„ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება ძალადაკარგული თავდაცვა
მიღების თარიღი 08.09.1999
ძალის დაკარგვა 31.12.2014
გამომცემი ორგანო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 120.013.003.832
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44(51), 16/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-35.25pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-35.25pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-35.25pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-35.25pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-35.25pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-35.25pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-35.25pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:-35.25pt; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.013.003.832
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის (სემეკ) დადგენილება №6
1999 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის“ დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესი და მეთოდოლოგია“.
2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნების დღიდან.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესი და მეთოდოლოგია
შესავალი
საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ანიჭებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების (გადაცემის), განაწილების და მიწოდების სფეროში რეგულირების ფუნქციას.
ამჟამად ქვეყნის ბუნებრივი გაზის მეურნეობის ძირითადი ფონდები და ინფრასტრუქტურა უაღრესად რთულ პირობებში და მცირე სიმძლავრით ფუნქციონირებს, ამიტომ სემეკ-ს საბაზრო ეკონომიკურ პრინციპებზე გარდამავალ პერიოდში გაზის სექტორის რეაბილიტაციის პროექტების მხარდაჭერასთან ერთად ეკისრება მომხმარებელთა ინტერესების დაცვაც. ბუნებრივი გაზის ტარიფების ფორმირების ყველა ეტაპზე სემეკ-ის მიერ შემუშავებულმა სატარიფო სისტემამ უნდა შექმნას ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების სისტემებში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, რომელიც უზრუნველყოფს გაზის მეურნეობის არა მარტო აღდგენას, არამედ მის პერსპექტიულ განვითარებასაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ სექტორში მიმდინარე პრივატიზებისადმი მხარდაჭერა და ხელშეწყობა, გაზის მომხმარებელთა და ლიცენზიანტთა დაცვა მონოპოლიური ფასებისაგან, კონკურენტული ბაზრის ფორმირება. ტარიფები უნდა იყოს სამართლიანი, მის ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს მომხმარებელთა არც ერთი კატეგორიის და ლიცენზიანტთა შორის პირდაპირი ან ჯვარედინი სუბსიდირება.
თავი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. დოკუმენტის მიზანი
1. ამ დოკუმენტის მიზანია, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა, რომელიც გამოყენებული იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფების დასადგენად.
2. ტარიფების მეთოდოლოგია (შემდგომში – მეთოდოლოგია) ითვალისწინებს საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის დღევანდელ ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების და მიწოდების განსახორციელებლად გაწეული ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტ ასახვას ტარიფების სისტემებში.
მუხლი 2🔗. მეთოდოლოგიის მოქმედების სფერო
1. მეთოდოლოგია ვრცელდება ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებზე; უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის დარგის ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.
2. მეთოდოლოგია არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის საძიებო სამუშაოებზე, მოპოვებაზე, გადამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიწოდების ლიცენზიანტს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.
3. ლიცენზიანტების მომსახურების ზონა და შესაბამისი ტარიფების მოქმედების სფერო დგინდება სემეკ-ის მიერ.
მუხლი 3🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
ამ მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა. „ამონაგები“ – ინვესტორის წლიური შემოსავალი მის მირ ინვესტირებულ კაპიტალზე;
ბ. „გადასახადი“ – ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებლი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე;
გ. „გაზის გამანაწილებელი სადგური“ – გაზსადენის ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებელთათვის მიწოდებამდე გაზის წნევის დაწევის, გაწმენდის, ოდორიზაციისა (სპეციალური სუნის მიცემის) და ხარჯვის აღრიცხვისათვის;
დ. „გაზმარეგულირებელი პუნქტი“– გამანაწილებელი ქსელის ნაგებობა, რომელიც მაღალი ან საშუალო წნევის გაზსადენიდან მიღებული გაზის წნევას დაწევს საშუალო ან დაბალ წნევამდე და მიაწოდებს შესაბამის საშუალო ან დაბალი წნევის გაზსადენში;
ე. „გამანაწილებელი ქსელი“ – ქალაქებისა და/ან დასახლებული პუნქტების ბუნებრივი გაზის მომარაგების სისტემა, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს;
ვ. „განაწილების ლიცენზია“ – სემეკ-ის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს მიიღოს ბუნებრივი გაზი ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან, ექსპლოატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს და გაანაწილოს ბუნებრივი გაზი განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ზონის ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში;
ზ. „განაწილების ტარიფი“ – განაწილების ლიცენზიანტის მიერ მომხმარებელთათვის გაწეული მომსახურების ფასი;
თ. „დაბალი წნევის გაზსადენი“ – გამანაწილებელი ქსელის 0.005 მპა-მდე (ჩათვლით) წნევის გაზსადენი;
„დანაკარგი“ – სხვაობა მიღებული და გაცემული ბუნებრივი გაზის რაოდენობებს შორის, საკუთარი საჭიროებისათვის მოხმარებული გაზის გამოკლებით;
კ. „ლიცენზიანტი“ – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც აქვს სემეკ-ის მიერ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოქმედების განსაზღვრული ვადით გაცემული ლიცენზია გარკვეულ საქმიანობაზე;
ლ. „ლიცენზიატის წლიური მინიმალური შემოსავალი“ – 12 თვის განმავლობაში აუცილებელი შემოსავლის მთლიანი სიდიდე, რომელიც საჭიროა ლიცენზიანტის მიერ მომსახურებასთან დაკავშირებული მინიმალური ხარჯების დასაფარავად და მიზანშეწონილი ამონაგების მისაღებად;
მ. „მაღალი წნევის გაზსადენი“ – გამანაწილებელი ქსელის 0,3 მპა-ზე მეტი, 1,2 მპა-მდე (ჩათვლით) წნევის გაზსადენი;
ნ. „მიწოდების ლიცენზია“ – სემეკ-ის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს იყიდოს და გაყიდოს ბუნებრივი გაზი სხვა მიწოდების ლიცენზიატებზე ან მომხმარებლებზე;
ო. „მიწოდების ტარიფი“ – მიწოდების ლიცენზიანტების მიერ მომხმარებელთათვის გაწეული მომსახურების ფასი;
პ.„მომხმარებელი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოიხმარს ბუნებრივ გაზს საკუთარი მიზნებისათვის და არ ახდენს მის შემდგომ გაყიდვას;
ჟ. „პირდაპირი მომხმარებელი“ – პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს იღებს უშუალოდ ტრანსპორტირების სისტემიდან და არ არის განაწილების ლიცენზიანტი;
რ. „რეგულირების საფასური“ – თანხა, რომელსაც კანონის შესაბამისად ყოველწლიურად იხდიან ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიანტები სემეკ-ის მიერ გაწეულ რეგულირებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად;
ს. „საზომი სადგური“ – ბუნებრივი გაზის ხარჯვის აღრიცხვის კვანძი;
ტ. „საკომპრესორო სადგური“ – გაზის შეკუმშვისათვის განკუთვნილი გაზსადენის ნაგებობათა კომპლექსი;
უ. „საშუალო წნევის გაზსადენი“ – გამანაწილებელი ქსელის 0,005 მპა-ზე მეტი, 0,3 მპა-მდე (ჩათვლით) წნევის გაზსადენი;
ფ. „სემეკი-ი“ –საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
ქ. „ტარიფები“ – ფასების განაკვეთების სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშსწორება ბუნებრივ გაზზე მისი მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების სტადიებზე;
ღ. „ტრანსპორტირების ლიცენზია“ – სემეკ-ის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს ექსპლუატაცია გაუწიოს ტრანსპორტირების სისტემას, მიიღოს ბუნებრივი გაზი ერთი ან მეტი მიღების პუნქტიდან და განახორციელოს მისი ტრანსპორტირება ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტამდე;
ყ. „ტრანსპორტირების სისტემა“ – ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიანტი;
შ. „ტრანსპორტირების ტარიფი“ – ტრანსპორტირების ლიცენზიანტის მიერ მომხმარებელთათვის გაწეული მომსახურების ფასი;
ჩ. „ძირითადი საშუალებები“ – საგადასახადო კოდექსის მიხედვით ამორტიზაციას დაქვემდებარებული ერთ წელზე მეტი ხნის სამსახურის ვადის მქონე მატერიალური აქტივები.
თავი II. ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიური საფუძვლები
და ძირითადი პრინციპები
მუხლი 4🔗. მეთოდოლოგიური საფუძვლები
1. ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავების საფუძველია საქართველოს კანონი „ელქტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“.
2. ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების სუბიექტებისა და მომხმარებელთა ინტერესები. თავისუფალი კონკურენციის საფუძველზე მოქმედმა ტარიფებმა ხელი უნდა შეუწყოს სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ეკონომიას, მიზანშეწონილ ურთიერთჩანაცვლებას, ენერგეტიკული ბალანსის რაციონალიზაციას.
3. მეთოდოლოგია ეყრდნობა ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების სფეროში გაწეული მიზანშეწონილი ხარჯების სრული ანაზღაურების პრინციპს და ითვალისწინებს დარგში ფინანსური სტაბილიზაციის ინტრესებს. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ტარიფმა ხელი უნდა შეუწყოს ექსპლოატაციაში მყოფი ძირითადი ფონდების ეფექტიან გამოყენებას მათი ფაქტობრივი დატვირთვის გათვალისწინებით.
4. ამ მეთოდოლოგიით ბუნებრივი გაზის ტარიფი განისაზღვრება თითოეული ლიცენზიანზიატისათვის ცალ-ცალკე.
5. ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის დადგენისათვის მეთოდოლოგია ითვალისწინებს სემეკ-ისათვის ინფორმაციის წარდგენას გაზის მიწოდების მოცულობის, გადასახადების, შესყიდვის საფასურისა და სხვათა შესახებ;
6. საჭიროების შემთხვევაში მეთოდოლოგიაში ცვლილების შეტანა ან მეთოდოლოგიის მოქმედების შეწყვეტა ხორციელდება სემეკ-ის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. ძირითადი პრინციპები
1. ბუნებრივი გაზის ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება, მისი გამოყენება ენერგიის სხვა სახეობის შემცვლელ ალტერნატიულ სათბობად, გაზის მეურნეობის სრულყოფილი რეაბილიტაცია და მისი განვითარების მიზნით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელშეწყობა, ჯანსაღი კონკურენციის სტიმულირება.
2. ბუნებრივი გაზის ამ მეთოდოლოგიით დადგენილი ტარიფები:
ა. უნდა იცავდეს ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს და/ან სხვა ლიცენზიანტებს მონოპოლისტი ლიცენზიანტის მიერ თავისი მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისაგან.
ბ. შესაძლებლობას უნდა აძლევდეს ლიცენზიანტებს მთლიანად დაფარონ გაწეული მიზანშეწონილი ხარჯები და მიიღონ ამონაგების მიზანშეწონილი დონე;
გ. უნდა ითვალისწინებდეს ლიცენზიანტების ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას, რომელიც აუცილებელია გაზის მეურნეობისა და მისი ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის ასამაღლებლად და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
დ. ხელსაყრელი უნდა იყოს ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის, ხელს უნდა უწყობდეს ბუნებრივი გაზის გამოყენებას როგორც საწარმოო პროცესებში ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებაში;
ე. ლიცენზიანტებს უნდა აძლევდეს ლიცენზირებად საქმიანობაში ეკონომიკურად გამართლებული ხარჯების, მათ შორის, რეგულირების საფასურის ანაზღაურების შესაძლებლობას.
ვ. არ უნდა ითვალისწინებდეს მომხმარებელთა ცალკეული კატეგორიებისათვის სატარიფო შეღავათების დაწესებას სხვა მომხმარებლების ან ლიცენზიანტების ხარჯზე, ამასთან უნდა ასახავდეს განსხვავებულ ღირებულებებს მოხმარების სხვადასხვა სფეროში.
3. მეთოდოლოგია ითვალისწინებს გაზის მეურნეობის მოქმედი ძირითადი საშუალებების ღირებულებას, რომელიც ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ჩადებულ კაპიტალზე მიზანშეწონილი ამონაგები.
4. ძირითადი საშუალებების ამონაგების გაანგარიშებისას მეთოდოლოგია ითვალისწინებს ინვესტირებასთან დაკავშირებულ რისკის ფაქტორს. ამიტომ ფონდების ამონაგები შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე შესაბამისი საბანკო პროცენტი.
5. ტარიფებთან დაკავშირებული სემეკ-ის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.
თავი III . მომსახურების ღირებულების
კომპონენტები
მუხლი 6🔗. ტარიფის დადგენის პრინციპები
1. ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების საფასური შედგება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან, გადასახადებისაგან და მოგებისაგან. სემეკ-ი ლიცენზიანტებს დაუდგენს ტარიფს იმის გათვალისწინებით, რომ მათ ამოიღონ ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები.
2. ბუნებრივი გაზის საწარმოების მომსახურების საექსპლუატაციო დანახარჯები გაიანგარიშება შემდეგი საკალკულაციო მუხლების მიხედვით (ბუნებრივი გაზის ღირებულების გარდა):
ა. ნედლეული;
ბ. მასალები და სათადარიგო ნაწილები;
გ. საწარმოო სამუშაოები და მომსახურება, გარეშე ორგანიზაციების მომსახურების ჩათვლით (სარემონტო და სხვა სამუშაოები);
დ. საწვავი საკომპრესორო სადგურებისათვის (ტრანსპორტირების ლიცენზიანტისათვის);
ე. საწვავი ყველა სახის შენობის გასათბობად;
ვ. ელექტროენერგია გაზსადენების ელექტროქიმიური დაცვისათვის;
ზ. ელექტროენერგია, თბოენერგია და წყალი სამეურნეო საჭიროებისათვის;
თ. ხელფასის ფონდი დანარიცხებით;
ი. მანქანა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები;
კ. ძირითადი ფონდების საამორიტიზაციო ანარიცხები საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმების მიხედვით;
ლ. სხვა გაუშიფრავი დანახარჯები, მათ შორის, საოპერაციო იჯარის ქირა, კრედიტების პროცენტის გადახდა და სხვა (არა უმეტეს საერთო დანახარჯების 10%-ისა).
მუხლი 7🔗. ამორტიზაცია
ტარიფის გაანგარიშებისას საექსპლუატაციო ხარჯებში ამორტიზაციის თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმის მიხედვით.
მუხლი 8🔗. სარემონტო ხარჯები
მეთოდოლოგიის მიხედვით ბუნებრივი გაზის ტარიფში ცალკე უნდა იქნეს ასახული სარემონტო ფონდის ხარჯები, რომელიც აიღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
მუხლი 9🔗. გადასახადები
ბუნებრივი გაზის ტარიფში ასახულ უნდა იქნეს ყველა გადასახადი, მათ შორის მოგების გადასახადი და დღგ.
ტარიფის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ შემოსავლისა და მისაღები (დასაშვები) დანახარჯების გათვალისწინებით საბალანსო მოგების სიდიდე მოგების გადასახადის გადახდის შემდეგ უნდა აკმაყოფილებდეს ინვესტორის მოთხოვნებს ინვესტიციებზე მიზანშეწონილი ამონაგების მისაღებად.
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) ექვემდებარება გადახდას საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევის ყველა სტადიაზე და იგი შეიტანება ტარიფში.
გადასახადების განაკვეთი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
მუხლი 10🔗. კრედიტები (სესხები)
დროებითი ფინანსური სიძნელის დასაძლევად აღებულ მოკლევადიან სესხზე გადახდილი პროცენტები გაითვალისწინება საექსპლოატაციო დანახარჯებში, მაგრამ არა უმეტეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ნორმისა. გრძელვადიანი კრედიტის პროცენტები დანახარჯებში შეიტანება ანალოგიურად მოკლევადიანი კრედიტის პროცენტებისა.
მუხლი 11🔗. ფონდების (ძირითადი საშუალებების) ამონაგები
ფონდების ამონაგები, რომელიც წარმოადგენს კაპიტალზე ამონაგებისა და კრედიტის საპროცენტო განაკვეთის საშუალო შეწონილს, უნდა ითვალისწინებდეს გაწეული ინვესტიციური რისკის ფაქტორს და შეიტანება ტარიფში.
ფონდების ამონაგების ზომა განისაზღვრება სემეკ-ის მიერ კონკრეტულად თითოეული ლიცენზიანტისათვის.
მუხლი 12🔗. წახალისებითი რეგულირება
ბუნებრივი გაზის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, სემეკ-ი უფლებამოსილია გამოიყენოს წახალისების მიზანშეწონილი ფორმები, მათ შორის, დანაკარგების შემცირებით მიღებული ეკონომია დატოვოს საწარმოს განკარგულებაში განსაზღვრული ვადით.
თავი IV. ბუნებრივი გაზის ტარიფების
გაანგარიშება
მუხლი 13🔗. განცალკევებული ტარიფები
საქართველოს ბუნებრივი გაზის მეურნეობაში სხვადასხვა საქმიანობისათვის დგინდება სხვადასხვა ტარიფები:
ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, ტრანსპორტირებაზე, განაწილებაზე და მოხმარებაზე.
მუხლი 14🔗. მიწოდების ტარიფი
მიწოდების ტარიფის გაანგარიშების საფუძველია მიწოდების ლიცენზიანტის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვასთან დაკავშირებული ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები, რომელსაც ემატება ლიცენზიანტის მიერ გაწეული მიზანშეწონილი დანახარჯები, სადაც გათვალისწინებულია ყველა სახის გადასახადი (დღგ-ის გარდა). ამ წესით გაანგარიშებულ თვითღირებულებას ემატება კაპიტალზე ამონაგები სემეკ-ის მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით, აგრეთვე დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი განაკვეთით. ეს თანხა იყოფა ლიცენზიანტის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის პროგნოზულ მოცულობაზე. შედეგი წარმოადგენს მიწოდების ტარიფს, ლარი /1000 მ3.
მუხლი 15🔗. ტრანსპორტირების ტარიფი
ტრანსპორტირების ტარიფის გაანგარიშების საფუძველია ტრანსპორტირების ლიცენზიანტის ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები, აგრეთვე ყველა სახის გადასახადები (დღგ-ს გარდა). ამ წესით გაანგარიშებულ თვითღირებულებას ემატება კაპიტალზე ამონაგები სემეკ-ის მიერ დადგენილი ნორმის მიხდვით, აგრეთვე დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი განაკვეთით.
მიღებული თანხა იყოფა ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის პროგნოზულ მოცულობაზე ნორმატიული დანაკარგების გათვალისწინებით. შედეგად ვიღებთ ტრანსპორტირების ტარიფს, ლარი /1000 მ3.
მუხლი 16🔗. პირდაპირი მომხმარებლის ტარიფი
1. პირდაპირი მომხმარებლის მიერ შეძენილი ბუნებრივი გაზის საფასური ტოლია მიწოდებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიანტების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულბისა. შეძენილი გაზის საფასურში გათვალისწინებულ უნდა იქნეს დასაშვები დანაკარგები.
2. ყველა პირდაპირი კონტრაქტი შეთანხმებულ უნდა იქნეს სემეკ-თან.
მუხლი 17🔗. განაწილების ტარიფი
ბუნებრივი გაზის განაწილების საფასური გაიანგარიშება ტრანსპორტირების ტარიფის მსგავსად. რამდენადაც განაწილების ლიცენზიანტი ბუნებრივ გაზს აწვდის მომხმარებელთა სამ ჯგუფს (სამრეწველო მოხმარება, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და მოსახლეობა), ამდენად აუცილებელია განაწილების ხარჯების დაყოფა მომხმარებელთა ცალკეული ჯგუფების მიხედვით. ეს უნდა მოხდეს თითოეული ჯგუფისათვის მომსახურების გასაწევად საჭირო ძირითადი ფონდების ღირებულების პროპორციულად. მომხმარებელთა რამოდენიმე ჯგუფის მომსახურე ძირითადი ფონდების ღირებულება იყოფა მოხმარებული გაზის რაოდენობის პროპორციულად.
მუხლი 18🔗. საცალო ტარიფები მომხმარებელთა ჯგუფების მიხდვით
საცალო მომხმარებლის ტარიფი უნდა ასახავდეს ცალკეულ მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის სრულ ღირებულებას, რომელიც შეიცავს მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს.
მუხლი 19🔗. ტარიფის კორექტირება
1. სავალუტო კურსის ცვლილების მიხედვით-
ხარჯებისა და შემოსავლის გაანგარიშება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). უცხო სახელმწიფოებიდან გაზის მიღებაზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ასევე უცხოური ვალუტით.
ლარის კურსის ცვლილება შესაბამის გავლენას მოახდენს გაზის ტარიფის სიდიდეზე. ტარიფის კორექტირებისათვის ლარის კურსის საანგარიშსწორებო დონე განისაზღვრება პერიოდისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის საშუალო ინდექსით. ტარიფის კორექტირება ხორციელდება წლის განმავლობაში 2-ჯერ (აპრილი და ოქტომბერი), თუ ამ პერიოდში ვალუტის კურსის ცვლილება აღემატება 15%-ს. განაცხადი ამის შესახებ ლიცენზიანტს შეაქვს სემეკ-ში, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში განაცხადის შეტანიდან.
2. ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის ცვლილების მიხედვით-
იმ შემთხვევაში, როცა გაზის ფასის ცვლილება მეტია 15%-ზე. მოხმარების ტარიფები ექვემდებარება აღნიშნული სიდიდით კორექტირებას.
მუხლი 20🔗. ტრანზიტის საფასური
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაზის ტრანზიტის საფასური არ ექვემდებარება სემეკ-ის მიერ რეგულირებას და განისაზღვრება დაინტერესებულ მხარეებს შორის წარმოებული მოლაპარაკების საფუძველზე.
მუხლი 21🔗. მონაცემების შეგროვება
1. სემეკ-ი შეიმუშავებს მონაცემების შეგროვების ერთიან ფორმასა და წესს, რაც აუცილებელია მარეგულირებელი ფუნქციების განსახორციელებლად. ყველა ლიცენზიანტი ვალდებულია დადგენილი წესით დროულად წარუდგინოს სემეკ-ს უტყუარი მონაცემები.
2. ლიცენზიანტის მოთხოვნის შემთხვევაში სემეკ-ი უზრუნველყოფს წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობას.
თავი V. ტარიფების დადგენის წესი და
პროცედურები
მუხლი 22🔗. ტარიფების დადგენის პირობები და პრინციპები
1. ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფების დადგენის წესი და პრინციპები განსაზღვრავს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირდაპირი მომხმარებლებისა და ლიცენზიანტების მიერ სემეკ-ში წარდგენილი განაცხადები.
2. სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფები სავალდებულოა ყველა ლიცენზიანტისათვის და მომხმარებლისათვის.
3. ბუნებრივი გაზის ტარიფების დასადგენად წარმოდგენილ განაცხადში მოცემული უნდა იყოს წარმომდგენის რეკვიზიტები: დასახელება, მომსახურების სახე, მისამართი, საკუთრების ფორმა, საბანკო მონაცემები (ბანკის დასახელება, მისამართი, ანგარიშის ნომერი და კოდი), განაცხადის წარმომდგენის ხელმძღვანელის გვარი, სახელი, ტელეფონი;
მომსახურების მოსალოდნელი ხარჯების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და წლიური საბუღალტრო ბალანსი შესაბამისი დანართებით წარმოდგენილი უნდა იყოს სემეკ-ის მიერ შემუშავებული ფორმების მიხედვით.
4. სატარიფო განაცხადი უნდა იქნეს ხელმოწერილი საწარმოს ხელმძღვანელის მიერ, ლიცენზიანტი ვალდებულია დროულად წარადგინოს ინფორმაცია. ხელმომწერი პასუხისმგებელია წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე.
მუხლი 23🔗. ტარიფების დადგენის პროცედურა
1. სემეკ-ი ლიცენზიანტის განაცხადს განიხილავს ერთი თვის განმავლობაში და ადგენს მიიღოს განაცხადი წარმოდგენილი სახით თუ არ ჩათვალოს იგი სრულყოფილად და დაუბრუნოს ლიცენზიანტს სათანადო შესწორებისათვის. ყველა შემთხვევაში ლიცენზიანტს ეგზავნება წერილი სათანადო შეტყობინებით.
2. სატარიფო განაცხადის მიღების შემთხვევაში სემეკ-ი აკეთებს საჯარო განცხადებას, რომელიც შესაძლბლობას აძლევს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს სამუშაო საათებში გაეცნოს წარმოდგენილ მასალებს და სემეკ-ს მიაწოდოს შენიშვნები და კომენტარები არსებული წესის მიხედვით.
3. სატარიფო განაცხადზე შენიშვნები და კომენტარები უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს და ფაქტების კონსტანტაციას. შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. შენიშვნების წარმომდგენმა სუბიექტმა ასლი უნდა გაუგზავნოს განაცხადის შემომტან ლიცენზიანტსაც. ლიცენზიანტს 15 დღის ვადაში შეუძლია საპასუხო წერილით მიმართოს ოპონენტს და მოითხოვოს საჭიროების შემთხვევაში სათანადო განმარტებები.
4. სემეკ-ი მიღებულ სატარიფო განაცხადს განიხილავს 1.5 თვის განმავლობაში და იღებს შემდეგ შესაძლო გადაწყვეტილებას:
ა. დააკმაყოფილოს მოთხოვნა და დაადგინოს ტარიფი;
ბ. შეაჩეროს განაცხადის განხილვა დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე.
5. ტარიფი, თუ იგი აკმაყოფილებს სემეკ-ის მოთხოვნებს, სატარიფო განცხადის მიმართ, ძალაში შედის სემეკ-ის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს სატარიფო განაცხადის შეტანიდან 150 დღისა.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში სემეკ-ს განმცხადებელთან შეთანხმებით შეუძლია გააგრძელოს განაცხადის განხილვის ვადა.
7. ლიცენზიანტის სატარიფო განაცხადის განხილვის პროცედურაში მონაწილეობის უფლება აქვს განმცხადებლის წარმომადგენელს; ამის შესახებ სემეკ-ი მას 5 დღით ადრე ატყობინებს.
8. სემეკ-ი ტარიფების შემუშავების პერიოდში იხილავს ყველა შენიშვნასა და კომენტარს, რომელიც მიღებულია ოფიციალური ინფორმაციით ან განხილვის პროცესში იქნა გაკეთებული.
9. ლიცენზიანტები ან სატარიფო განაცხადის განხილვაში მონაწილე დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სემეკ-ს და მოითხოვონ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა შემდეგი მოსაზრებებით;
ა. მიღებულ გადაწყვეტილებაში შემჩნეული ფაქტებისა და მონაცემების უზუსტობის გამო;
ბ. მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებთან გადაწყვეტილების შეუსაბამობის გამო.
10. სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში ქვეყნდება, რაც დაინტერესებულ სუბიექტებს აძლევს დადგენილ ტარიფთან გაცნობის შესაძლებლობას.
11. ლიცენზიანტს, მომხმარებელს და სხვა დაინტერესებულ პირს, კანონის თანახმად, უფლება აქვს დადგენილი წესით გაასაჩივროს სემეკ-ის გადაწყვეტილება.
მუხლი 24🔗. ტარიფების დადგენის საფასური
1. ტარიფის დადგენის საფასური განისაზღვრება სემეკ-ის მიერ და სატარიფო განაცხადის შემტანის მიერ გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შეტანიდან 2 კვირის განმავლობაში.
2. ტარიფების დადგენაზე გაწეული ხარჯები სემეკ-ის მიერ დადგენილი ოდენობით შეიტანება ტარიფში; ტარიფის დადგენაზე გაწეული მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს სატარიფო განაცხადის შემტანი.