თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების თუზის, კაკაბოურის, თავასის, ვარდიგორისა და ჯგილათის ადმინისტრაციულ საზღვრების დადგენისა და მათ საზღვრებში მოქცეული გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 10.08.2020
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46 26
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თერჯოლის მუნიციციპალიტეტის სოფლების: ახალთერჯოლა, ბოსელა(ახალთერჯოლის ადმინისტრაციული ერთეული); ბროლიქედი, გოდოგანი, ნაგარევი, ჭალასთავი (გოდოგანის ადმინისტრაციული ერთეული);ახალუბანი, ეწერი (ეწრის ადმინისტრაციული ერთეული); დელტასუბანი, ზედა საზანო, მუჯირეთი, სკანდე, შიმშილაქედი, ჩიხორი(ზედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეული); კვახჭირი, ოდილაური,სარბევი (კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეული); ოქონა, ძევრი, სეფარეთი(ძევრის ადმინისტრაციული ერთეული); ჭოგნარი(ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეული), სახელდების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყინჩაურის, ხიხაძირის, თხილვანის, ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად
დაყოფის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების
თუზის, კაკაბოურის, თავასის, ვარდიგორისა და ჯგილათის ადმინისტრაციულ საზღვრების
დადგენისა და მათ საზღვრებში მოქცეული გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი)
სახელდების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №46 26
2020 წლის 10 აგვისტო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების თუზის,
კაკაბოურის, თავასის, ვარდიგორისა
და
ჯგილათის
ადმინისტრაციულ
საზღვრების
დადგენისა
და
მათ საზღვრებში
მოქცეული
გეოგრაფიული
ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) სახელდების
შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 22 ივნისის №22 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗. დადგინდეს (დაზუსტდეს) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების (დასახლებებისა) სოფელი ჯგილათის, სოფელი კაკაბოურის, სოფელი თავასის, სოფელი თუზის, სოფელი ვარდიგორის ადმინისტრაციული საზღვრები დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4 და დანართი №5-ის მიხედვით. მუხლი 2🔗. მიენიჭოს სახელი (სისტემური ნუმერაციის გამოყენებით) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ:
ა) სოფელ ჯგილათის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) დანართი №6-ის და დანართი №6(ა)-ს მიხედვით.
ბ) სოფელ კაკაბოურის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) დანართი №7-ის და დანართი №7(ა)-ს მიხედვით.
გ) სოფელ თავასის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) დანართი №8-ის და დანართი №8(ა)-ს მიხედვით.
დ) სოფელ თუზის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) დანართი №9-ის და დანართი №9(ა)-ს მიხედვით.
ე) სოფელ ვარდიგორის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) დანართი №10-ის და დანართი №10(ა)-ს მიხედვით.
მუხლი 2🔗. განკარგულება გაეგზავნოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 3🔗. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4🔗. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 5🔗. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა ჯანელიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე