„საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებისა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლის რეგისტრაციისა და პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 10.09.1999
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №70/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.839
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44(51), 16/09/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.1999 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებისა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლის რეგისტრაციისა და პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.839
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №70/1999
1999 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლის რეგისტრაციისა და პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის შესახებ
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. დადგინდეს საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში საზოგადოებრივი გაერთიანებების თითო წარმომადგენლის დასასწრებად რეგისტრაციის შემდეგი წესი:
ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდეს ის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია არა უგვიანეს 1998 წლის 1 იანვრისა და რომლის წესდებაც არჩევნების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ითვალისწინებს;
ბ) განცხადება საზოგადოებრივი გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიას წარედგინოს არა უგვიანეს ამა წლის 20 ოქტომბრის 18 საათისა;
გ) განცხადებები აღირიცხოს ჟურნალში, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის რეზოლუციით გადაეცეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომას წარუდგინოს შესაბამისი დადგენილების პროექტი, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 6 დღის ვადაში;
დ) ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით;
ე) რეგისტრაციაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია ამ დადგენილების პირველი პუნქტი „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე, თუ საზოგადოებრივი გაერთიანება გამოხატავს უწყებრივ ან პარტიულ ინტერესებს.
2. დადგინდეს პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წარმომადგენელთა აკრედიტაციის შემდეგი წესი:
ა) განისაზღვროს საქართელოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მომზადების პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, რომლებიც ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგულარულად გამოიცემა, წარმომადგენლობის შემდეგი ნორმები:
ა.ა) ყოველდღიური გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოებისათვის: თითოეულზე – 2 კორესპონდენტი; 2 ფოტოკორესპონდენტი;
ა.ბ) გაზეთებისა და ჟურნალებისათვის, რომლებიც გამოდის კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ ან ყოველთვიურად, თითოეულზე – 1 კორესპონდენტი, 1 ფოტოკორესპონდენტი;
ა.გ) სახელმწიფო და დამოუკიდებელი ტელე და რადიოკომაპანიებისათვის, თითოეულზე – 5 კორესპონდენტი, 5 ტელეოპერატორი;
ბ) განისაზღვროს არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობებსა და საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასასწრებად იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგულარულად გამოიცემა, წარმომადგენლობის შემდეგი ნორმები:
ბ.ა) ყოველდღიური გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოებისათვის: თითოეულზე – 7 კორესპონდენტი, 7 ფოტოკორესპონდენტი;
ბ.ბ) გაზეთებისა და ჟურნალებისათვის, რომლებიც გამოდის კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ ან ყოველთვიურად: თითოეულზე – 2 კორესპონდენტი, 2 ფოტოკორესპონდენტი;
ბ.გ) სახელმწიფო დამოუკიდებელი ტელე და რადიოკომპანიებისათვის: თითოეულზე – 7 კორესპონდენტი, 7 ტელეოპერატორი;
გ) აკრედიტაციის მისაღებად მასობრივი ინფოორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს ამა წლის 20 ოქტომბრის 18 საათისა უნდა წარუდგინონ:
გ.ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (გაზეთის, საინფორმაციო სააგენტოს, ტელე ან რადიოკომპანიის) ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის განცხადება აკრედიტაციის მისაღებად წარმოდგენილი ჟურნალისტის, ფოტოკორესპონდენტისა და ტელეოპერატორის ვინაობის ჩვენებით;
გ.ბ) წარმოდგენილ კანდიდატურათა ორ-ორი ფოტო ზომით 3X4;
დ) პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წარმომადგენელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით აკრედიტაცია შეიძლება გაუუქმდეს:
დ.ა) გაზეთის, ჟურნალის, საინფორმაციო სააგენტოს, ტელევიზიისა და რადიოკომპანიის ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის განცხადების საფუძველზე;
დ.ბ) ჟურნალისტის მიერ საარჩევნო კომისიაში მიღებული ინფორმაცია დამახინჯების ან გაყალბების, ანდა კომისიის წევრებისა და თანამშრომელთა შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებისათვის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
დ.გ) თუ ჟურნალისტი მასობრივი ინფორმაციის ერთი საშუალებიდან მეორეში გადავა;
დ.დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში;
ე) აკრედიტაციის, აკრედიტაციაზე უარის თქმის, ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ;
ვ) არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობებსა და საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასასწრებად ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა და ცენტრალური საინფორმაციო საშუალებების ადგილობრივი წარმომადგენლების აკრედიტაცია ამ დადგენილების შესაბამისად, განახორციელონ საოლქო საარჩევნო კომისიებმა. ჟურნალისტთა აკრედიტაცია გავრცელდეს მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე