სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018“-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №308
2020 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისის
სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018“-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის N59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის N13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულდეს სააქციო საზოგადოება ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი 405305520) ლიკვიდაციის პროცესი;
2. ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319);
3. ეს განკარგულება შესაბამისი რეაგირებისათვის გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს;
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
პაპუნა ლეჟავა
ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018“-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018“-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.08.2020.
- როდის იქნა მიღებული „სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018“-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“?
- „სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018“-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“ მიღებულია 17.08.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №308.
- სად არის „სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018“-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.08.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018“-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“, №308, 17.08.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4965326/