„გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“

მიღების თარიღი 08.09.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური
ნომერი №226
სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.829
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51(58), 22/09/1999
matsne.gov.ge 1,310 სიტყვა · ~7 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090. 013.003. 829 საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის  თავმჯდომარის ბრძანება №226 1999 წლის 8 სექტემბერი ქ. თბილისი „გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: დამტკიცდეს ინსტრუქცია „გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესის შესახებ“.  მ. ჩიკვილაძე ინსტრუქცია გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების წესის შესახებ მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 265-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების ზოგად წესებს. 1. საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟი არის დროის გარკვეულ მონაკვეთში შემოსავლების, წარმოების (სამუშაოს, მომსახურების) მოცულობისა და მომუშავე პირთა რაოდენობის რეალობის დადგენის მეთოდი. 2. ქრონომეტრაჟი შეიძლება ჩატარდეს გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერ სახეობაზე (ობიექტზე) და მიზნად ისახავს წარმოებული პროდუქციის, შესრულებული სამუშაოსა და გაწეული მომსახურების მოცულობებისა და აქედან გამომდინარე საქონლის მიწოდებით, შესრულებული სამუშაოებით და გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლების რეალობის დადგენას. 3. ქრონომეტრაჟი ხორციელდება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ, რომლის ჩატარების საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელის ბრძანება. ბრძანებით ინიშნებიან ქრონომეტრაჟის ჩატარების უფლებამოსილი პირნი, ამასთან, ქრონომეტრაჟის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ორი და მეტი პირის მიერ. შესასწავლი ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მის ჩატარებაში შეიძლება მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები. 4. ქრონომეტრაჟის ჩატარების თაობაზე შესაბამისი ბრძანებით დგინდება: – ქრონომეტრაჟის ჩატარების ობიექტი; – ქრონომეტრაჟის ჩატარების პერიოდი; –პირები, რომელთაც ევალებათ ქრონომეტრაჟის ჩატარება და ჯგუფის ხელმძღვანელი; – ქრონომეტრაჟის ჩატარების პროგრამა, (რომელიც ობიექტის ან ობიექტთა ჯგუფის (დარგის) სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება განსხვავებული სახის იყოს). 5. ცალკეული დასახელების ობიექტის (ობიექტთა ჯგუფის) სფეციფიკის გათვალისწინებით ამ ინსტრუქციის პრინციპებიდან გამომდინარე საგადასახადო დეპარტამენტის მიერ შეიძლება შემუშავდეს ქრონომეტრაჟის ჩატარების მეთოდიკები. 6. ქრონომეტრაჟის ჩატარება მოიცავს სამ ეტაპს: I. დაკვირვების მომზადება; II. დაკვირვების ჩატარება; III. დასკვნები და შედეგები. I. ქრონომეტრაჟის მომზადება მოიცავს ობიექტის შესახებ სათანადო მონაცემების შეგროვებას, მათ წინასწარ გაცნობას, კერძოდ, კეთდება შესასწავლი ობიექტის გასული პერიოდების საშუალო დღიური ბრუნვების წინასწარი ანალიზი, ასევე ფიქსირდება ის სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებები (მასალებით და ენერგორესურსებით არარიტმული უზრუნველყოფა; გასაღების ბაზრის სეზონური ხასიათი; სამუშაო რეჟიმის შეცვლა; გასაცემი ფასების ცვლილება; ეკონომიკური საქმიანობის პროფილის შეცვლა და ა.შ.) რამაც შეიძლება განაპირობოს არსებითი სხვაობა ქრონომეტრაჟისა და ადრე არსებულ მონაცემთა შორის. საგადასახადო ორგანოს ბრძანებით ფიქსირდება ობიექტზე ქრონომეტრაჟის ჩატარების თვე, ხოლო თვის შიგნით ქრონომეტრაჟის კონკრეტული დღეები შესასწავლი ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრება ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ და თანხმდება საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელთან. ქრონომეტრაჟი უნდა მოიცავდეს შესასწავლი ობიექტის დატვირთვის როგორც მაქსიმალურ, ასევე მინიმალურ პერიოდებს (დღეებს), რა მიზნითაც ანალიზდება ობიექტის ფაქტობრივი დატვირთვის მონაცემები არანაკლებ წინა 3 თვის საქმიანობის მიხედვით. II. დაკვირვება წარმოებს სამუშაო დღის განმავლობაში გამოშვებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურეობის) მოცულობების უწყვეტი ჩანაწერების განხორციელების მეშვეობით. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საჭიროების შემთხვევაში ახდენს მრიცხველებისა და სხვა მზომი ხელსაწყოების დაყენებას და მათი მაჩვენებლების რეგისტრირებას ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, დანართი №1-ის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციისა და საწარმოს უფლებამოსილი მუშაკი. ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: ქრონომეტრაჟის ჩატარების საფუძველი, ადგილი და თარიღი, მისი დაწყებისა და დამთავრების დრო, ჩატარების პირობები და დაფიქსირებული შედეგები. ასევე, ქრონომეტრაჟის პროცესში შედგენილი დოკუმენტაციის (მ.შ. ანგარიშ-ფაქტურები, სატრანსპორტო ზედდებულები) და რეალიზაციის (სამუშაოს, მომსახურების) შედეგად შემოსული თანხების შემოსავალში აღების დამადასტურებელი დოკუმენტები (სალაროს ჩეკი, სალაროს შემოსავლის ორდერი). იმ პირების თანამდებობა და გვარი, რომლებმაც ჩაატარეს დაკვირვება. იმ შემთხვევაში თუ საწარმოს მუშაკი არ ეთანხმება ოქმში დაფიქსირებულ მონაცემებს, იგი ოქმზე აკეთებს შემდეგ წარწერას; ,,ოქმს არ ვეთანხმები, იხილეთ შენიშვნები“. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები დაკვირვების კონკრეტული დღის ოქმის მიმართ ობიექტური ხასიათისაა, მაშინ ოქმში დაფიქსირებული მონაცემები საშუალო დღიური ბრუნვის განსაზღვრის დროს არ გაითვალისწინება. ამასთან აღნიშნული დღე ინსტრუქციის მე-8 პუნქტში გათვალისწინებულ დღეთა რაოდენობაში არ შეიტანება. III. ქრონომეტრაჟის ჩატარების პერიოდის დამთავრების შემდეგ გამოიანგარიშება საშუალო დღიური ბრუნვების მაჩვენებლები. ყოველი დღის მიხედვით შედგენილი ოქმების შედეგების დაჯამებით და მათი დაკვირვების დღეთა რაოდენობაზე გაყოფის გზით. ქრონომეტრაჟის ჩატარების შედეგად შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნები: ა)არ გამოვლინდა არსებითი სხვაობა ქრონომეტრაჟის შედეგებითა და გადამხდელის მიერ წინა პერიოდში დაფიქსირებულ საშუალო დღიურ ბრუნვებს (წარმოების მოცულობებს) შორის. ბ)დაფიქსირდა არსებითი სხვაობა 20 და მეტი პროცენტის ოდენობით, ქრონომეტრაჟის შედეგებითა და გადამხდელის მიერ წინა პერიოდში დაფიქსირებულ საშუალო დღიურ ბრუნვებს (წარმოების მოცულობებს) შორის, რომელიც გამოწვეულია ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტში აღნიშნული ობიექტური გარემოებებით. გ) დაფიქსირდა არსებითი სხვაობა 20 და მეტი პროცენტის ოდენობით, ქრონომეტრაჟის შედეგებითა და გადამხდელის მიერ წინა პერიოდში დაფიქსირებულ საშუალო დღიურ ბრუნვებს (წარმოების მოცულობებს) შორის, რომელიც არ შეიძლება აიხსნას ობიექტურ გარემოებებით. 7. ქრონომეტრაჟი ტარდება მეურნე სუბიექტის წარმომადგენლის მონაწილეობით, ჩატარებული ქრონომეტრაჟის შედეგები ფორმდება ქრონომეტრაჟის ჩატარების ოქმების სათანადოდ განხილვის საფუძველზე შედგენილი აქტით, რომელსაც ხელს აწერენ ქრონომეტრაჟის ჩატარების უფლებამოსილი პირები და მეურნე სუბიექტის წარმომადგენელი და/ან ხელმძღვანელი. 8. ქრონომეტრაჟის ჩატარების შედეგების მიხედვით საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში თუ საანგარიშო თვის განმავლობაში ქრონომეტრაჟი ჩატარებულია სულ მცირე ჯამურად 7 დღის განმავლობაში. ამასთან როგორც წესი ქრონომეტრაჟი უნდა მოიცავდეს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დატვირთვის მქონე დღეებს. 9. ქრონომეტრაჟის ჩატარების პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას. 10. ქრონომეტრაჟის შედეგებში გაითვალისწინება მხოლოდ სრული სამუშაოს დღის მიხედვით დაფიქსირებული მონაცემები. 11. ქრონომეტრაჟი ტარდება გადამხდელის წინასწარი შეტყობინების გარეშე. 12. გადასახადის გადამხდელს ქრონომეტრაჟული დაკვირვების ნორმალური ჩატარების ხელის შეშლისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 13. გადამხდელის საქმიანობაზე ქრონომეტრაჟი როგორც წესი შეიძლება მიმდინარეობდეს სრული კალენდარული თვის განმავლობაში; ამასთან გამოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით საგადასახადო ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მისი მომდევნო თვეში გაგრძელებისა და გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ობიექტზე დაკვირვებისათვის დროებითი საგადასახადო საგუშაგოს შემოღების თაობაზე. 14. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოთა გადაწყვეტილება ქრონომეტრაჟთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლით დადგენილი წესით. 15. თუ ქრონომეტრაჟის შედეგებით დგინდება, რომ გადამხდელის საშუალო დღიური ბრუნვა (წარმოების მოცულობა) 20 და მეტი პროცენტით აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ (დაფიქსირებულ) წინა ერთი თვის საშუალო დღიურ ბრუნვას, გადამხდელს გადახდება ჯარიმა ქრონომეტრაჟით დაფიქსირებული და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობის ორმოცდაათმაგი ოდენობით. მაგალითად: შ.პ.ს ,,თრიალეთი“-ს მიერ საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ დეკლარაციებიდან და გაანგარიშებებიდან და/ან საბუღალტრო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აგვისტოს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 10000 ლარს, ანუ აგვისტოს თვის საშუალო დღიური ბრუნვა შეადგენს 322,58 ლარს (10000 : 31) ქრონომეტრაჟი ჩატარდა სექტემბრის თვის 10 სხვადასხვა დღის განმავლობაში და მის შედეგად დაფიქსირდა ბრუნვა 5000 ლარის ოდენობით, ანუ ქრონომეტრაჟით დაფიქსირებული სექტემბრის საშუალო დღიური ბრუნვა შეადგენს 500 ლარს (5000 : 10). ამრიგად, სექტემბრის საშუალო დღიური ბრუნვა აღემატება                                                                                (500 ლარი - 322,58) X 100% აგვისტოს ბრუნვaს 55 პროცენტით ( ––––––––––––––––––––––––––––), ლარი                                                                  322.58 ლარი რაც 20 და მეტი პროცენტით აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ წინა ერთი თვის საშუალო დღიურ ბრუნვას. შესაბამისად, სათანადო გარემოებებისა და მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში ქრონომეტრაჟის აქტის საფუძველზე გადამხდელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა თანხით 8871 ლარი ((500 ლარი – 322,58 ლარი) X 50). 16. გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური სანქციის გამოყენების თაობაზე მიიღება ჩატარებული ქრონომეტრაჟის აქტის საფუძველზე ინსპექციის ხელმძღვანელობის მიერ. 17. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს მტკიცებულებები, ხოლო საგადასახადო ორგანო საკმარისი საფუძვლის არსებობისას ეთანხმება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომ დაფიქსირებული და დეკლარირებული საშუალო დღიური ბრუნვების (წარმოების მოცულობების) არსებითი სხვაობების არსებობის შემთხვევაში ჩათვალოს ის როგორც ობიქტური გარემოებებით გამოწვეული და არ იქნეს გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია. 18. გადასახადის გადამხდელის მიერ აქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 19. მე-15 პუნქტის მიხედვით დარიცხული ჯარიმა გადახდას ექვემდებარება საგადასახადო ინსპექციის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. 20. საჯარიმო სანქცია მიეკუთვნება საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების კლასიფიკაციის 010301 კოდს „კონფისკაციები, ჯარიმები და დანარჩენი საჯარიმო სანქციები“.