,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“

მიღების თარიღი 19.02.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 1. 24.04.10 ?116-???III, ?49,
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 20/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,538 სიტყვა · ~13 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt .5in 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №31 2009 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ 1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ განხორციელების მიზნით «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე დამტკიც-დეს: ა) სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტი“; ბ) პროგრამის ბენეფიციარ საწარმოებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების ტიპური ფორმა. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებათა განხორციელება ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ დროულად და შეუფერხებლად შესრულების მიზნით. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში – ფონდი): ა) განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად „იაფი კრედიტის“ სახელმწიფო პროგრამით (ორგანიზაციული კოდი – 24 14) გათვალისწინებული ასიგნების განკარგვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალებათა შესაბამისად; ბ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროგრამის ბენეფიციარებთან გააფორმოს ფონდის მიერ გასაცემი სესხის ხელშეკრულებები; გ) განახორციელოს პროგრამის ფარგლებში ფონდის მიერ გაცემული სესხის სახსრების ხარჯვის დოკუმენტური მონიტორინგი (საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად) და ამ სესხის ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს მათთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს; დ) საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში ფონდის მიერ გაცემული სესხის ბენეფიციარებს მოსთხოვოს ყოველკვარტალური ანგარიშების წარდგენა პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და თავის მხრივ წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობები პროგრამის დროულად და წარმატებით შესრულებისათვის. 4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში ბენეფიციარ საწარმოებს სესხი მიეცეთ ამ დადგენილების შესაბამისი მოთხოვნების გარეშე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით. 5. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარე-ბის სამინისტრომ. 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური „იაფი კრედიტის“ პროგრამა     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია კერძო მეწარმეებისათვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდით ახალი საწარმოების შექმნა, არსებულის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.     მუხლი 2🔗. პროგრამის ბენეფიციარები პროგრამის ბენეფიციარები არიან სოფლის მეურნეობის, ხალხური რეწვისა და სხვა სექტორებში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, აგრეთვე აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე სუბიექტები.     მუხლი 3🔗. პროგრამის ძირითადი მიმართულებები, განხორციელების პრინციპები და სესხის პირობები „იაფი კრედიტის“ პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპებია: 1. შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომლის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. კომისია უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების განხილვასა და შერჩევას. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამზადებს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს პროგრამის ფარგლებში ბიზნესგეგმების საფუძველზე შერჩეულ პროექტებს. 3. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის სესხად გამოყოფის მეშვეობით. 4. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემას ახორციელებს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად. 5. ბენეფიციარ საწარმოებს უშუალოდ ან/და პარტნიორი კომერციული ბანკის (ბანკების) ან/და სხვა დაწესებულების მეშვეობით საკრედიტო რესურსი გამოეყოფათ შეღავათიან პირობებში, კერძოდ: ერთ ბენეფიციარზე (მეწარმე სუბიექტზე) გასაცემი სესხის რაოდენობა უნდა იყოს 20.0 ათას ლარზე მეტი, კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური ვადა – 7 წელი, საშეღავათო პერიოდი – 2 წლამდე, სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი: პარტნიორი კომერციული ბანკებისათვის – წლიური 2 პროცენტი, ხოლო ბენეფიციარი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის – არა უმეტეს 12 პროცენტისა. 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით ბენეფიციარი საწარმოებისათვის გასცემს სესხს მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. 7. კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ წარადგინონ მათ მიერ შერჩეული პროექტები. ასეთ შემთხვევაში კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება. საქართველოს მთავრობა იხილავს კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი დაფინანსების შესახებ. 8. ბენეფიციარ საწარმოებს მოეთხოვებათ სესხის უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე სესხის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან მეორე რიგის იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისი), პირველი ან მეორე რიგის გირავნობით. ბენეფიციარ საწარმოებს საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).     მუხლი 4🔗. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება პროგრამის დაფინანსება ხდება „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 24 14).     მუხლი 5🔗. პროგრამის მონიტორინგი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ახორციელებს პროგრამის ბენეფიციარებისათვის თავის მიერ გაცემული სესხის დოკუმენტურ მონიტორინგს. 2. ფონდის მიერ გაცემული სესხის ბენეფიციარი საწარმოები საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში სესხის გამცემს წარუდგენენ სრულ ინფორმაციას და დამადასტურებელ დოკუმენტაციას საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ (როგორც სესხის, ისე საკუთარი დაფინანსების ფარგლებში), ხოლო სესხის სრულად ათვისების (ხარჯვის დასრულების) შემდეგ მის სრულ დაფარვამდე ყოველკვარტალურად წარუდგენენ ინფორმაციას პროექტის განხორციელების შესახებ (კვარტალის დასრულებიდან შემდეგი თვის 10 რიცხვამდე), რის შესახებაც ფონდი თავის მხრივ მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.     მუხლი 6🔗. გაცემული სესხისა და დარიცხული პროცენტის დაბრუნება 1. გასულ წლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში კოდზე „შემოსულობა სესხებიდან“. 2. გასულ წლებში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში „კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღე-ბული პროცენტის (სარგებელი)“ კოდზე. 3. მიმდინარე წელს გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე „მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნების“ კოდზე ისე, რომ შესაბამისი თანხით მცირდება პროგრამისათვის გათვალისწინებული მუხლის საკასო ხარჯი. 4. მიმდინარე წელს გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში „კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტის (სარგებელი)“ კოდზე.  სესხის ხელშეკრულების ტიპური ფორმა ერთი მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – სესხის გამცემი), წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის სახით და, მეორე მხრივ, ————————————— (სესხის მიმღების სახელწოდება) (შემდგომში – სესხის მიმღები), წარმოდგენილი ————————————— (ვის მიერაა წარმოდგენილი) სახით, ორივე ერთად „მხარეებად“ წოდებულნი, დებენ ამ ხელშეკრულებას შემდეგზე: 1. ხელშეკრულების საგანი 1.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად სესხის გამცემი იღებს ვალდებულებას, საქართველოს მთავრობის 2009 წლის № _ განკარგულების საფუძველზე „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაფინანსებიდან სესხის მიმღებს მიზნობრივი სესხის სახით გამოუყოს ——————— (თანხა ციფრობრივად) – (————————————) (თანხა სიტყვიერად) ლარი ————————————————————————————————————————— მიზნით (სესხის მიზნობრიობა), ხოლო სესხის მიმღები იღებს ვალდებულებას, სრულად შეასრულოს ამ სესხის ხელშეკრულების პირობები. 1.2. სესხი გაიცემა შემდეგი მიზნებისათვის ——————————————————————————————————————————————————— (ღონისძიებების ჩამონათვალი). 2. ხელშეკრულების პირობები 2.1. სესხის ხანგრძლივობა განისაზღვრება —————————————— (ვადა რიცხობრივად, სიტყვიერად) წლის ვადით. 2.2. სესხი გაიცემა (ტრანშებად, ერთჯერადად) სესხის მიმღების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ამ ხელშეკრულების 2.5, 3.5 და 4.3.3. პუნქტების შესრულების შემდეგ. 2.3. სესხის ვადის ათვლა დაიწყება პირველი ტრანშის (ერთჯერადი თანხის) გაცემისთანავე. 2.4. სესხის მიმღებს სესხი მიღებულად ეთვლება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სესხის მიმღების მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დღიდან. 2.5. სესხის შემდგომი ტრანში გაიცემა წინა ტრანშის სრულად ათვისების შემთხვევაში 4.3.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ. 2.6. სესხის ბენეფიციარის მიერ თანხის მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 10 დეკემბერი. 2.7. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი არის —————————— (რიცხობრივად, სიტყვიერად) პროცენტი. 2.8. სესხზე (ტრანშზე) პროცენტის დარიცხვა განხორციელდება სესხის (ტრანშის) გაცემის თარიღიდან, ხოლო სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა დაიწყება —————— (საშეღავათო პერიოდის ვადა სიტყვიერად – საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ვადა, როდესაც ბენეფიციარი არ ახორციელებს სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდას, მაგალითად – „თორმეტი თვის შემდეგ”) თვის შემდეგ თანდართული გრაფიკის მიხედვით. მიღებულ თანხაზე საშეღავათო პერიოდში დარიც-ხული პროცენტის გადახდა განხორციელდება ——————————————— (რიცხობრივად, სიტყვიერად) თვეზე განაწილებით. სესხისა და პროცენტის დაფარვა განხორციელდება ყოველთვიურად. 2.9. სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო გამოითვლება 360-დღიანი წლის, თორმეტი 30-დღიანი თვის საფუძველზე. 2.10. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება სესხის (ტრანშის) გაცემის შემდეგ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შედგენილი სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით (შემდგომში – გრაფიკი), რომელიც არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. 2.11. გადახდა განხორციელებულად ითვლება სესხის მიმღების მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან. 2.12. გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხისა და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0,07 პროცენტის ოდენობით. 3. სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფა 3.1. ამ ხელშეკრულების შესაბამისად სესხის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულება (შემოდგომში – მოთხოვნის უზრუნველყოფა) არის იპოთეკით დატვირთული ქონება/საბანკო გარანტია/სადაზღვევო პოლისი/დაგირავებული ქონება, რომლის ღირებულება ტოლი უნდა იყოს სულ მცირე სესხის (ტრანშის) მოცულობისა. 3.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უნდა მოქმედებდეს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულების დასრულების პერიოდს პლუს 12 თვის განმავლობაში. სესხის მიმღებს უფლება აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება წარმოადგინოს ეტაპობრივად, ტრანშების მიხედვით. 3.3. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი. 3.4. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების თანხის რაოდენობა (ქონების ღირებულება) უნდა იყოს სესხის (ტრანშის) ეკვივალენტი. 3.5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (საბანკო გარანტია, სადაზღვევო პოლისი, სესხის გამცემის სასარგებლოდ იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული ქონება) სესხის გამცემს წარედგინება სესხის გაცემამდე. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე სესხი არ გაიცემა. სესხის გამცემს უფლება აქვს, უარი თქვას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიღებაზე, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულებით ან/და კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას. 3.6. თუ სესხის გამცემი დაადგენს, რომ წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ვეღარ უზრუნველყოფს სესხის დაფარვას, სესხის მიმღები ვალდებულია, სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს ახლით. 3.7. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არ შეიძლება გამოითხოვოს უკან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემმა, თუ მთლიანად არ არის დაფარული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები ან არ არსებობს სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. 3.8. თუ სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი ნაწილობრივ დაიფარა, სესხის მიმღებს სესხის გამცემის წერილობითი თანხმობით უფლება აქვს დარჩენილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს ახალი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და შეამციროს უკვე არსებული ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და, შესაბამისად, გამოითხოვოს თავდაპირველად წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. 3.9. სესხის მიმღების მიერ სასესხო ვალდებულებების დარღვევა, ანუ სესხისა და დარიცხული პროცენტის გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში დაუფარაობა, ან სხვა საფუძვლით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა სესხის გამცემს აძლევს საფუძველს, გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები სესხის მიმღების ქონებაზე გადახდევინების მისაქცევად და სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად არსებული აქტივების (იპოთეკა, გირავნობა) სარეალიზაციოდ. 4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 4.1. სესხის გამცემი ვალდებულია: 4.1.1. არ გასცეს სესხი სესხის მიმღების მიერ ამ ხელშეკრულების 3.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე; 4.1.2. სესხის სახით კუთვნილი თანხის გადარიცხვის შესახებ სესხის მიმღების წერილისა და სესხის გასაცემად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შესაბამისი რაოდენობის თანხის სესხის მიმღებისათვის გადარიცხვის თაობაზე და წარუდგინოს თანხის გადარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტები; 4.1.3. სესხის მიმღებისათვის სესხის მთლიანი თანხის გადარიცხვიდან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის მიღების ვადის გასვლიდან ან ბენეფიციარის შესაბამისი განცხადებიდან (როდესაც სესხის მიღების ვადა გასული არ არის და სესხის თანხის სრულად მიღება ბენეფიციარის მიერ ვერ ხერხდება) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, სესხის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოამზადოს და შემდგომი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მხარეების მიერ სესხისა და შესაბამისი პროცენტის დაფარვის გრაფიკზე ხელმოწერა; 4.1.4. კონტროლი გაუწიოს სესხის მიმღების მიერ გრაფიკის შესრულებას და დარღვევის შემთხვევაში სესხის მიმღებს დაარიცხოს პირგასამტეხლო 0,07 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.1.5. სესხის მიმღების მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში სესხის მიმღებს წერილობით მოსთხოვოს მიღებული სესხის დაფარვა, რომელზეც არ არის შედგენილი გრაფიკი და მის სრულ დაფარვამდე მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა. ამ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაბრუნებელ ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს მათ სრულ დაფარვამდე დაარიცხოს პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,07 პროცენტის ოდენობით; 4.1.6. სასესხო ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შესრულების მიზნით გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება; 4.1.7. განახორციელოს სესხის მონიტორინგი. 4.2. სესხის გამცემს უფლება აქვს მონიტორინგის განსახორციელებლად სესხის მიმღებისაგან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი. 4.3. სესხის მიმღები ვალდებულია: 4.3.1. შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები სესხის გამცემს წარუდგინოს მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში; 4.3.2. სესხის სახით გამოყოფილი თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის; 4.3.3. საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში სესხის გამცემს წარუდგინოს სრული ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ (როგორც სესხის, ისე საკუთარი დაფინანსების ფარგლებში); 4.3.4. ყოველი ტრანშის ათვისების შემდეგ სესხის გამცემს წარუდგინოს სრული ინფორმაცია განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები; 4.3.5. სესხის სრული ათვისების (ხარჯვის დასრულების) შემდეგ სესხის გამცემს: ა) წარუდგინოს სრული ანგარიში სესხის ათვისების შესახებ; ბ) სესხის სრულად ათვისების (ხარჯვის დასრულების) შემდეგ მის სრულ დაფარვამდე ყოველკვარტალურად წარუდგინოს ინფორმაცია პროექტის განხორციელების შესახებ; 4.3.6. გრაფიკის მიხედვით დაფაროს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები; 4.3.7. მისი მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს მიღებული სესხი (ან მისი ნაწილი), რომელზედაც არ არის შედგენილი გრაფიკი და დაფაროს სესხის (ტრანშის) დაბრუნების დღისათვის წარმოქმნილი ვალდებულებები; 4.3.8. წარუდგინოს და მისცეს სესხის გამცემის წარმომადგენლებს საშუალება, გაეცნონ მის საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების ამსახველ ანგარიშებს, დებულებებსა და სხვა დოკუმენტაციას, აგრეთვე დაუშვას თავის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე; 4.3.9. სესხის მიმღები სესხის გამცემს აძლევს თავისი ანგარიშების თანაგანკარგვის უფლებას; 4.3.10. წინასწარ აცნობოს სესხის გამცემს: ა) ადგილსამყოფელის შეცვლის, ახალი იურიდული მისამართისა და იქ გადასვლის თარიღის შესახებ; ბ) ფინანსური ან/და ქონებრივი მდგომარეობის მოსალოდნელი არსებითი ცვლილებებისა და, აგრეთვე იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ასეთი ცვლილებები; გ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში და პარტნიორთა შორის, აგრეთვე წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. 4.4. სესხის მიმღებს უფლება აქვს: 4.4.1. სესხის გამცემთან შეთანხმებით ვადაზე ადრე დაფაროს სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები; 4.4.2. სესხის ან მისი ნაწილის ვადამდე ადრე დაფარვის შემთხვევაში მოითხოვოს გრაფიკში შესაბამისი ცვლილებების შეტანა; 4.4.3. სესხის ან მისი ნაწილის ვადაზე ადრე დაფარვა არ გამოიწვევს სესხის მიმღების დაჯარიმებას ან პრემირებას. 5. მხარეთა ურთიერთპასუხისმგებლობა, ხელშეკრულების დარღვევა 5.1. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულება. 5.2. სესხის გამცემი უფლებამოსილია, 5.4. პუნქტში აღწერილი რომელიმე გარემოების დადგომის შემთხვევაში ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს სესხის მიმღებს სესხის, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს სრულად გადახდა. 5.3. სესხის მიმღები ვალდებულია, ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ და მასში მითითებულ ვადაში დააბრუნოს სესხი, მასზე დარიცხული პროცენტი და ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი ყველა თანხა. 5.4. სესხის გამცემის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა, კერძოდ, თუ: ა) სესხის მიმღებმა არ უზრუნველყო ამ ხელშეკრულების 4.3.3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ზედიზედ სამი თვის განმავლობაში; ბ) სესხის მიმღებმა სამჯერ ზედიზედ არ შეასრულა გრაფიკით ნაკისრი ვალდებულებები; გ) არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილება სესხის მიმღების ფინანსურ ან/და ქონებრივ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს სასესხო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება; დ) ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა სესხის მიმღები ან რაც მოცემულია ამ ხელშეკრულებასთან კავშირში, აღმოჩნდება არასწორი. 6. დამატებითი პირობები 6.1. მხარეთა ურთიერთობები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 6.2. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ამ ხელშეკრულებასა და მასზე თანდართულ გრაფიკებში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც განიხილება ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება შეტანილ უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. 6.3. მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხელშეკრულების შესრულებისას წარმოშობილ უთანხმოებათა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტას. 30 დღის ვადაში კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოქმნილი დავა წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 6.4. მხარეთა სამართლებრივი ფორმის, სტრუქტურის შეცვლის ან/და ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და უფლებების გამოყენება დაეკისრება მათ უფლებამონაცვლეს. 6.5. ეს ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე. 6.6. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ოთხ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეების მიერ 200— წლის ——— ——————— ქ. თბილისში. მხარეთა რეკვიზიტები               სესხის გამცემი                                                    სესხის მიმღები                მისამართი:                                                              მისამართი:            (სრული რეკვიზიტები)                                    (სრული რეკვიზიტები)  ————————————————                    ————————————————             სახელი და გვარი                                                  სახელი და გვარი