კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2020
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016432
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2020 წლის 21 აგვისტო
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად, სტენდების დადგმისთვის, გამოიყოს და განისაზღვროს ადგილები, თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილ(ებ)ით.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებში, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა დგინდება შესაბამისი ადგილის ფართობის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი);
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, ამ დადგენილების 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ადგილას, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთ საარჩევნო სუბიექტზე განისაზღვროს 2 ცალით;
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე
დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების ნუსხა
კასპი
1. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი - თაყაიშვილის ქ. №2 და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. №2 საბავშვო ბაღი - ეფრემ მე-2-ის ქ. №2ა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. №5 საბავშვო ბაღი - ბორჯომის ქ. №1 და მისი მიმდებარე ტერიტორია;
4. სპორტ-დარბაზი - სააკაძის ქ. №38 და მისი მიმდებარე ტერიტორია;
5. საფეხბურთო სკოლა - თაყაიშვილის ქ. №12 და მისი მიმდებარე ტერიტორია;
6. მინი საფეხბურთო მოედანი - მირიან მეფის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ახალქალაქი
1. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. საბავშვო ბაღი- №1, №2 და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. საცხოვრებელი სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია;
4. ყოფილი საბრიგადირო სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ახალციხე
1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
ზემო ხანდაკი
1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. ყოფილი ამბულატორიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ქვემო გომი
1. ყოფილი საწყობის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. საბავშვო ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
მეტეხი
1. ფინური სახლი და დამხმარე შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. საბავშვო ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. ყოფილი ამბულატორია №1, №2 და მისი მიმდებარე ტერიტორია;
4. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
5. შენობა ნაგებობები-ბარნაბიაანთკარი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
თელიანი
1. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. საბავშვო ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. საბავშვო ბაღი-სასირეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ქვემო ჭალა
1. საბავშვო ბაღის შენობა №1, №2 და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. კლუბის შენობა-გამდლისწყარო და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. საცხოვრებელი სახლი-გორაკა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
4. საცხოვრებელი სახლი- პანტიანი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
კოდისწყარო
1. კლუბის შენობა-რენე და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. საბავშვო ბაღი-რენე და მისი მიმდებარე ტერიტორია.
წინარეხი
1. კლუბის შენობა-თელადგორი და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. საცხოვრებელი სახლი №1, №2-იდლეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. კლუბის შენობა ნაგებობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
კავთისხევი
1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. საბავშვო ბაღის შენობა-ეზატი და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. კლუბის შენობა-გუდალეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია;
4. ყოფილი ფოსტის შენობა სოფელ კავთისხევში და მისი მიმდებარე ტერიტორია;
5. სოფელ თვალადის კლუბის შენობა-ნაგებობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ოკამი
1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. კლუბის შენობა-თეზი და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. საბავშვო ბაღის შენობა-იგოეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ლამისყანა
1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. აბანო და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. სარიტუალო დარბაზი სოფ. თვაურებში და მისი მიმდებარე ტერიტორია.
სამთავისი
1. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. ყოფილი საქვაბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ხოვლე
1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
დოესი
1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. საბავშვო ბაღის შენობა-გრაკალი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
აღაიანი
1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
2. ამბულატორიისა და საქვაბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
3. ყოფილი მუშათა სასადილოს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
4. სპორტდარბაზის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
5. სვანების დასახლებაში სარიტუალო დარბაზის შენობა-ნაგებობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ამასთანავე, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა და გამოფენა შესაძლებელია, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ბოძებზე და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე - სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებთნ, სადენებთან და სხვა ელ. მოწყობილობებთან არა უმეტეს 1 მეტრის სიახლოვისა.