სს „გლდანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მ ო ს ა წ ვ ე ვ ი
სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის თაობაზე
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს 12:00 საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 2/9 -ში გაიმართება სს „გლდანის“ (ს/კ 209439099, შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგია:
1. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება.
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა.
3. საზოგადოების ფინანსური ანგარიშგებისა და წლიური შედეგების განხილვა.
საღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2020 წლის 20 აგვისტო.
სს „გლდანის“ დირექტორი რეკომენდაციას გიწევთ, მონაწილეობა მიიღოთ საერთო კრებაში დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად.
აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ საერთო კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება ფასიანი ქალაღდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან სს „საქართველოს რეგისტრატორთან“ (სკ 205156374) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, შესასვლელი მოსაშვილის ქ. №11-დან, სართული მე-7.
აქციონერებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ შემოთავაზებული წესდების ახალი რედაქციის პროექტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის №303, ტელ: 557 770 784.
კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად, ასევე წესდების ახალი რედაქციის პროექტის და რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).
სს „გლდანის“ დირექტორი რუდოლფი რაქვიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „გლდანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს „გლდანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2020.
- როდის იქნა მიღებული „სს „გლდანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“?
- „სს „გლდანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“ მიღებულია 25.08.2020. მიმღები ორგანო — სს „გლდანი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს „გლდანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „გლდანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ“, №0, 25.08.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4973136/