საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №040
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,926 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 95% 26.08.2020 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 94% 07.06.2022 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 93% 26.09.2019 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 02.06.2017 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში სტაჟირების გავლისა და ამავე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 31.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №040 2020 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ც“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 განისაზღვროს საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს პროკურატურაში დანიშნული სტაჟიორებისთვის სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვროს ერთი წლითა და სამი თვით. მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗 ეს წესი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში (შემდგომში – პროკურატურა) სტაჟირების გავლის წესს. მუხლი 2🔗 1. სტაჟირების  მიზანია კადრების მომზადება საპროკურორო-საგამოძიებო საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის. 2. სტაჟირება ეფუძნება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ პროკურატურის საქმიანობის  პრინციპებს. 3. ამ წესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული.    თავი II სტაჟირების გავლის კომისია მუხლი 3🔗 1. სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში იქმნება საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი). 2.  კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში, პროკურატურის თანამშრომლების გარდა, შეიძლება შედიოდნენ საკანონმდებლო ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს კომისიის სამდივნო და ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. თავი III სამდივნო და კონკურსი  მუხლი 4🔗 პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორების მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირს ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტს. მუხლი 5🔗 1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, სტაჟიორობის კანდიდატთა განცხადებების (სააპლიკაციო ფორმა) მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა. 4. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა  ელექტრონული სახით უნდა წარადგინოს შესაბამისი განაცხადი (სააპლიკაციო ფორმა). საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს  ასევე შემდეგი დოკუმენტები: ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის გავლის შესახებ; გ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. სტაჟიორობის კანდიდატმა სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს უნდა წარუდგინოს: ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; გ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; დ) სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი; ვ) შრომის წიგნაკი ან ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ფოტოსურათი (ელექტრონული სახით); თ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ. 6. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების (სააპლიკაციო ფორმა) მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.  მუხლი 6🔗 1. სტაჟიორთა კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმე ეტაპად: წერილობითი (ტესტირების) და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით. კონკურსის ეტაპების რაოდენობას და ფორმას კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 2. კონკურსის პროგრამას და გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერს, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. მუხლი 7🔗 1. კონკურსის გამოცხადება და მისი ეტაპების შედეგების შესახებ  ინფორმაცია ქვეყნდება პროკურატურის ვებგვერდის, პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. 2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონკურსის პროგრამას და კონკურსის ეტაპების გავლის პირობებს; ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ; გ) საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების ჩამონათვალს, სადაც სტაჟიორად დანიშვნა შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში; დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ. 3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. კონკურსის ჩატარების დროს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 5. კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არაუადრეს სამი კვირისა, ხოლო მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში. 6. ტესტირების პროცესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს კომისია. მუხლი 8🔗 1. კონკურსის ეტაპების გავლის პირობები ქვეყნდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 2. კონკურსის შემდგომ ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს – ვერ გადალახავს გამსვლელ სატესტო ქულის ბარიერს. 3. კონკურსის ზეპირ (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) ეტაპს – ვერ გადალახავს გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერს. მუხლი 9🔗 სტაჟიორობის კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე გონივრულ ვადაში. მუხლი 10🔗 კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში სტაჟიორობის კანდიდატს მიეწოდება ინფორმაცია მის მიერ მიღებული შეფასების შესახებ. მუხლი 11🔗 წერილობითი კონკურსის (ტესტირების) შედეგების გამოქვეყნებიდან გონივრულ ვადაში კომისია განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს და აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მუხლი 12🔗 სტაჟიორობის კანდიდატის თეორიული ცოდნისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის ტარდება გასაუბრება. მუხლი 13🔗 1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატების უნარ-ჩვევების, პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. 2. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა შეფასების ფორმებს (დანართი N1 და დანართი N2). მუხლი 14🔗 1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორს წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები.  სტაჟიორობის კანდიდატები გაივლიან ტრენინგს, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში - ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი). ტრენინგის შედეგები გათვალისწინებული იქნება სტაჟიორად დანიშვნისას. 2. გენერალური პროკურორი, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის მიერ წარდგენილ სტაჟიორობის კანდიდატებს ნიშნავს სტაჟიორებად პროკურატურაში. წარმატებული კანდიდატების სტაჟიორებად დანიშვნა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, გონივრულ ვადაში. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში (განსაკუთრებული სამუშაო გამოცდილების, კვალიფიკაციის ან/და კონკურსში საუკეთესო შედეგების მიღწევისას), კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, პირი შეიძლება დაინიშნოს სტაჟიორად საქართველოს პროკურატურაში არსებულ პროკურორის/გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე. 4. სტაჟიორს გენერალური პროკურორის მიერ განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი. 5. გენერალური პროკურორი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს საქართველოს პროკურატურის იმ ორგანოს (სტრუქტურული დანაყოფის) ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას. 6. სტაჟირების ხელმძღვანელი სტაჟიორს განუსაზღვრავს მენტორს. 7. საქართველოს პროკურატურაში მენტორობისა და სტაჟიორის მიერ საქმიანობის პროცესში შესასრულებელი აქტივობების მინიმალურ პროგრამებს ამტკიცებს გენერალური პროკურორი. მუხლი 15🔗 კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები უარს იტყვიან დანიშვნაზე ან კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა დასანიშნად კანდიდატურების წარდგენაზე. თავი IV სტაჟირების ვადა მუხლი 16🔗 1. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით.  გენერალური პროკურორის ბრძანებით, სტაჟირების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 2 წლამდე, საომარი ან საგანგებო მდგომარების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევაში. 2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორს სტაჟირების ხელმძღვანელი განუსაზღვრავს სამუშაოს აღწერილობას. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში (დაკისრებული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულების ან/და საუკეთესო შედეგების მიღწევისას), კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არაუადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე. 4. სტაჟიორს, რომელიც სტაჟირების მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასების ან/და ჩატარებული ტესტირების შედეგების საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირება და დათხოვნილი იქნება პროკურატურიდან. 5.  სტაჟიორი უფლებამოსილია ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს წარუდგინოს მოსაზრება სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. 6. სამუშაოზე ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ხანგრძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება, სასწავლო შვებულება და სხვ.) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება. 7. სტაჟირების ვადა ითვლება შრომით სტაჟში. მუხლი 17🔗 სტაჟიორი, მისი თანხმობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს საქართველოს პროკურატურის სხვა ორგანოში ან სტრუქტურულ დანაყოფში. თავი V სტაჟიორის უფლება-მოვალეობები მუხლი 18🔗    1. სტაჟიორი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს პროკურორის/გამომძიებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. 2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ: ა)  გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ჩაატაროს საგამოძიებო და საპროკურორო მოქმედებები და ღონისძიებები; გ) გაეცნოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემული ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას. 3. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებები; ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები; გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები; დ) თვეში ერთხელ წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში (დანართი №3). თავი VI საქართველოს პროკურატურის მოვალეობები მუხლი 19🔗 1. საქართველოს პროკურატურა სტაჟიორებს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტაჟიორებისათვის შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობების დამზადებას და გაცემას. მუხლი 20🔗 1. სტაჟირების ხელმძღვანელი ზრუნავს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე, პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას. სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს სამუშაოს აღწერილობის შესრულებას. 2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. 3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების დაწყებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ და სტაჟირების ვადის გასვლისას სტაჟირების შედეგების შესახებ ინფორმაცია (სტაჟიორის შეფასება – დანართი №4) მიაწოდოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია მენტორის მონაწილეობით შეფასება განიხილოს სტაჟიორთან ერთად. 4. სტაჟირების ხელმძღვანელს პასუხისმგებლობა, ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ეკისრება საერთო წესის შესაბამისად. მუხლი 21🔗 1. სტაჟირებას კოორდინაციას უწევს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. 2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია, სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორის შეფასების ფორმის მიწოდების შემდეგ, სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისი მონაცემები წარუდგინოს კომისიის თავმჯდომარეს და გენერალურ პროკურორს. თავი VII სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები მუხლი 22🔗 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და პროკურატურიდან დათხოვნის საფუძველი, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება გახდეს: ა) პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება (ასევე ტესტირებისას მიღებული შეფასება); დ) ამ წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა; ე) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი გენერალური პროკურატურის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მოწმობას 5 დღის ვადაში აბარებს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 5 დღის ვადაში საქართველოს პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომელს აბარებს ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა, ასევე იმ დოკუმანტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. 5. სტაჟიორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუჩერდება სტაჟირება და სამსახურებრივი უფლებამოსილება. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების (სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის) შემდეგ, პირი გააგრძელებს სტაჟირების გავლას არსებული წესის შესაბამისად. თავი  VIII სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება და დანიშვნა მუხლი 23🔗 1. სტაჟირების მიმდინარეობისას, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმების მიზნით, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით სტაჟიორებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და შესაბამისი ტესტირებები. საბოლოო ტესტირება შეიძლება ჩაუტარდეთ სტაჟირების საერთო ვადის გასვლამდე გონივრულ ვადაში. 2. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟირების მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია ატარებს გასაუბრებას და ახდენს სტაჟიორთა შეფასებას. 3. კომისიას სტაჟიორთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა: ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთათვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთათვის დადგენილ მოთხოვნებს. 4. კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორს წარუდგენს იმ პირების მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. აღნიშნული პირები გენერალური პროკურორის მიერ ინიშნებიან პროკურორის/გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება, საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე არ ინიშნება „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. 6. პირის მიმართ, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების (სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის) შემდეგ, გენერალური პროკურორის მიერ მოხდება მისი დანიშვნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 24🔗 პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება, მაგრამ არ დაინიშნა პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ჩაირიცხება საკადრო რეზერვში „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. მუხლი 25🔗 ამ წესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე