საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 17.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №509
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.08.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №509
2020 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
2. სააგენტოს:
ა) ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ბ) დებულებას ამტკიცებს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).
მუხლი 2🔗
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის რეალიზების მიზნით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდეს რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცეს სააგენტოს.
2. სააგენტო განისაზღვროს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით. ამასთან, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე) ნაწილში − 2020 წლის 1 სექტემბრიდან (თუ იმავე პროგრამებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ხოლო „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების ფარგლებში შესაბამისი კომპეტენციები განახორციელოს ნაწილობრივ, იმავე დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
3. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაწესდეს გარდამავალი პერიოდი (შემდგომში − გარდამავალი პერიოდი). გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა (გარდა შრომის ანაზღაურებისა და მივლინებასთან (სასტუმრო, დღიური) დაკავშირებული ხარჯებისა) დაევალოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს.
4. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:
ა) ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე დაიწყოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია;
ბ) სააგენტოს ხელმძღვანელს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მიეცეს უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მომუშავე შესაბამის თანამშრომელთა (შტატით ან ხელშეკრულებით დასაქმებული) უკონკურსოდ გადაყვანა (დანიშვნა) სააგენტოს შესაბამის თანამდებობებზე.
5. სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭოს სააგენტოს.
6. სააგენტოს მიეცეს უფლება, თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის და/ან ინვენტარის ქონების გადაცემამდე ან შეძენამდე, ისარგებლოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით), ასევე ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვა.
7. საჭიროების შემთხვევაში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ოფისები გამოყენებულ იქნეს სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მოსახლეობისათვის ერთი ცენტრიდან მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
8. დაევალოს სამინისტროს:
ა) უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სააგენტოს დაფუძნებისა და სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია, რისთვისაც, საჭიროებისამებრ, უფლებამოსილია, გამოსცეს აქტები;
ბ) ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებისათვის/მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია