საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №039
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ პროკურატურის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №039
2020 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,შ“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე
საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის), ცალკეულ პროცედურებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებს.
2. ეს წესი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ვრცელდება პროკურატურის თანამშრომლებზე – პროკურორებზე და პროკურატურის გამომძიებლებზე.
3. ეს წესი, პროკურატურის სტაჟიორებზე, პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და შრომითი ხელშეკრულებით მიღებულ პირებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, შრომის კოდექსითა და საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესით დადგენილი წესების თავისებურებათა გათვალისწინებით.
4. ეს წესი ეფუძნება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი პროკურატურის საქმიანობის პრინციპებს.
5. ამ წესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
6. ამ წესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პროკურატურის ვებგვერდის საშუალებით.
7. ამ წესის შესრულებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.
თავი II
შემოწმება და სამუშაოდ მიღება
მუხლი 2🔗
1. პირი, პროკურატურაში სამუშაოდ მიიღება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შესაბამისი პირობებით და წესით.
2. საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი) უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცალკეულ თანამდებობაზე მისაღებად.
3. პირი პროკურატურის თანამშრომლად არ მიიღება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 3🔗
1. პირი – პროკურატურაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი (შემდგომში – კანდიდატი), პროკურატურაში სამუშაოდ მისაღებად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ეტაპების (მათ შორის კონკურსის) გავლის შემდეგ, ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ან შესაბამისი საკონკურსო კომისიის სამდივნოში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები (დანართი №1).
2. კანდიდატი, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს ასევე წარუდგენს წერილობით თანხმობას მისი კანდიდატურის შემოწმებისა (დანართი №2) და მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ (დანართი №3).
მუხლი 4🔗
1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შემოწმებას ახორციელებს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი და გენერალური ინსპექცია.
2. კანდიდატის მიერ შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი კანდიდატურა იხსნება განხილვიდან და შეწყდება პროკურატურაში მისი მიღების პროცესი.
3. შემოწმების პროცესში, გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტმა და გენერალურმა ინსპექციამ შესაძლებელია კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
4. კანდიდატის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მისი კანდიდატურა იხსნება განხილვიდან და შეწყდება პროკურატურაში მისი მიღების პროცესი.
მუხლი 5🔗
1. შემოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი და გენერალური ინსპექცია გენერალურ პროკურორს წარუდგენენ ერთობლივ დასკვნას კანდიდატის დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ.
2. შემოწმების შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება დასკვნის შედგენიდან გონივრულ ვადაში.
მუხლი 6🔗
1. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გზით ან კონკურსისა და სტაჟირების გარეშე დანიშვნამდე, კანდიდატი გადის პროფესიული გადამზადების არაუმეტეს 2-თვიან კურსს, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე.
2. გადამზადების კურსის ხანგრძლივობა, პროგრამა და გავლის პირობები განისაზღვრება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ პროკურატურის შესაბამის ორგანოს/სტრუქტურულ დანაყოფთან ერთად, ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
მუხლი 7🔗
1. შემოწმებისა და გადამზადების შემდეგ, გენერალური პროკურორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ბრძანებას კანდიდატის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
2. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, შრომითი ხელშეკრულებით მისაღებ პირებთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს გენერალური პროკურორის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის და საოლქო პროკურორებზე.
მუხლი 8🔗
1. პროკურატურის თანამშრომელი თანამდებობაზე გამწესებისთანავე წერილობით დებს ფიცს (დანართი №4).
2. თანამშრომლის მიერ ხელმოწერილი ფიცი ინახება მის პირად საქმეში.
3. პროკურატურის თანამშრომელი ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს ასევე წარუდგენს ხელწერილს მისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გაცნობის შესახებ (დანართი №5).
მუხლი 9🔗
კანდიდატის პროკურატურაში დანიშვნის/ხელშეკრულებით მიღების შემდეგ, ახლად დანიშნული თანამშრომლის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, ეკონომიკური დეპარტამენტი და ადმინისტრაცია.
თავი III
კონკურსი
მუხლი 10🔗
პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია კონკურსის საფუძველზე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე.
მუხლი 11🔗
1. კონკურსის ჩატარების მიზნით, პროკურატურაში იქმნება საქართველოს პროკურატურის საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
2. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში, პროკურატურის თანამშრომლების გარდა, შეიძლება შედიოდნენ საკანონმდებლო ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს კომისიის სამდივნო და ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
6. გასაუბრების ეტაპზე გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა შეფასების ფორმებს (დანართი №6 და დანართი №7).
მუხლი 12🔗
1. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.
4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ელექტრონული სახით უნდა წარადგინოს შესაბამისი განაცხადი (სააპლიკაციო ფორმა) და დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
5. კანდიდატმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტები.
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების (სააპლიკაციო ფორმა) მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 13🔗
1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმე ეტაპად: წერილობითი (ტესტირების) და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით. კონკურსის ეტაპების რაოდენობას და ფორმას კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
2. კონკურსის პროგრამას და გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერს, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
მუხლი 14🔗
1. კონკურსის გამოცხადება და მისი ეტაპების შედეგების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პროკურატურის ვებგვერდის, პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის ან პროკურატურის ორგანოებში პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის იმ ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალს, სადაც დანიშვნა შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) კონკურსის პროგრამას და კონკურსის ეტაპების გავლის პირობებს;
დ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ფორმისა და ვადის შესახებ;
ე) წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს;
ვ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ;
ზ) ინფორმაციას კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმისა და ვადის შესახებ.
3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
4. კონკურსის ჩატარების დროს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
5. კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არაუადრეს სამი კვირისა, ხოლო მეორე ეტაპი – პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
6. ტესტირების პროცესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს კომისია.
მუხლი 15🔗
1. კონკურსის ეტაპების გავლის პირობები ქვეყნდება ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2. კონკურსის შემდგომ ეტაპზე არ დაიშვება კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს – ვერ გადალახავს გამსვლელ სატესტო ქულის ბარიერს.
3. კონკურსის ზეპირ (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) ეტაპს – ვერ გადალახავს გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერს.
მუხლი 16🔗
კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე გონივრულ ვადაში.
მუხლი 17🔗
კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია მათ მიერ მიღებული შეფასების შესახებ.
მუხლი 18🔗
წერილობითი კონკურსის (ტესტირების) შედეგების გამოქვეყნებიდან გონივრულ ვადაში კომისია განიხილავს კანდიდატთა საჩივრებს და აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
მუხლი 19🔗
1. კანდიდატების თეორიული ცოდნისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის ტარდება გასაუბრება.
2. გასაუბრება ტარდება კონკურსის წინა ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
მუხლი 20🔗
კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატების უნარ-ჩვევების, პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
მუხლი 21🔗
ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორს წარუდგენს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები. კანდიდატები გაივლიან პროფესიული გადამზადების კურსს, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. გადამზადების კურსის შედეგები გათვალისწინებული იქნება კანდიდატების დანიშვნისას.
მუხლი 22🔗
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები უარს იტყვიან დანიშვნაზე ან კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა დასანიშნად კანდიდატურის წარდგენაზე.
თავი IV
შიდა კონკურსი
მუხლი 23🔗
1. პროკურატურაში შიდა კონკურსი ტარდება პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევის მიზნით.
2. შიდა კონკურსის ჩატარების, მისი ეტაპების რაოდენობისა და ფორმის, ასევე დროისა და საკონკურსო მოთხოვნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი.
3. შიდა კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.
მუხლი 24🔗
1. შიდა კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ პროკურატურის თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეგზავნებათ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს:
ა) იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელებას, რომელზეც ტარდება შიდა კონკურსი;
ბ) კანდიდატების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს (სამუშაო სტაჟი, სამოტივაციო წერილი და ა.შ.);
გ) კანდიდატურის წარმოდგენის ვადას;
დ) შიდა კონკურსის ჩატარების ფორმას.
2. შესაძლებელია თანამშრომლებისათვის შიდა კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის მიწოდებაც.
მუხლი 25🔗
კანდიდატურების წარმოდგენის ვადის დასრულების შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ადგენს კანდიდატების შესაბამისობას შიდა კონკურსის მოთხოვნებთან, კარიერის მართვის ეთიკისა და წახალისების საბჭოს უგზავნის ინფორმაციას წარმატებული კანდიდატების შესახებ და მათ სამოტივაციო წერილებს. საბჭოს ასევე ეგზავნება ინფორმაცია კანდიდატების შრომითი საქმიანობის შესახებ (CV) და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მონაცემები.
მუხლი 26🔗
შიდა კონკურსის საკითხებზე კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო რეკომენდაციას იღებს საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების“ შესაბამისად.
თავი V
დაწინაურება და დაქვეითება
მუხლი 27🔗
1. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება ნიშნავს მისი სტატუსის ამაღლებას ან/და პროკურატურის იმავე ან სხვა ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელ პოზიციებზე დანიშვნას.
2. დაწინაურებად ასევე ითვლება:
ა) რაიონული პროკურატურის პროკურორის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო ან გენერალურ პროკურატურაში არახელმძღვანელ პოზიციაზე დანიშვნა;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო პროკურატურის პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის გენერალურ პროკურატურაში არახელმძღვანელ პოზიციაზე დანიშვნა.
3. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ხელმძღვანელ პოზიციებზე შეიძლება დაწინაურდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილებისა და პირობების საფუძველზე.
4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი, როგორც წესი, კარიერის მართვის ეთიკისა და წახალისების საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
ა) სამუშაო სტაჟი და გამოცდილება;
ბ) კვალიფიკაცია;
გ) პიროვნული და საქმიანი უნარ-ჩვევები;
დ) შეფასების შედეგები.
5. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში (დაკისრებული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულების ან/და საუკეთესო შედეგების მიღწევისას) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურების გადაწყვეტილება მიიღოს საბჭოს რეკომენდაციის გარეშე, თანამშრომლის პირადი განცხადების, ან პროკურატურის ორგანოს /სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის ან/და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.
6. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დასაწინაურებლად აუცილებელია მისი წერილობითი თანხმობა.
7. დაუშვებელია სახდელდადებული პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება.
მუხლი 28🔗
1. დაქვეითება ნიშნავს პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის სტატუსის ცვლილებას.
2. დაქვეითებად ითვლება:
ა) პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფი პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის პროკურატურის იმავე ან სხვა ორგანოში/სტრუქტურულ დანაყოფში არახელმძღვანელ პოზიციაზე დანიშვნა;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, ან საოლქო პროკურატურის არახელმძღვანელ პოზიციაზე მომუშავე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რაიონული პროკურატურის პროკურორის პოზიციაზე დანიშვნა;
გ) გენერალური პროკურატურის არახელმძღვანელ პოზიციაზე მომუშავე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო პროკურატურის პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ან რაიონული პროკურატურის პროკურორის პოზიციაზე დანიშვნა.
3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ დაქვეითების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი, როგორც წესი, კარიერის მართვის ეთიკისა და წახალისების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.
4. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაქვეითების გადაწყვეტილება მიიღოს საბჭოს რეკომენდაციის გარეშე, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის პირადი განცხადების, ან პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის ან/და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე.
თავი VI
გადაყვანა/როტაცია
მუხლი 29🔗
1. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი მისი წერილობითი მოთხოვნის ან თანხმობის საფუძველზე შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა თანამდებობაზე.
2. სხვა თანამდებობაზე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებელის გადაყვანის შესახებ განცხადებას იხილავს გენერალური პროკურორი და შეფასების შედეგების, სტაჟის, ასევე შრომითი საქმიანობის ამსახველი სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს.
3. უფრო დაბალ თანამდებობაზე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის გადაყვანა დასაშვებია მისი თანხმობის გარეშეც, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად.
4. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის გადაყვანა სხვა თანამდებობაზე შესაძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობებითა და წესით.
5. პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით მიღებული პირის სხვა სტრუქტურულ დანაყოფში/პროკურატურის ორგანოში გადაყვანისას მასთან ფორმდება ახალი შრომითი ხელშეკრულება.
მუხლი 30🔗
1. პროკურატურის ორგანოს ან სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი მისი წერილობითი თხოვნის ან თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია თანამდებობრივად გადაადგილდეს (მოხდეს მისი როტაცია) პროკურატურის სხვა ორგანოში/სტრუქტურულ დანაყოფში შესაბამის თანამდებობაზე.
2. პროკურატურის ორგანოს ან სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის როტაციის საკითხის განხილვისას, გენერალური პროკურორი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს როტაციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
ა) დაქვემდებარებული პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის მუშაობის ეფექტიანობა და საქმიანობის შედეგები;
ბ) შეფასების შედეგები;
გ) სამუშაო სტაჟი და გამოცდილება;
დ) კვალიფიკაცია;
ე) მენეჯერული უნარ-ჩვევები;
ვ) მოტივაცია.
3. როტაციის კომისიის შემადგენლობას, უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
4. როტაციის კომისია უფლებამოსილია, პროკურატურის ორგანოს ან სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის როტაციის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, შესაბამისი მასალები გამოითხოვოს პროკურატურის ორგანოდან/ სტრუქტურული დანაყოფიდან.
5. როტაციის კომისია უფლებამოსილია, მენეჯერის როტაციის საკითხი განიხილოს მისი მენეჯერის პოზიციაზე დანიშვნიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.
6. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება შესაბამის თანამშრომელს.
მუხლი 31🔗
ამ წესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.