შპს „ვენიპლასტის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14696-20
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/14696-20    

    

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში  მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

 2020 წლის  5 აგვისტო  

ქ. თბილისი

                                                

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

 

მოვალე  - შპს „ვენიპლასტი“  (ს/კ 406144621) დირექტორი გრიგოლ ამბარიანი

წარმომადგენელი - ჯიმშერ ტყებუჩავა

მოთხოვნა -  გაკოტრების საქმის წარმოების  დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ვენიპლასტი“-ს განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ და                         

                                                             გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2020 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ვენიპლასტი“-ს წარმომადგენელმა ჯიმშერ ტყებუჩავამ და მოითხოვა  გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს „ვენიპლასტი“ არის გადახდისუუნარო. მას არ გააჩნია ფინანსური სახსრები, რათა გაისტუმროს კრედიტორები, გარდა ამისა ის ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. კომპანიას უზრუნველყოფილი კრედიტორის სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს მიმართ გააჩნია 26 196.09 აშშ დოლარი ოდენობის დავალიანება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ კი 11548.89 ლარის დავალიანება. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით და სახსრებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

განცხადების შეტანის დროისათვის საზოგადოებას არ გააჩნია ქონება.

საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობა: სს ,,თიბისი ბანკში“ შპს „ვენიპლასტს“  (ს/კ 406144621) გახსნილი აქვს ანგარიშები და 2020 წლის 15 ივლისის მდგომარეობით აღნიშნულ კომპანიის ანგარიშზე ნაშთი არ ფიქსირდება. სს „ფინკა ბანკი საქართველოში“ შპს „ვენიპლასტს“  (ს/კ 406144621) გახსნილი აქვს ანგარიშები და 2020 წლის 15 ივლისის მდგომარეობით აღნიშნულ კომპანიის ანგარიშზე ნაშთი არ ფიქსირდება.

შპს „ვენიპლასტი“-ს (ს/კ 406144621) უზრუნველყოფილი კრედიტორია სს „ფინკა ბანკი საქართველო“.

აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა, შპს „ვენიპლასტი“-ს მიმართ გაკოტრების დაწყება. ამასთან კომპანიის დირექტორი განცხადებაში მიუთითებს, რომ ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

შპს „ვენიპლასტი“-ს (ს/კ 406144621) ვალდებულება 2020 წლის 27 ივლისის მდგომარეობით 26 196.09 აშშ დოლარსა და 11548.89 ლარს შეადგენს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 20/07/2020 წლის ცნობით ირკვევა, რომ შპს „ვენიპლასტს“  (ს/კ 406144621)  უფიქსირდება მოქმედი და დახურული საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშები შემდეგ ბანკებში: სს „ფინკა ბანკი საქართველოში“, სს ,,თიბისი ბანკში‘’ მოქმედი , ხოლო  სს „პროკრედიტ ბანკში“  კომპანიის ანგარიშები დახურულია.

სს „თიბისი ბანკისა“ და სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს ცნობების თანახმად შპს „ვენიპლასტი“-ს ანგარიშებზე თანხა არ არის განთავსებული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №211628 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „ვენიპლასტი“-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე სააგენტოს 2020 წლის 17 ივლისის N213416 ცნობის თანახმად შპს „ვენიპლასტი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 22 ივლისის №49/6/1/1/2-02026633 ცნობით ირკვევა, რომ შპს „ვენიპლასტი“-ს სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.

განცხადებას ერთვის პარტნიორთა კრების 2020 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს „ვენიპლასტი“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორის მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ვენიპლასტს“  (ს/კ 406144621)  უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა, ასევე  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში  (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან  5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                             თინათინ ეცადაშვილ