საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №038
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016051
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2020
matsne.gov.ge 1,845 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი 90% 30.11.2018 საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 89% 30.10.2025 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 87% 06.05.2020 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 87% 10.07.2024 საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 86% 21.08.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №038 2020 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დემოკრატიული პრინციპების განვითარების და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის განმტკიცების საქმეში საქართველოს პროკურატურის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით; საქართველოს პროკურატურის ყოველი თანამშრომლის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მხედველობაში მიღებით; ასევე იმის აღიარებით, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის მიერ პროფესიული  და ეთიკური მუშაობის პრინციპების განუხრელად დაცვის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოში მართლმსაჯულების სამართლიანი და ეფექტიანი  სისტემის ფუნქციონირება; „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ს“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე საქართველოს  პროკურატურის  თანამშრომელთა  ეთიკის  კოდექსი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. კოდექსის მიზანი 1. საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) აყალიბებს პროკურატურის თანამშრომელთა ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება საჯარო ინტერესს. 2. კოდექსის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა ქცევის ისეთი ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობს: ა) თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებას პროკურატურის თანამშრომლის საქმიანობაში; ბ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურად შესრულებას; გ) ადამიანის უფლებათა დაცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად; დ) სამართლიანი, ეფექტიანი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური გამოძიების ჩატარებას, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის განხორციელებას; ე) პროფესიულ და პირად საქმიანობაში პროკურატურის თანამშრომლის მიერ კანონის მოთხოვნების განუხრელად დაცვას;  ვ) საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის განმტკიცებას; ზ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის  დაცვას. მუხლი 2🔗. კოდექსის განმარტება კოდექსი არ შეიძლება შეზღუდულად იქნეს განმარტებული. მისი დებულებები სრულად გამოიყენება პროკურატურის თანამშრომლის ისეთი ქცევის მიმართ, რომელიც კოდექსში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს ამ კოდექსის პრინციპებიდან. მუხლი 3🔗. კოდექსის მოქმედების სფერო კოდექსის მოქმედება თანაბრად ვრცელდება საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებზე მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ. თავი II ზოგადი ეთიკური ნორმები მუხლი 4🔗. მორალური სტანდარტები 1. საჯარო სამსახური საზოგადოების მიერ გამოცხადებულ ნდობას გულისხმობს. პროკურატურის თანამშრომელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი სამსახურებრივი მდგომარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას საზოგადოების წინაშე აქვს ვალდებულებები, რომლებიც პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობასა და პროკურატურის იმიჯზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2. პროკურატურის თანამშრომელი უნდა მოქმედებდეს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით, ხელმძღვანელობდეს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, ობიექტურობის, პოლიტიკური ნეიტრალობის, წესიერების, პატიოსნების, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, საზოგადოდ მიღებული კულტურის, ზნეობისა და ეთიკის ნორმებით. პროკურატურის თანამშრომელი საკუთარი ქმედებით ხელს უნდა უწყობდეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების რწმენისა და ნდობის განმტკიცებას. მუხლი 5🔗. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა 1. პროკურატურის თანამშრომელი პატივს უნდა სცემდეს და იცავდეს  საქართველოს კონსტიტუტუციით,  საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და  შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. პიროვნების ღირსების პატივისცემის საყოველთაო პრინციპი სავალდებულოა პროკურატურის თანამშრომლისთვის. 2. პროკურატურის თანამშრომელმა პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. 3. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას.  ვალდებულია  დაიცვას ყველა კანონი და რეგულაცია, რომლითაც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა პირისთვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნისა. ამავე დროს დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომელმა განახორციელოს რაიმე სახის დისკრიმინაციული ქმედება.  მუხლი 6🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობა 1. საზოგადოებასთან ურთიერთობისას პროკურატურის თანამშრომელი მუდამ უნდა ხელმძღვანელობდეს პროკურატურის, როგორც ინსტიტუტის საუკეთესო რეპუტაციის პრიორიტეტით. ის პატივისცემით უნდა მოეპყროს თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები. 2. დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომლებიც მიზნად ისახავს პირის შეზღუდვას ან შეურაცხყოფას რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მუხლი 7🔗. დამოუკიდებლობა და გავლენისაგან თავისუფლება 1. პროკურატურის თანამშრომელი თავისუფალი უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და ცალკეულ პირთა გავლენისაგან და დაემორჩილოს მხოლოდ კანონს. 2. პროკურატურის  თანამშრომელი ვალდებულია სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის ქმედებებზე. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითებით. 3. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მან თავი უნდა  შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ გაერთიანების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან. დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომლის მიერ პოლიტიკური მრწამსის ნიშნების აშკარა დემონსტრირება. თავი III პროკურატურის თანამშრომელი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მუხლი 8🔗. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება 1. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის და კანონით დადგენილი წესით. პროკურატურის თანამშრომელმა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები. 2. დაუშვებელია: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის;  დ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას; ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ ისეთი პირობის დადება ან ვალდებულების აღება, რომლის განხორციელებაც არ შედის მის უფლებამოსილებაში და შესაძლოა ლახავდეს პროკურატურის ინტერესს; ვ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ ნებისმიერი პირისთვის უპირატესობის მინიჭება; ზ) პროკურატურის თანამშრომელმა, სამსახურებრივი სტატუსის ან/და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  მოითხოვოს ან/და მიიღოს უშუალოდ ან/და მესამე პირის მეშვეობით, ისეთი სარგებელი, რომელიც არსებითად წინააღმდეგობაში მოდის პროკურატურის საქმიანობასთან ან/და ზიანს აყენებს პროკურატურის იმიჯს; თ) პროკურატურის თანამშრომელის მიერ  პროკურატურის ქონებისადმი გაუფრთხილებელი მოპყრობა; ი) პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან დაწინაურების საფუძველი იყოს მისი პროკურატურის სხვა თანამშრომელთან ნათესაური კავშირი; კ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დროის არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენება არასაპატიო მიზეზით. მუხლი 9🔗. დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის თანამშრომელი მკაცრად უნდა იცავდეს კერძო ინტერესებისაგან დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებს. მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს, თუნდაც შთაბეჭდილების შექმნა მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იგი არ უნდა მოექცეს ცალკეული პირების (მათ შორის, თანამდებობის პირთა და პოლიტიკოსთა),  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა თუ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ. პროკურატურის თანამშრომლის მუშაობა ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის სტანდარტებს. 2. პროკურატურის თანამშრომელი პატივს უნდა სცემდეს უდანაშაულობის პრეზუმფციისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს, როგორც უზენაეს სამართლებრივ ღირებულებებს. მუხლი 10🔗. ეფექტიანობა და პროფესიონალიზმი პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია ეფექტიანად, პოლიტიკური ნეიტრალობის  დაცვით, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და მაღალი  პასუხისმგებლობით შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები. მუხლი 11🔗. იურიდიული დახმარება პროკურატურის თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს სამართლებრივი კონსულტაციების მიცემის ან/და იურიდიული დახმარების გაწევისაგან ნებისმიერი პირისათვის, თუ ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და საქართველოს პროკურატურის ინტერესებს. მუხლი 12🔗. კოლეგებთან ურთიერთობა 1. კოლეგებთან ურთიერთობისას პროკურატურის თანამშრომელი უნდა ხელმძღვანელობდეს პატივისცემისა და პროფესიული სოლიდარობის პრინციპით. 2. პროკურატურის თანამშრომელი: ა) ხელს უნდა უწყობდეს კოლეგებს შორის პატივისცემისა და ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს უნდა არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას; ბ) საკუთარ გამოცდილებას უნდა უზიარებდეს იმ კოლეგებს, რომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ამას საჭიროებს; გ) თავს უნდა იკავებდეს კოლეგის საქმიანობაში თვითნებური ჩარევისაგან; დ) არ უნდა ითხოვდეს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევას, რომელიც გაართულებს ან შეაფერხებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას; ე) ვალდებულია, წინასწარგანზრახულად არ შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში; ვ) ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს უკმაყოფილებას კოლეგის შეცდომასა და ხარვეზებზე; ზ) უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებს. მუხლი 13🔗. სამსახურებრივი ინფორმაცია დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ინფორმაციის, მათ შორის ელექტრონული ან/და  არაელექტრონული საშუალებით, მოპოვება  გავრცელების მიზნით, გავრცელება ან/და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება. მუხლი 14🔗.პერსონალური ინფორმაცია დაუშვებელია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა ან/და პერსონალური ინფორმაციის კანონით დადგენილი წესის უგულებელყოფით მესამე პირთათვის გამჟღავნება. მუხლი 15🔗. კომენტარები სისხლის სამართლის საქმეზე 1. დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს გამოძიების ინტერესებს. 2. დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს პროცესის რომელიმე მონაწილეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინტერესი მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ან ინფორმაციის გამოქვეყნება ემსახურება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიზანს. 3. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია საჯაროდ არ გამოხატოს ისეთი შეხედულება, რომელიც ეწინააღმდეგება პროკურატურის მიერ გატარებულ პოლიტიკას ან/და ბრალდების  მხარის პოზიციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. მუხლი 16🔗. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობა 1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კოდექსით და გენერალური პროკურორის მიერ მიღებული სხვა სამართლებრივი აქტებით, რომლებიც მიმართულია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე მხარეთა მიმართ ეთიკური და პროფესიონალური ქცევის უზრუნველყოფისაკენ. 2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია საქმის განხილვის ყველა სტადიაზე თავი შეიკავოს საქმის განმხილველ მოსამართლესთან როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული მოტივით ურთიერთობისაგან (საქმის სასამართლო განხილვის მიღმა), დროულად გამოცხადდეს სასამართლოს სხდომაზე, დაიცვას ჩაცმულობის ოფიციალური სტილი  სასამართლოში, თავი შეიკავოს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქმედებებისაგან ან/და განცხადებების გაკეთებისაგან, პროცესის ნებისმიერი მონაწილის მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ან აშკარად ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვისაგან, ასევე საქმისადმი პირადი დამოკიდებულების გამოვლენისაგან. მუხლი 17🔗. შეუფერებელი მდგომარეობა 1. პროკურატურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია პროკურატურის თანამშრომლის ღირსებისათვის. ამასთან, პროკურატურის თანამშრომლის ვალია, ღირსეულად იქცეოდეს სამსახურებრივი საქმიანობის მიღმაც და უფრთხილდებოდეს პროკურატურის რეპუტაციასა და სახელს. 2. პროკურატურის ორგანოების შენობებში ალკოჰოლური სასმელის მიღება დასაშვებია მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებში. 3. პროკურატურის თანამშრომელი არ უნდა ჩაერთოს  არაკეთილსინდისიერ, ამორალურ ან ნებისმიერ სხვა შეუფერებელ ქმედებაში, რომელიც ზიანს აყენებს პროკურატურის ინტერესებს ან/და იმიჯს. 4. პროკურატურის თანამშრომელს ეკრძალება ნებისმიერი სახის აზარტულ თამაშებში ჩართვა, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ამგვარი ქმედების საჭიროება დგება პროკურატურის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე. მუხლი 18🔗. სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის გამოყენება 1. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის შენახვისა და ტარებისას. 2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, თავი შეიკავოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის საზოგადოებაში დემონსტრირებისაგან, თუკი არ არსებობს ამის საჭიროება. 3. პროკურატურის თანამშრომელს ეკრძალება  მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო იარაღის ან სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით სხვა პირისათვის გადაცემა. თავი IV მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა მუხლი 19🔗. საჯარო განცხადება 1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული ოფიციალური წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი, კორექტული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პროკურატურის ინტერესებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ ეს განცხადებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოს პროკურატურის პოზიცია. 2. პროკურატურის თანამშრომელს, რომელიც აკეთებს განცხადებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, უფლება აქვს, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მიაწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იმ მოცულობის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც მოცემული დროისათვის მისთვის არის ცნობილი. მუხლი 20🔗. აქტივობა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში პროკურატურის თანამშრომლის მიერ ინტერნეტსივრცეში განხორციელებული ქმედებები უნდა იყოს კორექტული და თავისი შინაარსით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კოდექსით დადგენილ  პრინციპებს. თავი V ინტერესთა შეუთავსებლობა მუხლი 21🔗. შეუფერებელი საქმიანობა პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებისაგან, რამაც შეიძლება ობიექტურად ეჭვქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა ან გავლენა იქონიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე, ასევე პროკურატურის ავტორიტეტსა და სახელზე. მუხლი 22🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. პროკურატურის თანამშრომელმა უნდა დაიცვას ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. 2. პროკურატურის თანამშრომელს არ უნდა ჰქონდეს კერძო ინტერესები, რომლებიც შეუთავსებელია  სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულებასთან. 3. პროკურატურის თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია კანონით დადგენილი წესით განაცხადოს თვითაცილების შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში. 4. დაუშვებელია სამსახურში ან/და მის ფარგლებს გარეთ პროკურატურის თანამშრომელი ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია პროკურატურის ინტერესებთან. მუხლი 23🔗. საჩუქარი 1. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით. 2. პროკურატურის თანამშრომელმა არ უნდა მოითხოვოს ან/და არ უნდა მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური სიკეთე იმ პირისგან, რომელიც დაინტერესებულია მისი, როგორც პროკურატურის თანამშრომლის მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელებით. 3. პროკურატურის თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს საჩუქრის მიღებისაგან ყველა იმ პირის მხრიდან, რომელიც რაიმე ფორმით დაინტერესებულია პროკურატურის თანამშრომლის წარმოებაში ან საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული საქმით, ან თუ ამგვარი ქმედება წარმოადგენს პროკურატურის თანამშრომელზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, ან შესაძლოა მომავალში მოახდინოს ასეთი ზეგავლენა. თავი VI დისციპლინური წარმოება მუხლი 24🔗. დისციპლინური  პასუხისმგებლობა 1. ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისთვის პროკურატურის თანამშრომელს, შესაძლოა, დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და მის მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელი. 2. პროკურატურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები განსაზღვრულია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 25🔗. დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირება პროკურატურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მის მიმართ ტარდება სამსახურებრივი შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.