერი სავიზო ან/და საიმიგრაციო მოთხოვნებისგან. გასცემს ნებისმიერ ვიზას ან/და  საიმიგრაციო დოკუმენტებს. მიიღებს შემდეგი პროფესიის წარმომადგენლებს: ექიმი/ექთანი/პარამედიკოსი/ინჟინერი/სხვა (----------). ათავისუფლებს საერთაშორისო პერსონალის აღჭურვილობას/საქონელს იმპორტის გადასახდელებისგან, სხვა გადასახადებისაგან, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან, ყველა საექსპორტო და საიმპორტო შეზღუდვებისგან. საერთაშორისო პერსონალს მიანიჭებს ქვეყნის  ტერიტორიაზე კანონიერად მოქმედების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების გახსნის, ხელშეკრულების დადების, საკუთრების შესყიდვისა და განკარგვის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წარმართვის/განხორციელების დროებით უფლებამოსილებას. საჭიროების არსებობის ან/და საერთაშორისო პერსონალის მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღებს/გაატარებს შესაბამის ზომებს მათი უსაფრთხოების დასაცავად. დანართი 2 განაცხადი საერთაშორისო დახმარების შეთავაზების შესახებ 1. დამხმარე მხარის უფლებამოსილი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია: 2. შეთავაზებული დახმარების ზოგადი აღწერა: 3. შეთავაზებული დახმარების სახე (დეტალური ინფორმაცია): 4. შეთავაზებული დახმარების პერიოდი: 5. ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელი შერჩეული პუნქტები: სახმელეთო ტრანსპორტით: საჰაერო ტრანსპორტით: საზღვაო ტრანსპორტით: 6. შეთავაზებული დახმარების თვითუზრუნველყოფა: დღეების რაოდენობა საკვები სასმელი წყალი საწვავი საცხოვრებელი შიდა ტრანსპორტი სამედიცინო დახმარება 7. გამგზავნი ქვეყანა ეთანხმება საერთაშორისო პერსონალის მიერ მესამე მხარისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის ანაზღაურების პირობებს: დიახ/არა დამატებითი შენიშვნები (დააზუსტეთ რა ფარგლებში ან/და რა რაოდენობის შესაძლო ზიანის ანაზღაურება შეგიძლიათ). 8. დახმარების შეთავაზება უსასყიდლოა, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მიეთითოს მოთხოვნილი ხარჯების ანაზღაურების ფარგლები/ოდენობა. 9. დამატებითი მოთხოვნები. დანართი 3 განაცხადი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნის შესახებ 1. მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნის გამგზავნი უწყება და საკონტაქტო ინფორმაცია: 2. მოთხოვნილი დახმარების ზოგადი აღწერა: 3. მოთხოვნილი დახმარების სახე და ოდენობა: 3.1. მოთხოვნილი დახმარების ტექნიკური პარამეტრები (მაგალითად: ვოლტაჟი, სიხშირე, სიმძლავრე, გადამყვანები, შესაერთებლები და ა.შ. (გთხოვთ, მიუთითოთ მაქსიმალურად დეტალურად)): 3.2. სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნები (მაგ.: ეტიკეტი, შეფუთვა, ვარგისიანობის ვადები, სახელმძღვანელოების ენა და ა.შ.): 4. მოხმარების/საჭიროების სავარაუდო ხანგრძლივობა (თუ არ წარმოადგენს საჩუქარს): 5. მიღების პუნქტების დასახელება და ადგილმდებარეობა (თუ უკვე განსაზღვრულია): სახმელეთო ტრანსპორტი: საჰაერო ტრანსპორტი: საზღვაო ტრანსპორტი: 6. მასპინძელი ქვეყნის მიერ ქვეყნის შიდასასაწყობო მომსახურება: დიახ/არა 7. გადანაწილება მასპინძელი ქვეყნის მიერ: დიახ/არა 8. ტვირთის მიმღების საკონტაქტო ინფორმაცია: 9. მასპინძელი ქვეყანა ათავისუფლებს ჰუმანიტარულ დახმარებას/საქონელს იმპორტის გადასახდელებისგან, სხვა გადასახადებისგან, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან და ყველა საექსპორტო და საიმპორტო შეზღუდვისგან: დიახ/არა/განსაზღვრული პირობებით (გთხოვთ, განმარტოთ) დანართი 4 განაცხადი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზების შესახებ 1. დამხმარე მხარის უფლებამოსილი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია: 2. შეთავაზებული დახმარების ზოგადი აღწერა: 3. შეთავაზებული დახმარების სახე და ოდენობა: 3.1. შეთავაზებული დახმარების ტექნიკური პარამეტრები (მაგალითად: ვოლტაჟი, სიხშირე, სიმძლავრე, გადამყვანები, შესაერთებლები და ა.შ. შეძლებისდაგვარად მიუთითეთ – თუ ეს შესაძლებელია): 3.2. სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია (მაგ.: ეტიკეტი, შეფუთვა, ვარგისიანობის თარიღი, სახელმძღვანელოების ენა და ა.შ. (გთხოვთ, მიუთითოთ მაქსიმალურად დეტალურად)): 3.3. შეთავაზებული დახმარების ზომა, წონა, მოცულობა და ა.შ. 4. შემოწირულობა: დიახ/არა 5. სატრანსპორტო საშუალებები: სახმელეთო ტრანსპორტი: საჰაერო ტრანსპორტი: საზღვაო ტრანსპორტი: 6. მიწოდების პუნქტების დასახელება და ადგილმდებარეობა: 7. დამატებითი ლოჯისტიკური მოთხოვნები (საწყობი, ტრანსპორტი, და ა.შ.): 8. დახმარების შეთავაზება უსასყიდლოა, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მიეთითოს მოთხოვნილი ხარჯების ანაზღაურების ფარგლები/ოდენობა. 9. დამატებითი მოთხოვნები: დანართი 5 განაცხადი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტის მოთხოვნის თაობაზე 1. გამგზავნი ქვეყნის დახმარების მომთხოვნი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია: 2. ქვეყანაში შესვლის სასაზღვრო გამშვები პუნქტები: 3. ქვეყანაში სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლის სავარაუდო დრო: 4. ქვეყნიდან გასვლის სასაზღვრო გამშვები პუნქტები: 5. გამცილებელი ჯგუფის ხელმძღვანელის საკონტაქტო დეტალები (მათ შორის, მობილურის, სატელიტური ტელეფონის ნომრები და რადიოსიხშირეები): 6. ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, ტიპები და სარეგისტრაციო ნომრები (თუ ეს შესაძლებელია). გაბარიტული და არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და ტიპები (თუ ეს შესაძლებელია): 7. დახმარების მოთხოვნა:  განთავსება: დიახ/არა (თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ პირთა რაოდენობა) საწვავით უზრუნველყოფა: დიახ/არა (თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ საწვავის რაოდენობა და ტიპი) ესკორტი: დიახ/არა 8. ნებისმიერი სხვა კონკრეტული მოთხოვნა/ინფორმაცია: (მაგ., სახიფათო მასალების არსებობა და სხვა). დანართი 6 ერთიანი ინფორმაცია მასპინძელი ქვეყნის შესახებ სახელმწიფოს სახელწოდება განახლებული მონაცემები საგანგებო სიტუაციის შესახებ ა) შექმნილი საგანგებო ვითარების მოკლე აღწერა: არსებული პრობლემები, საერთაშორისო პერსონალი, რომელიც უკვე იმყოფება ქვეყანაში. უმჯობესია, სიტუაციური რუკების ფორმით; ბ) უსაფრთხოება და დაცვის ზომები (კონკრეტული საფრთხეები); გ) ინფორმაცია სპეციფიკური მეთოდებისა და სპეციალური შესაძლებლობების გათვალისწინებით რეაგირების სფეროში. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული სისტემა ა) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის მოკლე აღწერა. საგანგებო სიტუაციის ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მართვისა და კონტროლის სისტემა; ბ) კომუნიკაცია; გ) საერთაშორისო დახმარების კოორდინაციის სისტემა. სხვა სპეციფიკური ინფორმაცია ა) სპეციფიკური საკითხების შესახებ ინფორმაცია (პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული, ფინანსური და სხვა); ბ) არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული წყაროები და ვებრესურსები.