„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2020 წლის 26 აგვისტო ქ. მცხეთა |
ა) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :
„ 1. სამედიცინო და სოციალური პროგრამების დასახელება:
ა)მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება;
ბ) თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება;
გ) აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა ფინანსური დახმარება;
დ) ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება;
ე) სამშობლოს დაცვისას და ომის შემდეგ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;
ვ) მეოთხე და მეტ შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ზ) დღისცენტრით მოსარგებლე შშმ პირების ფინანსური დახმარება;
თ) თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა;
ი) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება;
კ) ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ლ) მძიმე სოციალური- ეკონომიკურ და კრიზისულ მგომარეობაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ნ) ცელიაკიით დაავადებული პირების ფინანსური დახმარება
ო) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საჯარო სკოლის მოსწავლეების ფინანსური დახმარება.’’
ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„გ) 501 ლარიდან 2000 ლარამდე დაფინანსებაზე თანხმობის მისაღებად, კომისიის და/ან მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობის გათვალისწინებით, კომისია მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (გარდა მე-10-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია).“
გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა’’-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 მუხლი:
„მუხლი 20. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საჯარო სკოლის მოსწავლეების ფინანსური დახმარება
1. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებზე, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, გაიცემა ფინანსური დახმარება.
2. ამ პროგრამის მიზნებისთვის მაღალ აკადემიურ მოსწრებად ჩაითვლება სასწავლო წლის ყოველი სემესტრის დამთავრება, ყველა საგანში წარჩინებული (9,8-დან 10 ქულამდე) შეფასებით.
3. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პროგრამით მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;
ბ) დაბადების და/ან პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) ცნობა შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან რომლითაც დადასტურდება პროგრამით მოსარგებლის მაღალი აკადემიური მოსწრება თითოეული სემესტრის ბოლოს.
4. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, საკითხის განხილვისას კომისიის სხდომაში მონაწილეობას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი.
5. დაფინანსება ხდება სასწავლო წლის ყოველი სემესტრის ბოლოს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
6. თანხის გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.“
|