„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №197 |
|
2020 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 755 მუხლის პირველი პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ამ პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ბარგის ან ხელბარგის სახით გატანას და სხვა საქონლისაგან დამოუკიდებლად წარდგენას, არ ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4011 20 კოდით განსაზღვრულ საბურავზე, რომელიც წარედგინება სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ მდგომარეობაში და მასზე განთავსებულია სპეციალური სტიკერი, შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) სტიკერზე დატანილია საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია ან სპეციალური წამკითხველის მეშვეობით აღქმადი, საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდის/კომბინაციის შემცველი შტრიხკოდი; ბ) სტიკერი განთავსებულია ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ: ბ.ა) ხელს არ უშლის შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მის შემოწმებას; ბ.ბ) მისი მოხსნა გამოიწვევს სტიკერის დაზიანებას.“. 2. დანართი N III-26 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2020.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.08.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №197. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017355.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №197, 25.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017355 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4971021/
