„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები
1. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი:
ა) იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ბ) წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.
2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს:
ა) საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის;
ბ) საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს:
ბ.ა) ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისათვის არანაკლებ 3 თვეა;
ბ.ბ) ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ.გ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ;
ბ.დ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ.ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული უარის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში/ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებსა და წესს.
4. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/ დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შუამდგომლობის საფუძველზე 16 წლამდე პირს შეიძლება უარი ეთქვას პასპორტის გაცემაზე ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
ა) საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობები და წესი, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება;
ბ) საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ნათქვამი უარის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში/ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადები და წესი.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 2 სექტემბერი 2020 წ. N7069-Iს |