„უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციისათვის სატარიფო განაკვეთის დაწესების შესახებ“

მიღების თარიღი 23.09.1999
გამომცემი ორგანო იუსტიციის სამინისტრო
ნომერი №278
სარეგისტრაციო კოდი 389.012.003.856
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46(53), 24/09/1999
matsne.gov.ge 195 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციისათვის სატარიფო განაკვეთის დაწესების შესახებ“ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 389.012.003.856 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №278 1999 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციისათვის სატარიფო განაკვეთის დაწესების შესახებ „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ი" ქვეპუნქტისა და „უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 18 სექტემბრის №549 ბრძანებულების შესასრულებლად ვბრძანებ: 1. უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციისათვის სატარიფო განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ქონების საკითხებზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებისათვის – 70 ლარი; ბ) სანოტარო წესით დამოწმებული იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტებისათვის – 70 ლარი; გ) მოქალაქეთათვის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობისათვის – 50 ლარი; დ) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობისათვის – 30 ლარი; ე) სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტებისათვის – 20 ლარი. 2. აღნიშნული თანხების 90% ჩაირიცხოს იუსტიციის სამინისტროს არაბიუჯეტურ ანგარიშზე და მოხმარდეს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და მოხელეთა მატერიალური და მორალური წახალისების სხვა ღონისძიებებს, ხოლო მისი 10% კი ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. 3. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ჯ. ხეცურიანი