„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№504
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022222
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/08/2020

დოკუმენტის ტექსტი

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №504

2020 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 112 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 მუხლი:

„მუხლი 113. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში მონაწილე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა/წარმომადგენელთა მიმართ გასატარებელი პროცედურები

1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარება უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე/წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში:

ა) „მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლება „NOBLE PARTNER 20“;

ბ) „გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები (Joint Combined Exercise Training /JCET)“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე  უნდა წარადგინონ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე 12-დღიანი კარანტინის გავლისა და უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთები.“.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.08.2020.
როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.08.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №504. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022222.
რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.08.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №504, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022222 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4964166/