ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დაფუძნების და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2020
ძალის დაკარგვა 25.06.2021
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.139.016379
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,140 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2020 მიღება
25.06.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დაფუძნების და დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2020 წლის 25 აგვისტო ქ. ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დაფუძნების და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156​1 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №448 დადგენილების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლებათა ერთობლიობაში (დაბა ბაკურიანი და სოფელი დიდი მიტარბი)  მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბაკურიანის განვითარების სააგენტო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ (შემდგომში –სააგენტო) დაფუძნებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტო არის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. სააგენტოს სრული სახელწოდებაა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული სახელწოდება „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“. სააგენტოს  სახელწოდების ინგლისური  ტრანსლიტერაციაა – „Bakuriani Development Agency‘‘. 4. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 5. სააგენტო ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 6. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 7. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საიდენტიფიკაციო კოდი, ანგარიში კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ლოგო, ბეჭდები, შტამპები, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 8. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.  სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს. 9. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, თამარ მეფის ქუჩა N1. მუხლი 2🔗. სააგენტოს საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები 1. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია, როგორც ქვეყნაში, ისე, მის ფარგლებს გარეთ, დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ინტერესების, ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის გათვალისწინებით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გზით, დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის განვითარება, მათ შორის: მათი იერსახის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებთან მისადაგება. ამ მიზნის მისაღწევად, დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შეადგენს: ა) დასუფთავების საკითხების მოწესრიგება: დასუფთავებისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის მომსახურება (მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება, ქუჩების, პარკების, სკვერების, საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება და განთავსების ადგილზე ტრანსპორტირება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად); კომპეტენციის ფარგლებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ამოღება და ამოღების ორგანიზება; ბ) დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირებისათვის საჭირო წესების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელება; გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება; დ) გარე რეკლამის განთავსების  ადმინისტრირება; ე) ტერიტორიის კეთილმოწოყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტუქტურის) განვითარება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სადრენაჟე ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, ნაგებობების, წვიმმიმღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების ექსპლუატაციის გაწევა; ზ) ქუჩებზე, მოედნებზე, გზებზე არსებული სანიაღვრე ჭების, გვერდმიმღებების, სანიაღვრე კოლექტორების, ასევე, სადრენაჟე ქსელის მიმდინარე შეკეთება; თ) ახალი სადრენაჟე ან/და სანიაღვრე ქსელის პროექტირებისას უკვე არსებულ ქსელზე ან სისტემაზე სწორად მიერთების მიზნით, ტექნიკური პირობის შეთანხმება; ი) არსებული სადრენაჟე ან/და სანიაღვრე ქსელის დაზიანების პრევენციის მიზნით, ნებისმიერი მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმება; კ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა, შენახვა, მართვა; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა და მოწყობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, გამწვანებულ ტერიტორიაზე სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა და განხორციელება; ნ)  კომპეტენციის ფარგლებში, მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული სანიტარულ-პროფილაქტიკური და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვა; პ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიის გამწვანება; ჟ) სააგენტოს საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა და განკარგვა; რ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ ფარგლებში გარე განათების ქსელის მოწყობა, გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობის და გაფართოების სამუშაოების შესრულება; ს) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ქუჩების, მოედნების, პარკების, ხიდების, გზატკეცილების, საცხოვრებელი მასივების, შიდა ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების გარე განათების (მათ შორის არქიტექტურულ-მხატვრული მინათების) უზრუნველყოფა, მიმდინარე შეკეთება და არსებული ქსელების რეკონსტრუქცია, კაპიტალური შეკეთება, ახალი ქსელების მშენებლობა და ექსპლუატაცია; ტ) ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების გატარება გარეგანათების ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირების და უავარიო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით; უ) სანათი მოწყობილობებისა და ქსელების მოწყობა-შეკეთების მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფებით; ფ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალური ტერიტორიების მოწესრიგების მიზნით, ინერტული (სამშენებლო) ნარჩენებით მოსწორებითი/ამოვსებითი სამუშაოების წარმოება; ქ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და შემდგომი განკარგვა; ღ) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში კულტურული და სპორტული ბაზ(ებ)ის შექმნა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება; ყ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, მათ შორის, შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით/კოორდინაციით - უკანონო და დასახლების იერსახესთან შეუსაბამო მშენებლობებთან, აგრეთვე, უკვე არსებულ, ამავე სახის შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, შესაბამისი რეაგირება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი რეგულაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად; შ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული რეგულაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების მოწესრიგება და მონიტორინგის განხორციელება; ჩ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის დასახლებული და საკურორტო ზონის - უპატრონო ცხოველებისგან განტვირთვის ხელშეწყობა, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შინაური ცხოველების ყოლის წესების დარღვევებზე რეაგირება და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება/გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ც) მუნიციპალიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის შიდა ტრანსპორტის სვლაგეზების დაგეგმვის დოკუმენტის პროექტის მომზადებაში (შემუშავებაში) მონაწილეობის მიღება (მათ შორის ამავე დოკუმენტის პროექტის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა); ძ) მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის/გაჩერების წესების დაცვაზე ზედამხედველობა, დარღვევების გამოვლენა და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესით; წ) საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული საკურორტო ინფრასტრუქტურის მართვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ჭ) დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, შესაბამისი ოქმის შედგენა და საქმის წარმოება. 2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი ლიცენზიების, ნებართვებისა თუ სერტიფიკატების საფუძველზე. მუხლი 3🔗. სააგენტოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება სააგენტოს თითოეული თანამშრომლის მიზანი და ვალდებულებაა, უზრუნველყოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, რაც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მომხმარებლის ინტერესის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებასა და საჯარო და კერძო ინტერესებს შორის თანაზომიერების პრინციპის დაცვას გულისხმობს. მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების პრიორიტეტი მომხმარებლის ბიუროკრატიული ბარიერებისგან დაცვასა და მისი კმაყოფილების ზრდას უნდა ემსახურებოდეს. მუხლი 4🔗. სააგენტოს მომსახურება ან/და დაჩქარებული მომსახურება მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს სააგენტოს დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ოდენობას. მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა მეშვეობით. 2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით. მუხლი 6🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და ერთეულები სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) ინფრასტრუქტურის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური; გ) საფინანსო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; დ) ტრანსპორტისსამსახური; მუხლი 7🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი (შემდეგში - მერი). 2, სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები რომლებსაც სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერი უფლებამოსილია სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე/მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლოს საკუთარი ინიციატივით. 3. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით. 4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მერის ბრძანებით განსაზღვრული თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მერის ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. მუხლი 8🔗.  სააგენტოს თავმჯდომარე სააგენტოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე; გ) ზრუნავს სააგენტოს იმიჯზე/რეპუტაციაზე, პასუხისმგებელია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფაზე; დ) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; ე) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს; ვ) სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) მერთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას; ი) მერთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; კ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლსა და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას; ლ) მერთან შეთანხმებით, განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას; მ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ნ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად აიყვანოს და გაათავისუფლოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; პ) უფლებამოსილია, მერთან შეთანხმებით, ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის, ან განსაკუთრებული მოცულობის სამუშაოსათვის, რომელიც აღემატება ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, თანამშრომლისთვის განსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი); ჟ) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს); რ) მერს დასანიშნად წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურებს; ს) სააგენტოს თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ტ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; უ) მერთან შეთანხმებით უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს სააგენტოს ცალკეულ თანამშრომელს; ფ) მერთან შეთანხმებით შეიმუშავებს და მასვე წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით; ქ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; ღ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ყ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9🔗. სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) სააგენტოს თავმჯდომარესთან შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; ვ) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 10🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიზნები სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად მიზანს წარმოადგენს - დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ამ მიზნის მისაღწევად, წინამდებარე დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული სააგენტოს საქმიანობის ძირითად უფლება-მოვალეობებს მიკუთვნებული საკითხების და სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით დაკისრებული ფუნციების ჯეროვნად  და ეფექტურად შესრულება. ადმინისტრაციული სამსახურის მიზანია - სააგენტოს ეფლება-მოვალეობებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, საქმისწარმოების შიდა წესების მომზადება, ოფიციელური კორესპონდენციის დამუშავება და მოძრაობის  უზრუნველყოფა; ინფრასტრუქტურის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიზანია - დაბა ბაკურიანის და სოფელ დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსბული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაცია, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა; საფინანსო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიზანია - სააგენტოს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული საქმიანობის წარმართვის უზრუნველყოფა, საგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე სახელწიფო შეყიდვის განხორციელება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; დაბა ბაკურიანის და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფა. მუხლი 11🔗. სააგენტოს ქონება 1. დასახული მიზნების მისაღწევად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და აისახება მის ბალანსზე. 2. სააგენტოს, უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად;   3. სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗. დაფინანსების წყაროები 1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური; დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ე) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს (მუნიციპალიტეტის) სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია. 3. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი, ასევე, წარუდგინოს მერს  მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ მაინც. მუხლი 13🔗. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14🔗. კონტროლი 1. სააგენტო, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სააგენტოზე კონტროლს ახორციელებს მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. სააგენტომ, მერის თანხმობითა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოსთვის შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ოდენობისა და ლიმიტების განსაზღვრა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად აგრეთვე აუცილებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობა. 5. მერის, როგორც კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, მიერ სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 15🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.