შპს „დავითის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1142-20
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

080210320003723524

საქმე №2/1142-20

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2020 წლის 13 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის  გაუქმების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

 

განმცხადებელი: შპს „დავითი“ (ს/კ 445475879)

წარმომადგენელი – ინგა გაბრიელიანი

მოთხოვნა –  შპს „დავითის“ გაკოტრება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დავითის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს „დავითის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა და აღნიშნა, რომ შპს „დავითი“ რეგისტრირებულია 2016 წლის 11 იანვარს. საზოგადოება ძირითადად ახორციელებდა სურსათით ვაჭრობას. 2018 წ. კომპანია იძულებული გახდა შეეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. 2020 წლის 02 ივნისის მდგომარეობით კომპანიას კრედიტორების მიმართ გააჩნია 128 393.29 ლარის ოდენობის დავალიანება. კომპანიას უკვე დაუდგა ვალდებულებების შესრულების დრო, მაგრამ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია ვალების გასტუმრება, რის გამოც ამჟამად, ორგანიზაციის ანგარიშებს ადევს ინკასო.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი უთითებს, რომ  გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე - შპს „დავითი“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც ითხოვს შპს „დავითის“ გაკოტრებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „დავითი“-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან  მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „დავითის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლის 22 ივნისს, ხოლო საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში 2020 წლის 23 ივნისს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.  

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „დავითი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „დავითის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დავითი“ (ს/კ 445475879) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „დავითის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                                                                                                მანანა  ნიკაჭაძე